არქიტექტურა

მავრიტანული არქიტექტურის მნიშვნელობა ევროპაში და ისლამური კულტურის ზეგავლენა დასავლეთზე

ევროპის აზიისკენ სწრაფვამ და ინტერესმა ისლამური მოტივები ევროპულ სივრცეებში შეიტანა. ამის საუკეთესო მაგალითია მავრიტანული არქიტექტურა...

2068

საუკუნეების განმავლობაში მოცულობა ადამიანის საჭიროებებთან ერთდ იცვლიდა დანიშნულებასა და ფორმას. საინტერესოა რა იგულისხმება საჭიროებებსა და დანიშნულებაში. არქიტექტურის, როგორც ხელოვნების, განვითარება დიდ წილად საკულტო ნაგებობებთან და ტაძარებთანაა დაკავშირებული. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყველა კულტურა საკუთარ სივრცეს რელიგიის ჩარჩოებში “ზღუდავდა”. რამაც არქიტექტურა კულტურულად და რელიგიურად დაყო და შესაბამისად გაამრავალფეროვნა. ცნობილია, რომ მოცულობის ფორმა რელიგიურ რიტუალს მიყვებოდა და მის ნებას მორჩილებდა. ყველა რწმენა განსხვავდება, განსხვავდებოდა წარმოდგენები ღვთის სახლზეც.

საუკუნეების განმავლობაში მოცულობა ადამიანის საჭიროებებთან ერთდ იცვლიდა დანიშნულებასა და ფორმას. საინტერესოა რა იგულისხმება საჭიროებებსა და დანიშნულებაში. არქიტექტურის, როგორც ხელოვნების, განვითარება დიდ წილად საკულტო ნაგებობებთან და ტაძარებთანაა დაკავშირებული. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყველა კულტურა საკუთარ სივრცეს რელიგიის ჩარჩოებში “ზღუდავდა”. რამაც არქიტექტურა კულტურულად და რელიგიურად დაყო და შესაბამისად გაამრავალფეროვნა. ცნობილია, რომ მოცულობის ფორმა რელიგიურ რიტუალს მიყვებოდა და მის ნებას მორჩილებდა. ყველა რწმენა განსხვავდება, განსხვავდებოდა წარმოდგენები ღვთის სახლზეც.

წყარო: Mosque of Cordoba
წყარო: Mosque of Cordoba

აღსანიშნავია, რომ არქიტექტურაზე გარე ფაქტორებიც მნიშვნელოვნად მოქმედებს. ამის საუკეთესო მაგალითია მავრიტანული არქიტექტურა ევროპაში. ამ სტილის საინტერესო მოგზაურობა კონტინენტზე მერვე საუკუნეში იწყება. მავრებმა, დაიპყრეს ხმელთაშუა ზღვის ტერიტორია, ესპანეთი და საკუთარი სტილიც შემოიტანეს. ჩრდილო-აფრიკაში მცხოვრები მავრები ისლამური არქიტექტურის გავლენის ქვეშ იყვნენ, რამაც გამოიწვია სახასიათო მოტივების გამეორება, შეისრული და ნალის ფორმის თაღები, ორნამენტების სიუხვე და ფასადის მდიდრული გეომეტრიული შემკობა.

წყარო: Mosque of Cordoba
წყარო: Mosque of Cordoba

ამ პერიოდის მავრიტანული არქიტექტურის როლის განსასაზღვრად საკმარისია კორდობის დიდი მეჩეთის გახსენებაც. აქ ერთადაა მოქცეული კათოლიკური და ისლამური სალოცავი სივრცეები, კორდობის დიდი მეჩეთი ულამაზესია და ის შეიძლება არქიტექტურული და რელიგიური ეკლექტიკის პირველ ნიმუშად ჩაითვალოს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა კორდობის ტაძარში მხოლოდ ქრისტიანული მსახურება ტარდება, ეს მავრიტანული მეჩეთის სივრცეში ხდება. თითქოს ლამაზი, ისლამური თაღების გავლის შემდეგ ხვდები კათოლიკური ტაძრის სივრცეში. სწორედ ეს ადასტურებს იმას, რომ ევროპამ არ მიიღო რელიგია, მაგრამ მიიღო არქიტექტურა.

წყარო: Tbilisi Opera House
წყარო: Tbilisi Opera House

საინტერესოა, რომ მავრიტანულ არქიტექტურას ევროპაში თავი ამით არ ამოუწურავს. მეცხრამეტე საუკუნეში, როცა მთელი ევროპა ეკლექტიზმმა მოიცვა, ორნამენტისა და მორთულობის ძიებაში არქიტექტორებმა მავრიტანული ტაძრები ხელახლა აღმოაჩინეს, ოღონდ ამჯერად, მავრიტანული მოტივები საზოგადოებრივ შენობებსა და სახლებს ამშვენებდა და არა ტაძრებს. ზოგადად კონტინენტის აზიისკენ სწრაფვამ და ინტერესმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსთვის ისლამური მოტივები ევროპულ სივრცეებში შეიტანა. თბილისი ამ ტრენდს არ ჩამორჩენია და მავრიტანული ეკლექტიკის მაგალითები ჩვენს ქალაქშიც მოიძებნება: ყოფილი საკრებულოს შენობა, არქიტექტორი შტერნის სახლი და რაც მთავარია ოპერა, რომელიც მავრიტანული მოცულობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია რეგიონში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ძველი თბილისისთვის არქიტექტურული სიჭრელე, მათ შორის ისლამური სტილი ბევრად უფრო ორგანულია, ვიდრე ევროპისთვის.

წყარო: Myscandinavianhome.com
წყარო: Myscandinavianhome.com

მავრიტანული და ისლამური მოტივები პოპულარულია თანამედროვეობაშიც, ოღონდ არა ფასადზე, არამედ ინტერიერში. შეგიძლიათ საკუთარ საცხოვრებელში აღმოსავლური ეგზოტიკა და სიზუსტე ხალიჩით ან ჩრდილო აფრიკული კერამიკული ფილებით შემოიტანოთ.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

როგორ გამოიყურება ძველი, სამგზავრო ავტობუსების შიგნით აგებული სახლები?

ავტობუსების სახლებად გადაკეთება ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო და დღევანდელობამდე დიდი ინტერესით სარგებლობს.

1233
ნახე მეტი
არქიტექტურა

ორიგინალური და გამორჩეული არქიტექტურული ნამუშევრები, როგორც თავისუფალი სტილის გამოხატულება

თანამედროვე არქიტექტურა მხოლოდ კომფორტულ საცხოვრებელ სახლებს არ გვთავაზობს. ის შეიძლება ზედმეტად ორიგინალური და უცნაურიც კი იყოს.

1359
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575