არქიტექტურა

ინოვაციური სიახლე არქიტექტურაში ანუ სახლი, რომელიც 10 წუთში ავტომატურად შენდება

ბრიტანელმა ინჟინრებმა დააპროექტეს სახლი, რომელიც 10 წუთში ავტომატურად „შენდება“. სახლის ეს ადაპტირებული ვარიანტი შეგიძლიათ ნებისმიერი ავეჯით დატვირთოთ

986

ბრიტანელმა ინჟინრებმა დააპროექტეს სახლი, რომელიც 10 წუთში ავტომატურად „შენდება“. სახლის ეს ადაპტირებული ვარიანტი შეგიძლიათ ნებისმიერი ავეჯით დატვირთოთ, შემდეგ კი ჩვეულებრივ, ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადაიტანოთ. პროექტს „Ten Fold hope“ ჰქვია. მისი შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მსგავსი სახლების მასობრივი წარმოებით, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაში ძირითად გარდატეხას მოახდენენ. უმთავრესი მიზანი კი არის ისეთი პროდუქტის - სახლის შექმნა, რომლის დაკეცვა და გახსნა ხელის ერთი მოძრაობით მხოლოდ 10 წუთში იქნება შესაძლებელი. ამ იდეის განხორციელებამდე რამდენიმე წელი გვაშორებს, თუმცა ახლა ინჟინრებმა წარმატებით შექმნეს სისტემა, რომელიც 18 ვოლტის პორტატული დრილის საშუალებით, 10 წუთში იხსნება.

წყარო: dailymail.co.uk
წყარო: dailymail.co.uk

ამ პროექტის შემქმნელი 58 წლის დევიდ მარტინი ამბობს, რომ პორტატული სახლი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საცხოვრებელ სივრცედ, ასევე საკლასო ოთახად, ბიზნეს სივრცედ, მაღაზიად, თეატრად და მიგრანტების თავშესაფარადაც კი. შემდეგი ავეჯი: სავარძლები, სკამები, საწოლები და მაგიდები შეგიძლიათ ამ სივრცეში მოათავსოთ. ეს ყველაფერი სპეციალური ხელსაწყოების დაუხმარებლად დაიკეცება. მარტინისა და 4 ინჟინერისგან შემდგარმა ჯგუფმა 7 წელი და 4 მილიონი ევრო მოანდომა ამ პროექტის განხორციელებას. როგორც თავად მარტინი ამბობს, ამ ტექნოლოგიის მთავარი იდეა არის ის, რომ მას შეუძლია 100 000 ევროს ღირებულების სახლი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც კერძო მიწის ნაკვეთს არ ფლობენ. „Ten Fold hope“ შესაძლებელია მზის პანელებითაც აღიჭურვოს და ნებისმიერი ტრადიციული ინფრასტრუქტურული უპირატესობებით ისარგებლოს. მარტინს ეს იდეა საკუთარი შვილების თამაშის შემყურე მოუვიდა. როგორც აღმოჩნდა მისმა ჯგუფმა 6 პროტოტიპული შენობა ააშენა. ამათგან ერთ-ერთის მთავარი ინჟინერი როვან ზარკოვია. სამართავ მოწყობილობას მხოლოდ 18 ვოლტიანი ბატარეა მართავს. სახლის გახსნის სიჩქარე კი ინსტალირდება ისე, როგორც კლიენტს სურს. ზარკოვი ამბობს, რომ მომავლის პროტოტიპის გახსნა ხელით მარეგულირებელი ბერკეტით იქნება შესაძლებელი. ახლანდელი პროტოტიპი კი ამ პროცესისთვის 18 ვოლტიან პორტატულ დრილს იყენებს. საბოლოოდ, სახლის გახსნას სულ რაღაც 8-9 წუთი უნდა.

წყარო: dailymail.co.uk
წყარო: dailymail.co.uk

ამ სახლების დიზაინის ვიდეო სოციალურ მედიაში სწრაფად გავრცელდა. შემქმნელთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ სულ მალე ეს პროექტი მასობრივი წარმოების ლიცენზიას მოიპოვეს. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ დასაკეც სახლებში მარტივად დაატევთ მისაღებ ოთახს, სამზარეულოს, სააბაზანოს და საძინებელ ოთახს.

წყარო:
წყარო:

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

ძველი ფერმისგან შექმნილი თანამედროვე საოფისე შენობა

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ძველ შენობებში ახლებური ხედვის შეტანა არქიტექტორების გამოწვევაა

1358
ნახე მეტი
არქიტექტურა

ფუნქციური და ლაკონური ჰაი-ტეკის მნიშვნელობა კერძო სახლების არქიტექტურაში

მაღალტექნოლოგიური სტილი იგივე ჰაი-ტეკი არა მარტო დიდი შენობების ასაგებად, არამედ კერძო სახლების არქიტექტურაშიც ფართოდ გამოიყენება.

1430
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575