არქიტექტურა

მაიკლ გრეივისი - პოსტმოდერნისტი არქიტექტორი, რომელსაც ფერების გამოყენა არ აშინებდა

ცნობილი ამერიკელი არქიტექტორი, პოსტმოდერნული ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, მაიკლ გრეივისი, 1934 წელს, 9 ივლისს დაიბადა და სულ ახლახან, 2015 წლის, 12 მარტს გარდაიცვალა.

1516

ცნობილი ამერიკელი არქიტექტორი, პოსტმოდერნული ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, მაიკლ გრეივისი, 1934 წელს, 9 ივლისს დაიბადა და არცთუ ისე დიდი ხნის წინ, 2015 წლის, 12 მარტს გარდაიცვალა. მისი შემოქმედების ნიშა ფერადი და ბავშვური არქიტექტურული დეტალებია. გრეივისმა განავითარა სტილი: კლასიკური არქიტექტურის მოტივები გააერთიანა თეატრალური ბილბორდის ბუტაფორიასთან და ამგვარი ისტორიული „კოსტიუმები“ თავის შენობებს ჩააცვა. ეს იყო წარმატებული მცდელობა არქიტექტურული იუმორისა და მნიშვნელობის დასაბრუნებლად. გრეივისი თავისი არქიტექტურით მოდერნიზმის ასკეტურობას ეწინააღმდეგებოდა. ამ სტატიაში მის ცნობილ და ულამაზეს შენობებს გაიცნობთ!

ცნობილი ამერიკელი არქიტექტორი, პოსტმოდერნული ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, მაიკლ გრეივისი, 1934 წელს, 9 ივლისს დაიბადა და არცთუ ისე დიდი ხნის წინ, 2015 წლის, 12 მარტს გარდაიცვალა. მისი შემოქმედების ნიშა ფერადი და ბავშვური არქიტექტურული დეტალებია. გრეივისმა განავითარა სტილი: კლასიკური არქიტექტურის მოტივები გააერთიანა თეატრალური ბილბორდის ბუტაფორიასთან და ამგვარი ისტორიული „კოსტიუმები“ თავის შენობებს ჩააცვა. ეს იყო წარმატებული მცდელობა არქიტექტურული იუმორისა და მნიშვნელობის დასაბრუნებლად. გრეივისი თავისი არქიტექტურით მოდერნიზმის ასკეტურობას ეწინააღმდეგებოდა. ამ სტატიაში მის ცნობილ და ულამაზეს შენობებს გაიცნობთ!

წყარო: www.dezeen.com
წყარო: www.dezeen.com
წყარო: michaelgraves.com/
წყარო: michaelgraves.com/

მაიკლ გრეივისის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნამუშევარი ფერადი სასტუმროებია, რომლებიც დისნეის სამყაროსთვის შეიქმნა. დელფინისა და გედის სასტუმროები უოლტ დისნეის მსოფლიო კურორტზე, სამხრეთ ორლანდოში, 1980 წელს აშენდა. ნათელი ფერებისგან შექმნილი ექსტერიერი, თამამი გეომეტრიული დონეები და ცხოველის ფორმის ფრონტონები თემატურ პარკებსა თუ ატრაქციონებს ამრავალფეროვნებს. სასტუმრო შენობების ეს წყვილი დაახლოებით 2 მილიონი კვადრატული მეტრისაა. ისინი ტბის სანაპიროზე ერთმანეთის საპირისპიროდ დგას. ორივე მათგანი ერთრდოულად 2 200 სასტუმრო ოთახს, უზარმაზარ საკონფერენციო და სადღესასწაულო აღჭურვილობას მოიცავს. დისნეის ამ პროექტისთვის, გრეივსმა გადახედა უძველეს ხელოვნებასა და არქიტექტურას, ისევე როგორც ლოკალურ ლანდშაფტსა და კლიმატს. ზუსტად ამ კომბინაციამ ეს უნიკალური შენობები შექმნა. უზარმაზარი დელფინის სასტუმროს ცენტრში გიგანტური სამკუთხედის ელემენტია განთავსებული. 4 გამოყოფილი ფრთა შენობას წყლისკენ „უბიძგებს“. ორივე სასტუმროს ფასადი დეკორირებულია დიდი ზომის პატერნებით. ბანანის ფოთლები დელფინს ფარავს, ხოლო აბსტრაქტული ტალღები კი პატარა გედზეც კი შეიძლება იპოვოთ. სახურავი ორნამენტული ცხოველებით არის დაფარული, რომლებიც შენობების სახელებს შეესაბამება. ეს სტუმრებს ორიენტირებაში ეხმარება.

წყარო: www.dezeen.com
წყარო: www.dezeen.com
წყარო: www.dezeen.com
წყარო: www.dezeen.com

პორტლენდის შენობა გრეივისის ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია. ის 1980 წელს აშენდა, მაშინ როცა პოსტმოდერნიზმი ამერიკაში ნელ-ნელა ფეხს იკიდებდა. ეს შენობა, შეიძლება ითქვას, იყო პირველი პოსტმოდერნული ნაგებობა, რომელსაც საჯარო ფუნქცია ჰქონდა. 15-სართულიანი სტრუქტურა უამრავ ოფისს მოიცავს. შესასვლელში ბიზნესის ქალღმერთის, პორტლენდიას, კლასიკური სტილის სკულპტურა გხვდებათ. გრეივისი ცდილობდა ეს პროექტი ბიუჯეტური გამოსვლოდა. ამიტომ მიუხედავად დიდი სურვილისა, ფასადი პრიალა ტერაკოტაში აგებულიყო, მან ბეტონი და ბოჭკოვანი მინა შეღება, შემდეგ კი ისინი გარსაკრავისა და დეკორატიული ელემენტებისთვის გამოიყენა, მთლიანად პროექტი 22.4 მილიონი დოლარი დაჯდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შენობა დღესდღეობით არც ისე დიდი ჩანს, მაშინ ეს რადიკალურ ნაგებობად ითვლებოდა, ამიტომ 1983 წელს პორტლენდის შენობამ ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის საპატიო ჯილდოც მოიპოვა.

წყარო: www.dezeen.com
წყარო: www.dezeen.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

რევოლუციური ჰაი-ტეკი არქიტექტურაში. სტილი, რომელმაც ჩვენი გარემო შეცვალა!

ჰაი-ტეკი არქიტექტურული რევოლუციის ნაწილია, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. ეს სტილი, ისევე როგორც მოდერნიზმი ახალ ინდუსტრიულ ესთეტიკას, სისადავეში და სიმართლეში ეძებდა.

1853
ნახე მეტი
არქიტექტურა

ალგორითმებით შემუშავებული შთამბეჭდავი ელბფილარმონია ჰამბურგში

ელბფილარმონიის შენობის კომპლექსი მოიცავს: ფილარმონიის დარბაზს, კამერული მუსიკის დარბაზს, რესტორნებს, ბარებს, პანორამულ ტერასას, საიდანაც ჰამბურგის ულამაზესი ხედები ჩანს, ბინებს, სასტუმროსა და ავტოსადგომს.

1460
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575