ჯომარდობა, როგორც საუკეთესო აქტიური დასვენება და მისი დადებითი გავლენა ადამიანზე
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ აქტიური ცხოვრების წესი და სწორი კვება, გვიუმჯობესებს ჯანმრთელობასა და გვიხანგრძლივებს ცხოვრებას.
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ აქტიური ცხოვრების წესი და სწორი კვება, გვიუმჯობესებს ჯანმრთელობასა და გვიხანგრძლივებს ცხოვრებას. იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელნი აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, რომელიც გვიცავს ისეთი სერიოზული დაავადებებისაგან, როგორიცაა დიაბეტი, გულის დაავადებები, ართრიტი და ა.შ. არსებობს უამრავი აქტივობა, რომლებიც არამხოლოდ ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ახდენენ, არამედ ჩვენ მენტალურ სიჯანსაღეზეც დადებითად მოქმედებენ. ლაშქრობა, მთაზე ცოცვა, იოგა და სპორტის სხვადასხვა სახეობები მათ რიცხვშია. დღეს კი ჩვენ ვისაუბრებთ, ძალიან პოპულარული სპორტულ აქტივობაზე, ჯომარდობაზე.

ჯომარდობა (რაფტინგი) აქტიური დასვენების სახეა, რომელიც დაკავშირებულია ამაღელვებელ გამოცდილებასთან და სწორედ ამიტომაა, რომ დღეს სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავს სპორტის ეს სახეობა. თუ თქვენ აქტიურ, ამაღელვებელ ემოციებს ეძებთ და ამავდროულად გსურთ განტვირთვა, მაშინ დასვენების ეს საინტერესო სახე სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ. გასაბერი ნავებით მდინარის „დალაშქვრის“ დროს თქვენ საშუალება გეძლევათ ახლოს იყოთ ბუნებასთან, დატკბეთ ულამაზესი ხედებით და დაისვენოთ. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად ჯომარდობას სხვა უამრავი დადებითი მხარეც აქვს.
ადიდებულ მდინარეში ყოფნის დროს თქვენ აუცილებლად გამოყოფთ ადრენალინს, ერთობით და ამავდროულად კუნთებს ავარჯიშებთ. მდინარესთან ბრძოლა მნიშვნელოვნად ააქტიურებს მკლავების, ხელების და ზურგის კუნთებს. თქვენ ძალიან მალე იგრძნობთ ფიზიკურ გაჯანსაღებას. ნავის მართვისას და ბალანსირების დროს დაწვავთ უამრავ კალორიას და ამავდროულად ეს არის ძალიან კარგი კარდიო ვარჯიში. ფიზიკურ აქტივობასთან ერთად აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ რაფტინგი დადებითად მოქმედებს თქვენს მენტალურ მხარეზეც. ის საშუალებას გაძლევთ გაექცეთ რეალობას, დაისვენოთ გაერთოთ, იყოთ სხვადასხვა ადამიანებთან ერთად. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს. ამავდროულად სუფთა ჰაერზე ყოფნა და ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს თქვენ იმუნურ სისტემასაც.
ჯომარდობა ახალ ადამიანებთან გაცნობის და დაახლოების საუკეთესო საშუალებაა. თქვენ ადიდებულ მდინარეში არ ხართ მარტო, თქვენს გვერდით სხვა ადამიანებიც არიან, რომლებთან ერთად ცდილობთ სტიქიის დამარცხებას და მიზნის მიღწევას. თქვენ სწავლობთ გუნდურ მუშაობს, გრძნობთ სხვა ადამიანების მხარდაჭერასა და დახმარებას. ეს ყველაფერი კი აუცილებლად გაახლოებთ მათთან. ჯომარდობა ასევე კარგი საშუალებაა მეტი დრო გაატაროთ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. მსგავსი აქტივობა აუცილებლად გააღრმავებს თქვენს კავშირს.
ნუ შეგეშინდებათ თავგადასავლებისა და სიახლეების. ხანდახან ყველას გვჭირდება ადრენალინი და მძაფრი შეგრძნებები, ამ დროს ხომ თითქოს ახლიდან იბადები და თავს უბედნიერესად გრძნობთ. დაგეგმეთ რაფტინგის ტური თქვენს მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად და დალაშქრეთ უძლეველი მდინარეები. ეს თქვენს თავდაჯერებულობას აამაღლებს, გაამაგრებს თქვენს სოციალურ კავშირებს, მოგცემთ საშუალებას განიტვირთოთ, დაისვენოთ და ისიამოვნოთ.
ჩვენ გირჩევთ
საკუჭნაოს მნიშვნელობა სახლში და მისი კომპაქტურად მოწყობის პრაქტიკული რჩევები
საცხოვრებელი გარემო ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას ადამიანს.
5 სასარგებლო ვარჯიში ტვინისთვის, რომელიც გონებას ავითარებს
ტვინის ვარჯიშები ადამიანს ეხმარება უკეთ აზროვნებაში, ამიტომ ჩვენ გონებრივ განვითარებასაც ისეთივე ყურადღება უნდა მივაქციოთ როგორც ფიზიკურს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7