ცხოვრების სტილი

ხატვის განსაკუთრებული როლი ადამიანის ცხოვრებაში - აი, რატომ უნდა ვხატოთ ხშირად

ყველა ადამიანს სჭირდება საქმიანობა, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებს. ისეთი აქტივობა, რომელიც ავიწყებს ყოველდღიურ პრობლემებსა და რუტინულ საქმეს.

1966

თუ თქვენ ჩვენი აქტიური მკითხველი ბრძანდებით, აუცილებლად გემახსოვრებათ სტატია ჰობის საჭიროებაზე. ის, რომ ყველა ადამიანს სჭირდება საქმიანობა, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებს. ისეთი აქტივობა, რომელიც ავიწყებს ყოველდღიურ პრობლემებსა და რუტინულ საქმეს. და რადგან ყველა ადამიანი განსხვავებულია, არც ისაა გასაკვირი, რომ თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული ჰობი ჰქონდეს. თუმცა, თუ ჯერ ვერ აგირჩევიათ ის საქმე, რომელიც თქვენს ცხოვრებას მრავალფეროვანს გახდის, მაშინ ჩემი გამოცდილებით, გავბედავ და ხატვას გირჩევთ.

თუ თქვენ ჩვენი აქტიური მკითხველი ბრძანდებით, აუცილებლად გემახსოვრებათ სტატია ჰობის საჭიროებაზე. ის, რომ ყველა ადამიანს სჭირდება საქმიანობა, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებს. ისეთი აქტივობა, რომელიც ავიწყებს ყოველდღიურ პრობლემებსა და რუტინულ საქმეს. და რადგან ყველა ადამიანი განსხვავებულია, არც ისაა გასაკვირი, რომ თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული ჰობი ჰქონდეს. თუმცა, თუ ჯერ ვერ აგირჩევიათ ის საქმე, რომელიც თქვენს ცხოვრებას მრავალფეროვანს გახდის, მაშინ ჩემი გამოცდილებით, გავბედავ და ხატვას გირჩევთ.

წყარო: shutterstock.com
წყარო: shutterstock.com

დარწმუნებული ვარ, ბავშვობაში ყველა თქვენგანი ხატავდა და ეს თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო გართობის საშუალება იყოს. თუმცა წლების მატებასთან ერთად, სამწუხაროდ ვივიწყებთ იმ აქტივობას, რომელიც ასე გვიფერადებდა ბავშვობას. გვეგონა, რომ ხატვასთან არაფერი გვქონდა საერთო ან ჩვენ ის საერთოდ არ გამოგვდიოდა. თუ ასე ფიქრობთ, ნამდვილად ცდებით. ხატვა, პირველ რიგში საკუთარი თავის, თქვენი გრძნობების, ფიქრების, განცდების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა და ეს მოზრდილებს ისევე გვჭირდება, როგორც ბავშვებს.

წყარო: shutterstock.com
წყარო: shutterstock.com

როდესაც ჩვენ ვხატავთ, ვწყდებით გარე სამყაროს და მთლიანად ვართ ფოკუსირებულნი ჩვენ ნახატზე. შემოქმედებითი პროცესი ზოგჯერ იმდენად გვითრევს, რომ სხვა არაფერი არ გვახსოვს და ეს არც ისე ცუდია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მუდმივად გადაღლილები ვართ სხვადასხვა პრობლემაზე ფიქრით. გახსოვდეთ, რომ ხატვის დროს თქვენ ძალიან მარტივად შეძლებთ დამშვიდებას, როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური სტრესისა და დაძაბულობის მოხსნას. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ხატვისას ვითარდება ტვინის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ნახევარსფერო, ასევე კონცენტრაციის და მოტორული უნარები. იწვრთნება თქვენი ხელები და თვალები. პრაქტიკასთან ერთად კი, სულ უფრო მარტივად ახერხებთ თქვენი ფიქრების უშეცდომოდ გადმოცემას.

წყარო: shutterstock.com
წყარო: shutterstock.com

ხატვა, განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის. ის ხელს უწყობს მათი ცენტრალური ნერვული სისტემის, სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას. ასევე ანვითარებს მეხსიერების, აზროვნების და მეტყველების უნარებს. ასე, რომ თუ ბავშვები გყავთ არასდროს დაუშალოთ მათ ხატვა, ეცადეთ ბავშვი ამ საქმით ხშირად დაკავდეს. ეს ბევრად უფრო სასარგებლოა ვიდრე კომპიუტერთან ან ტელევიზორთან გაუთავებელი ჯდომა. მეტიც, არ მოგერიდოთ მათთან ერთად ხატვის. შეგიძლიათ სახლში თქვენი სახატავი კუთხე მოაწყოთ. ასე, ეს პროცესი უფრო სასიამოვნო იქნება თქვენთვის და ბავშვისთვისაც, რადგან შეძლებთ მეტი დრო გაატაროთ ერთმანეთთან და ამავდროულად სასიამოვნო საქმე აკეთოთ. ხატვა კი დადებითად აისახება, როგორც ბავშვზე, ისე თქვენზე და ის აუცილებლად შეგძენთ თავდაჯერებულობის გრძნობას და დაგანახებთ საკუთარ უნიკალურობას.

წყარო: shutterstock.com
წყარო: shutterstock.com

გახსოვდეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორ ხატავთ, შეგიძლიათ თუ არა სწორი ხაზის გავლება ან ყვავილის დახატვა. არც თქვენ ასაკს აქვს მნიშვნელობა, ხატვისთვის გვიანი არასდროსაა, მთავარია მაქსიმალურად ეცადოთ და გამოხატოთ საკუთარი თავი, თქვენი გრძნობები, ხასიათი, პიროვნება და როდესაც თქვენ ნახატს დაასრულებთ, ძალიან დიდი სიამოვნებას იგრძნობთ და აუცილებლად მოგინდებათ კიდევ ერთი ნახატის შექმნა...

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

მებაღეობა, როგორც საუკეთესო ჰობი და 4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ ის

დღეს მინდა, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, საინტერესო და გამაჯანსაღებელ ჰობიზე-მებაღეობაზე გესაუბროთ.

1744
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

როგორ მოქმედებს დასვენება ადამიანის ორგანიზმზე?

ზაფხულის ცხელ დღეებში, ალბათ ყველასთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია ცხელ ქალაქს და ყოველდღიურ რუტინას გაექცეს და დაისვენოს.

1474
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575