ინტერიერი

ჯონათან ადლერი - ინტერიერის თანამედროვე დიზაინერის ექსცენტრიული ნამუშევრები

ჯონათან ადლერი ამერიკელი ინტერიერის დიზაინერია. დაიბადა 1966 წელს ნიუ ჯერსიში. მან სახელი თავისი ორიგინალური კერამიკული ნაწარმით გაითქვა,

1388

ჯონათან ადლერი ამერიკელი ინტერიერის დიზაინერია. დაიბადა 1966 წელს ნიუ ჯერსიში. მან სახელი თავისი ორიგინალური კერამიკული ნაწარმით გაითქვა, რომლის პირველი კოლექცია 1993 წელს გამოუშვა. ადლერმა განათლება ბრაუნის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც სწავლობდა ხელოვნების ისტორიასა და სემიოტიკას. კერამიკული ჭურჭლის შექმნით ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში დაინტერესდა. მისი შემოქმედება ასახავს პოპ კულტურას, ადრეული ჰიპ-ჰოპის კულტურას, თანამედროვე ხელოვნებასა და მოდას. თუმცა ამ ყველაფრის მიმართ მის პროფესორს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა. ის ადლერს ურჩევდა დიზაინერობისთვის თავი დაენებებინა და ადვოკატი გამხდარიყო. ადლერი არ დანებდა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩვეულებრივ გააგრძელა კერამიკის წარმოება. მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლის დახმარებით მთელი მსობლიოს მასშტაბით ხელოვანებს ხვდებოდა. პერუში მოგზაურობის შემდეგ, ის მოიხიბლა სამხრეთ ამერიკული ტექსტურის სტილით და ბალიშებისა თუ ხალიჩების შექმნა დაიწყო. თავისი პირველი მაღაზია 1998 წელს გახსნა სოჰოში, მანჰეტენში. დღესდღეობით კი, მისი ნაწარმი 30 მაღაზიაში იყიდება. „Parker Palm Spring“ სასტუმროს, მერვ გრიფინის კურორტისა და ჟივენშის სპა სალონის ინტერიერი ადლერის დიზაინით არის შემუშავებული. სხვა მისი პროექტებია: „ 225 Rector Place“ და აბინგტონის სახლი.

წყარო: miamidesigndistrict.eu
წყარო: miamidesigndistrict.eu
წყარო: miamidesigndistrict.eu
წყარო: miamidesigndistrict.eu

„Parker Palm Spring“-ის სასტუმრო 50-იანი სტილის შენობის რეკონსტრუქცია ჯონათან ადლერს ეკუთვნის. „ვეცადე შემექმნა რამე, რაც დროს გაუძლებდა, მაგრამ ასევე ინსტაგრამის ხანაში იქნებოდა რელევანტური და პროვოკაციული“, - ამბობს დიზაინერი. სასტუმროს მართლაც რომ ეტყობა მისი მხიარული და მოურიდებელი დიზაინი. „სასტუმროს დიზაინი ბოლომდე მე-20 საუკუნეში ჩარჩენილი არ იყო, მაგრამ აქ ვხვდებოდი გარკვეულ სივრცეებს, რომლებსაც ამოვსება სჭირდებოდათ“, - აცხადებს ადლერი. ამიტომ მან შენობას ბრინჯაოს ბანანის სკულპტურა დაუმატა, რომელიც სასტუმროს მთავარ გაზონზეა განთავსებული. მისი სიგრძე 2 მეტრს აღწევს. ხალიჩის ადლერისეული დიზაინი კი ინსპირირებულია ფილმი „ნათებიდან“. ვილა, 2 საძინებელი ოთახის გარდა მოიცავს ახალ სასადილო ოთახს. აქ განთავსებული ავეჯი ადლერის საწარმოო ხაზიდან არის აღებული. კარიკატურულ მაგიდას ჰარმონიულად ერწყმის ფორთოხლისფერი, მატყლისგან და სპილენძისგან დამზადებული სკამები, ხელით მოქსოვილი შევრონის პრინტიანი ხალიჩები. ადლერი სასტუმროს ექსცენტრიულად და გლამურულად ახასიათებს.

წყარო: nytimes.com
წყარო: nytimes.com

დიზაინერ, ლიზ ლანჯეს სახლისთვის კი ჯონათან ადლერი ღია ფერებს იყენებს. ავეჯისა და აქსესურაების უმეტესობა ადლერის დიზაინის მიხედვით არის შექმნილი. მათ შორისაა: მისაღებ ოთახში დივანი, ნაძვისებრი ხალიჩა და შავი ტყავის სავარძელი. „მეოცე საუკუნის შუა ხანის მოდერნიზმი აღმაფრთოვანებს“, - ამბობს ადლერი და სახლისთვის სასადილო მაგიდის უჩვეულო კონცეპტი შეიმუშავა - ეს არის 1966 წლის მაგიდა ჩინურ სკამებთან ერთად. ჭაღი 1970 წელს არის დამზადებული. ფარდები კი იმ მატერიითაა შეკერილი, რომელიც მისაღებ ოთახში დივანისთვისაა გამოყენებული. ადლერს სურდა მისაღებს სუფთა, ბრინჯაოსფერი შესახედეობა ჰქონოდა. ამითომ კედლები თეთრი ფერისაა, იატაკი კი - რძისფერი.

წყარო: housebeautiful.com
წყარო: housebeautiful.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

ლანდშაფტის დიზაინის უახლესი ტრენდები, ანუ როგორ მოვაწყოთ თანამედროვე ბაღი

მოდერნისტული რევოლუციიდან მოყოლებული ცხადი გახდა, რომ ურბანიზმი წარმოუდგენელია ლანდშაფტის გათვალისწინებისა და მოფრთხილების გარეშე.

1468
ნახე მეტი
ინტერიერი

რომელი ფერებია ტრენდული 2018 წლის ზამთრის ინტერიერის დიზაინში?

რომელი ფერები ინარჩუნებს ტრენდულობას 2018 წლის ზამთრისთვის და როგორ უნდა შევუხამოთ ისინი ერთმანეთს ისე, რომ მოდური და მშვიდი ატმოსფერო მივიღოთ?

1460
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575