კონსერვატიული და ტრადიციული ინგლისური სტილი ინტერიერის დიზაინში
ინგლისური სტილი საკმაოდ დიდი ხნისაა, ის ახლაც სტაბილური პოპულარობით სარგებლობს. ამის მთავარი მიზეზი, კი ალბათ სიმყუდროვეა.
„ინგლისელებმა ნამდვილად იციან როგორ მოაწყონ სახლი“ - ამბობს შონ ვარდი, დეკორატორი, რომელმაც გადაწყვიტა საკუთარი სახლი ინგლისურ სტილში მოეწყო - „ხანდახან სტუმრები გვეუბნებიან, რომ წასვლა არ სურთ. ზოგიერთმა მათგანმა სავარძელში წიგნით მოკალათებაც კი გადაწყვიტა. ეს კი ჩვენთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია“.
შონ ვარდი და მისი ცოლი ნამდვილად არ არიან ერთადერთნი, რომლებმაც არჩევანი ინგლისურ სტილზე შეაჩერეს. მიუხედავად იმისა, რომ სტილი საკმაოდ დიდი ხნისაა, ის ახლაც სტაბილური პოპულარობით სარგებლობს. ინტერიერის დიზაინის ამგვარ მოწყობას ერთნაირი ენთუზიაზმით ირჩევენ როგორც დიდი ოჯახები, ისე მარტოხელა, ზრდასრული ადამიანები. ამის მიზეზი, კი ალბათ სიმყუდროვეა.

ინგლისური სახლის მოწყობის სტილი საკმაოდ კონსერვატული და ტრადიციულია. მთლიანობაში, იქმნება მყუდრო საცხოვრებელი სივრცე მკაცრი დეტალებით. ინგლისური სახლი ფორმალობისა და არა ფორმალობის იდეალური სინთეზია. ეს არის სახლი, რომელსაც გააჩნია ისტორია. აღსანიშნავია, რომ ბევრი დიზაინერი ასეთ სივრცეებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ დიზაინის თეორია უმნიშვნელო ხდება, მთავრი აქცენტი საგანზე გადადის. საგნების, ავეჯის, დეკორატიული, საინტერესო ნივთების სიმრავლე თქვენი პიროვნების ისტორიისა და ოჯახის წარმოჩენას ემსახურება. მიუხედავად ამისა, ინგლისური ინტერიერი არასოდესაა გადატვირთული, ის ყოველთვის ფუნქციაზეა ორიენტირებული და სახლის ყველა მაცხოვრებლის საჭიროებასა და ხასიათს წარმოაჩენს. სწორედ ამ ეკლექტიზმის გამო, სივრცე მედიდურ, გრაციოზულ, მაგრამ მეგობრულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ყველაზე გამართლებული ასეთი ტიპის დიზაინის გამოყენება კოტეჯებსა და დიდ, ისტორიულ სახლებშია, მაგრამ წარმატებით შეიძლება შექმნათ საკუთარი ინგლისური სტილის სახლი ბინაშიც. ზოგადად, ასეთ სახლებში ფერთა პალიტრა უფრო მუქია, ვიდრე თანამდროვე სტილების უმრავლესობაში. იატაკის ზედაპირისთვისაც შედარებით მუქი ხის ტონალობის არჩევა მოგიწევთ. რაც შეეხება კედლების ზედაპირებს, ის ძირითადად შპალერითაა მორთული, რომელიც თავის მხრივ უხვადაა დეკორირებული და ტრადიციული პრინტი აქვს, რომელიც ხელით ნახატს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე მასობრივ წარმოებას.
ფლორალურ მოტივებსა და პრინტებს ინგლისურ ინტერიერში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს. წიგნების თაროებითა და ანტიკვარული ნივთებით მდიდარ ინტერიერში ავეჯის მატერია ხშირად ფლორალური პრინტით, ან პასტელური ფერით გამოირჩევა. ზოგადად ავეჯი რაც შეიძლება გამძლე, კომფორტული თუმცა მკაცრი უნდა იყოს.
შეიძლება ითქვას, რომ სახლის ინგლისური სტილით მოწყობისას მინიმალიზმს მნიშვნელობა ეკარგება, ამ სივრცეში თქვენ უნდა იამაყოთ, საკუთარი ცხოვრებით და აჩვენოთ ჩარჩოებში მოქცეული ინდივიდუალიზმი. ინსპირაციისთვის ნამდვილად დაგეხმარებათ ძველმანების ბაზრობაზე ვაჭრობა, ბებიების მოთხრობილი ისტორიები და ფინჯანი ჩაი.
ჩვენ გირჩევთ
მოაწყვეთ ჰარმონიული და პრაქტიკული სააბაზანო ოთახი 2017 წლის თანამედროვე ტენდენციების მიხედვით
ბუნებასთან სიახლოვე, ბალანსის ძიება და რეალობის განცდა - ეს უკანასკნელი ის მოდური ტენდენციებია, რომელიც სააბაზანო ოთახის ინტერიერს უკავშირდება
როგორ მოვაწყოთ თანამედროვე სააბაზანო? ინოვაციური რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან
თანამედროვე სააბაზანო ცდილობს გახდეს უფრო თბილი და საჭირო სივრცე, ამიტომაც მასში ბუნების ელემენტების შეტანა, დეკორაციის სახით ძალიან მოდურია.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7