ინტერიერი

კარის ფორმის ჟალუზები - ორიგინალური არჩევანი ინტერიერის დიზაინში

კარის ფორმის ჟალუზები ინტერიერის დიზაინში არცთუ ისე ხშირად გვხვდება. მსგავსი დეკორი თავისებურია და ჰარმონიულად ერწყმის, როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე დიზაინს.

2432

კარის ფორმის ჟალუზები ინტერიერის დიზაინში არცთუ ისე ხშირად გვხვდება. მსგავსი დეკორი თავისებურია და ჰარმონიულად ერწყმის, როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე დიზაინს. რა თქმა უნდა, მსგავსი ჟალუზები კარის ფუნქციას ვერ შეასრულებს. ის, როგორც სივრცის გამყოფი, ასე, შეგვიძლია ჩავთვალოთ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მისი დახმარებით ოთახი ვიზუალურად იზრდება და სივრცე ჰაეროვანი ხდება, ის იდეალური დეკორატიული ელემენტია.

კარის ფორმის ჟალუზები ინტერიერის დიზაინში არცთუ ისე ხშირად გვხვდება. მსგავსი დეკორი თავისებურია და ჰარმონიულად ერწყმის, როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე დიზაინს. რა თქმა უნდა, მსგავსი ჟალუზები კარის ფუნქციას ვერ შეასრულებს. ის, როგორც სივრცის გამყოფი, ასე, შეგვიძლია ჩავთვალოთ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მისი დახმარებით ოთახი ვიზუალურად იზრდება და სივრცე ჰაეროვანი ხდება, ის იდეალური დეკორატიული ელემენტია.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

კარის ფორმის ჟალუზები მზადდება იმდენად სხვადასხვაგვარი მასალისგან, რომ ის შეგიძლიათ ნებისმიერი სტილის ინტერიერს შეუსაბამოთ. რა თქმა უნდა, ამგვარ ჟალუზებს როგორც პლუსები, ასევე მინუსებიც აქვს. განვიხილთ თითოეული მათგანი. მაგალითად, დადებითია ის ფაქტი, რომ კარის ფორმის ჟალუზები ინტერიერის დიზაინში სიახლეს შეიტანს. მისი დახმარებით ოთახს ეფექტურად და მოხერხებულად, ზონების მიხედვით, გაანაწილებთ. ასევე შეგეძლებათ აკონტროლოთ სინათლის ნაკადი. რაც შეეხება მინუსებს, ამგვარი ჟალუზები შემაწუხებელი ხმისგან ვერ დაგიცავთ. ამ მხრივ ხმის იზოლაცია საკმაოდ ცუდია. არის ნაზი კონსტრუქცია, რამაც შეიძლება გადაადგილებაში შეგიშალოთ ხელი. ყველაზე საიმედო ვარიანტი კი მეტალის ჟალუზებია, თუმცა ეს უკანასკნელი არცთუ ისე იაფი ღირს.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

რსებობს სხვადასხვა ფორმის ჟალუზები. 1. ჰორიზონტალური - ეს არის სრიალა კონსტრუქცია. 2. ვერტიკალური - კარებისთვის ყველაზე პოპულარული ვარიანტია. მისი მასალა ძირითადად ქსოვილი და პლასტმასია. 3. გარმონი - დასაკეცი სტრუქტურა. 4. სტრინგი - დეკორატიული ჟალუზები, რომელიც ძაფებისგან იკერება და სინათლის კარგი გამტარია. 5. ანტივანდალური ჟალეზები - ტყდება ძნელად, აკონტროლებს ჰაერის მიმოცვლას და სინათლეს, აქვს დეკორატიული ფუნქცია.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

კარის ფორმის ჟალუზები სხვადასხვა მასალისგან მზადდება. ფინანსური შესაძლებლობებისა და გემოვნების მიხედვით თქვენთვის შესაფერისი ვარიანტის მოძებნა მარტივად შეგიძლიათ. ალუმინის ჟალუზი თავისი გამძლეობით გამოირჩევა. ასევე მისი მოვლა და გასუფთავება ჩვეულებრივი საპნითა და პირსახოცით შეგიძლიათ. პლასტმასის ჟალუზები კი ოთახს აბსოლუტურად ჩააბნელებს. განსაკუთრებით კარგია ისეთი ოთახებისთვის, სადაც მაღალი დონის ტენიანობაა. ხის ჟალუზები, შესაბამისად, ხის ჟალუზებისგან მზადდება და ეკოლოგიურად სუფთაა. რკინის ჟალუზი მაღალხარისხიანი მასალისგან მზადდება. იშვიათია მისი დაჟანგვა. სილიკონის ჟალუზები კი სამრეწველო ნაგებობებისთვის იდეალურია, რადგან ისინი ნებისმიერ ტემპერატურას უძლებს.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

სანამ კარის ფორმის ჟალუზებს დაამონტაჟებთ, უნდა იცოდეთ, სად განათავსოთ ისინი. მაგალითად, არაჩვეულებრივი იდეაა, თუ კარადაში ხის ჟალუზებს დააყენებთ. ამით ტანსაცმლისთვის განკუთვნილ ცალკე ოთახს შექმნით. ბინის მაცხოვრებელები უპირატესობას ვერტიკალური და გარმონის ტიპის ჟალუზებს ანიჭებენ. ეს არაჩვეულებრივი ვარიანტია სივრცის დასაყოფად ისე, რომ ინტერიერის საერთო ფონი არ დაირღვეს. ჰორიზონტალური ჟალუზები კი მინის კომბინაციასთან ერთად ორიგინალურად გამოიყურება. საბავშვო ოთახისთვის ფერადი, ღია ფერის ჟალუზების შერჩევას გირჩევდით.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ფერი და მისი სწორად გამოყენება ინტერიერში

ფერს უდიდესი ზეგავლენა აქვს ჩვენს ფსიქოლოგიასა და ფიზიოლოგიაზე. მისი ინტერიერში გამოყენება ცალკე მეცნიერებაა...

1976
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ გამოიყურება ყველაზე უცნაური და თანამედროვე საწოლები?

აირჩიოთ ორდინალური, კომფორტული საწოლი - კარგი იდეაა, მაგრამ ერთ პრობლემით - მას ვერავინ ვერასდროს შეამჩნევს. ამიტომ, კრეატიულ და უჩვეულო დიზაინის საწოლებს წარმოგიდგენთ.

1590
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575