ომბრე ინტერიერის დიზაინში- შთამბეჭდავი და დახვეწილი გარემო თქვენს სახლში
სიტყვა ომბრე ფრანგული წარმოშობისაა და ჩრდილს ნიშნავს. ის ძირითადად გამოიყენება ქსოვილებზე, სადაც ფერები ღია ტონალობიდან მუქ ტონალობამდე იცვლება
სიტყვა ომბრე ფრანგული წარმოშობისაა და ჩრდილს ნიშნავს. მისი გავრცელებული დეფინიცია კი ასეთია: ფერები, რომლებიც ერთმანეთს „ჩრდილავენ“ - ძირითადად გამოიყენება ქსოვილებზე, სადაც ფერები ღია ტონალობიდან, მუქ ტონალობამდე იცვლება. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ომბრეზე, როგორც სახლის ინტერიერის დიზაინზე, ვგულისხმობთ იმ ოთახებსა და აქსესუარებს, რომლებიც მსგავს გარდამავლ ჩრდილებს გვთავაზობს. ომბრეს ისტორია ევროპიდან მოდის. ეს არის ქსოვილის პროცესის განშტოება. გამოიყენებოდა პრე- სამოქალაქო ომის დროინდელ ავეჯში, ქსოვილებში, ვიქტორიანული ეპოქის ლენტებში. ომბრეს პოპულარობამ პიკს მიაღწია უკანასკნელ წლებში, როდესაც მსგავსი ეფექტის ვარცხნილობები გამოჩნდა. ომბრეს უძველესი ხელოვნება ხელთ იპყრობს მოდერნისტულ სადავეებს.

ქსოვილების ისტორიაში ომბრეს ტერმინი იხმარება იმ ტექნიკის აღსაწერად, რომელიც მათ ღიადან მუქ ტონალობამდე, გარდამავლ ფერს ამატებს. ამ კომპოზიციის სილამაზე და მოქნილობა მას შექმნიდან დასრულებამდე გაჰყვება. ეს არის სრულყოფილად არასრულყოფილი ხელოვნება. არ არსებობს სწორი თუ არასწორი გზა ომბრეს მისაღებად, მთავარია შედეგად გარდამავალი დაჩრდილვა მივიღოთ. თუ გადაწყვეტთ, რომ სახლში ომბრეს სტილის ინტერიერის დიზაინი გსურს, იცოდეთ, რომ ის თქვენს ცხოვრებაში ეფექტურ, ბოჰემურ და ამასთანავე დახვეწილ და ელეგანტურ ატმოსფეროს შემოიტანს.
ომბრეს ეფექტი განსაკუთრებით კედელზე ჩანს. თუმცა გახსოვდეთ, რომ ამის გაკეთებას აკურატული ხელი სჭირდება, რომელიც პულვერიზატორის დახმარებით ფერების გარდასვლას კედელზე უნაკლოდ შეასრულებს. ფერების არჩევისას, მუქი ფერები ქვედა ნაწილზე გამოიყენება, ხოლო ღია ფერები - ზედაზე. ეს გადანაწილება ძირითადად ეხება საცხოვრებელი კორპუსების ბინებს, 2-3 მეტრის სიმაღლის მქონე კედლით. რაც შეეხება ქსოვილებზე ომბრეს ეფექტის გადატანას, ეს უკანასკნელი ეფექტურია სელის, ბამბის, აბრეშუმის და სხვა მსუბუქ მატერიებზე. განსაკუთრებით ეფექტურია, როცა ქსოვილებზე ფერების გადასვლა აკვარელის საღევაბით სრულდება. ომბრეს ეფექტის მქონე თეთრეულის შოვნა საკმაოდ რთულია. არ გირჩევთ, რომ ჩვეულებრივი თეთრეული შეღებოთ. ეს ერთი მხრივ, არც ისე ეკოლოგიურია და მეორე მხრივ, არც უსაფრთხო.
თუ ომბრეს ეფექტის შექმნა სააბაზანო ოთახში გინდათ, გირჩევთ, რომ ეს უკანასკნელი საშუალო, ან დიდი ზომის იყოს და თან კარგი სავენტილაციო სისტემაც გააჩნდეს. ეს იმიტომ, რომ ტენიანობა ამ სილამაზის პირველი და მთავარი მტერია. ომბრეს ტექნიკის დროს, შეგიძლიათ ინდივიდუალური შესრულების საღებავი შეიძინოთ, შემდეგ კი აკრილის საღებავებით გადაღებოთ და დამცავი ფენა დაუმატოთ. სააბაზანო ოთახში ომბრეს სტილი უკვე ტრადიციულადაც იქცა. გარდამავალი ფერების მოზაიკით შექმნილი პანელები დიდი ხანია რაც მოდიდან არ გადადის.
ჩვენ გირჩევთ
შეარჩიეთ თაროები სახლისთვის, დიზაინერების რჩევების მიხედვით
თუ გსურთ, რომ ეს ცარიელი სივრცე არამხოლოდ ლამაზი, არამედ ფუნქციურიც იყოს, მაშინ დროა თაროების შექმნაზე დაფიქრდეთ.
რომელი ტრენდები გადადის ან რჩება უცვლელი 2018 წლის ინტერიერის დიზაინში?
2018 მოახლოვდა, დიზაინერები და ექსპერტები კი იმ ტრენდებს გვაცნობენ, რომლებიც მომავალ წელს ინტერიერის დიზაინს დაამშვენებს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7