ინტერიერი

ხალიჩის როლი ინტერიერის დიზაინში და როგორ შევარჩიოთ ის სწორად?

ბოლო წლების განმავლობაში, ინტერიერის დიზაინში ხალიჩების გამოყენება გაიზარდა. მისი როლი ოთახების მიხედვით განსხვავდება.

1196

ბოლო წლების განმავლობაში, ინტერიერის დიზაინში ხალიჩების გამოყენება გაიზარდა. სწორად შერჩეულ ხალიჩისა თუ ფარდაგის ფერს, ზომას და ქსოვილს შეუძლია ოთახის დიზაინი სავსებით შეცვალოს. მისი როლი ოთახების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, საძინებელი ოთახისთვის, ადამიანები სირბილეს ეძებენ, შემოსასვლელი ოთახისთვის მათ გამძლე ხალიჩა სჭირდებათ, რომლისგანაც ჭუჭყის მოშორება მარტივი იქნება. მისაღები ოთახისთვის კი მომხმარებელი სტილურ და მოდურ ხალიჩებს ირჩევს. ეს ყველაფერი კონტექსტზეა დამოკიდებული.

ბოლო წლების განმავლობაში, ინტერიერის დიზაინში ხალიჩების გამოყენება გაიზარდა. სწორად შერჩეულ ხალიჩისა თუ ფარდაგის ფერს, ზომას და ქსოვილს შეუძლია ოთახის დიზაინი სავსებით შეცვალოს. მისი როლი ოთახების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, საძინებელი ოთახისთვის, ადამიანები სირბილეს ეძებენ, შემოსასვლელი ოთახისთვის მათ გამძლე ხალიჩა სჭირდებათ, რომლისგანაც ჭუჭყის მოშორება მარტივი იქნება. მისაღები ოთახისთვის კი მომხმარებელი სტილურ და მოდურ ხალიჩებს ირჩევს. ეს ყველაფერი კონტექსტზეა დამოკიდებული.

წყარო: diynetwork.com
წყარო: diynetwork.com

2017 წელს, ხალიჩის ფილების დაგების ტრენდი ნელ-ნელა ფორმირდება. ეს არის ძალიან პრაქტიკული და ფუნქციური სახეობა. მას ხშირად კორპუსის ბინებსა და ბავშვების ოთახებში ხმარობენ. რა არის მისი უპირატესობა? გაჭუჭყიანების შემთხვევაში არა მთლიანი ხალიჩის გამოცვლა, არამედ დაბინძურებული ფილის შეცვლა მოგიწევთ ხოლმე. ისინი მრავალი ფერისა და ზომის არსებობს, რაც თქვენს ოთახში კრეატიულ გარემო შექმნის. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში შეიმჩნევა გეომეტრიული პატერნის მქონე ხალიჩების პოპულარობის ზრდა. მოდურ ვიზუალთან ერთად, ის პრაქტიკულობით და გამძლეობით გამოირჩევა. მაროკოული გეომეტრიული დიზაინი (და მისი მიმსგავსებები) ასევე ძალიან პოპულარულია.

წყარო: doolittleraiders.us
წყარო: doolittleraiders.us

2017 წელს ხალიჩებისთვის ნაცრისფერი, ცივი და ნეიტრალური ფერებია პოპულარული. ეს შესაძლებლობას გაძლევთ, ოთახში აქცენტი ბალიშების, სურათების, საწოლის გადასაფარებლის, ფანჯრის გაფორმებაზე გადაიტანოთ. ასევე ცივი ფერების გამას მრავალი ფერი ესაბამება და მთლიანობაში კრეატიულ სივრცეს ვიღებთ. ნაცრისფერი ასევე პოპულარულია კედლის ხალიჩებისა და ფარდაგებისთვის. რაც შეეხება მატერიებს, პოპულარობით სარგებლობს ბამბა, სიზალი, ჯუთი. ყველა მათგანი საკმაოდ გამძლეა და არაჩვეულებრივია ოთახების შიდა ჰაერის ხარისხისთვის - ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი განსაკუთრებით გამოსადეგარია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ასთმა ან ალერგია აქვთ.

წყარო: carpetcall.com.au
წყარო: carpetcall.com.au

ბოლო დროს, მომხმარებელი ისეთ ხალიჩას ირჩევს, რომლებსაც ლაქებისა და ჭუჭყის კარგად დაფარვა შეუძლია. მაგალითად, ბერბერის ხალიჩები დაწინწკლულია, რითაც ლაქების კამუფლაჟი ხდება და სივრცეს მეტ ვიზუალურ ინტრიგასაც კი ანიჭებს. საძინებელი ოთახისთვის, 2017 წელს, მომხმარებლების აზრი ორად იყოფა. დაახლოებით 60 პროცენტი უპირატესობას ფარდაგით დაფარულ მერქნის იატაკს ანიჭებს, 40 პროცენტი კი - კედლის ხალიჩას. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით გავრცელებულია ცივი ქვეყნების მაცხოვრებლებში, რადგან ხალიჩას ოთახში რბილი და თბილი ატმოსფერო შემოაქვს. ხალიჩებზე ტექნოლოგია უფრო და უფრო წინ მიიწევს. მაგალითად, ზოგი მათგანი წყალგამძლეც კია. ამ შემთხვევაში წყალი არ აზიანებს არც ხალიჩის ქსოვილს და არც იატაკს.

წყარო: citylightspoppunk.com
წყარო: citylightspoppunk.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ საძინებელი მარტივად და ამ წლის ტენდენციებით

საკუთარი სახლის გაფორმება, ჩვენივე პიროვნების სავიზიტო ბარათია. კონკრეტულად საძინებლის დიზაინისგან კი, ჩვენ ველით კომფორტს, სიწყნარეს და მშვიდ ატმოსფეროს.

1433
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ საძინებელი ოთახი 2018 წლის ტრენდების მიხედვით?

საძინებელი ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ოთახია ჩვენს სახლში. დიზაინერების თანამედროვე ხედვა კი ამ ოთახის მაქსიმალურ კომფორტულ ადგილად გადაქცევას ემხრობა.

2590
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575