ხეზე აშენებული სახლების დადებითი გავლენა ბავშვებზე და მათი უპირატესობები
ხეზე აშენებული პატარა სახლები ყოველთვის ასოცირდებოდა იმ ადგილად, სადაც ბავშვები თამაშობენ, იკრიბებიან და ერთობიან მეგობრებთან ერთად.
ხეზე აშენებული პატარა სახლები ყოველთვის ასოცირდებოდა იმ ადგილად, სადაც ბავშვები თამაშობენ, იკრიბებიან და ერთობიან მეგობრებთან ერთად. დღეს-დღეობით კი, სულ უფრო აქტუალური ხდება მსგავსი სახლების აშენება მოზრდილთათვის. ასეთი ხის სახლები აღჭურვილია ყველანაირი კომფორტით, რაც უფროსებს სჭირდებათ. მათ აშენებაზე კი დიზაინერები და არქიტექტორები ზრუნავენ. ალბათ, იმ ადამიანებს, რომლებსაც მოზრდილთა ხის სახლები სჭირდებათ, ერთგვარი ნოსტალგია აქვთ. მათ სურთ დაუბრუნდნენ ბავშვობის ტკბილ მოგონებებს, გაიხსენონ ის თავგადასავლები, რომლებიც მათ, ერთ უბრალო, ხის სახლს უკავშირდება. სწორედ ამიტომ ჩვენ გვინდა იმ დადებითი გავლენის შესახებ ვისაუბრობთ, რომელიც ხეზე აშენებულ პატარა სახლებს აქვთ. ისინი ხომ ასეთი მნიშვნელოვანია არამხოლოდ ბავშვებისთვის არამედ მოზრდილთათვისაც.

ხეზე აშენებული სახლის ქონის შემთხვევაში ბავშვები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ გარეთ, უახლოვდებიან ბუნებას, ხდებიან ფიზიკურად უფრო აქტიურები, სწავლობენ გუნდურ მუშაობას და რისკებთან განმკლავებას. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ თქვენს შვილებს ხის სახლი აუშენოთ, აუცილებლად ჩართეთ ისინი მშენებლობის პროცესში. მათთან ერთად დაგეგმეთ სახლის დიზაინი და მშენებლობის თითოეული ეტაპი. ერთად შეარჩიეთ საჭირო მასალა, ფერი. მიეცით მათ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალება. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ მათთან კომუნიკაციის განმტკიცებაში, ოჯახური ურთიერთობების გაღრმავებაში. თქვენ შესძლებთ შვილებთან ერთად სასიამოვნოდ გაატაროთ დრო. ამავდროულად, ისინი აუცილებლად ისწავლიან პრობლემებთან განმკლავებას, საქმის დაგეგმვას, გუნდურად მუშაობას. ისინი შეეჩვევიან შრომას და უფრო მეტად გაუფრთხილდებიან მათივე აშენებულ სახლს.
ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის ბუნებაში ყოფნა. დღეს ბავშვები დროს ძირითადად სახლში, კომპიუტერის წინ ატარებენ, რაც ძალიან უარყოფითად მოქმედებს მათ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. რაც უფრო აქტიურად და ჯანსაღ გარემოში ატარებს ბავშვი თავისუფალ დროს, მით უფრო ჯანმრთელია ის. მერწმუნეთ, ხეზე აშენებული სახლი მათ აუცილებლად დაახლოებს ბუნებასთან და მოანდომებს გარეთ თამაშს. ეს იქნება ადგილი, სადაც ისინი სიამოვნებით გაატარებენ თავიანთ დროს, გაერთობიან და იქნებიან აქტიურები. ამავდროულად, იქნებიან ფიზიკურად უფრო აქტიურნი, დაგეგმავენ სხვადასხვა თამაშებს მეგობრებთან ერთად. რაც მათ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება.
ასე, რომ ნუ დაიზარებთ თქვენი ბავშვებისთვის ამ საოცნებო ადგილის შექმნას. თუ თქვენ გაქვთ კერძო ეზო და რამდენიმე ხე, თქვენ მარტივად შესძლებთ პატარა კონსტრუქციის გაკეთებას. გაითვალისწინეთ, რომ ხეზე აშენებული საბავშვო სახლი უსაფრთხო და მარტივი დიზაინის უნდა იყოს. ასე, რომ მოიმარაგეთ საჭირო მასალები და ოჯახთან ერთად შეუდექით საბავშვო სახლის მშენებლობას.
ჩვენ გირჩევთ
დაბინძურება და ეკოლოგიური საფრთხე რომელიც უკვე დადგა
ადამიანი არ არსებობს საცხოვრებელი გარემოს გარეშე. სწორედ ეს გარემო განაპირობებს ჩვენს ხასიათს, მსოფლმხედველობას, ტრადიციასა და გემოვნებას.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიოში უდიდესი წყლის რეზერვუარი ააშენეს
1960 წლისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 90 000 ადამიანი ცხოვრობდა. დღესდღეობით ეს რიცხვი 100 000-ს უკვე ბევრად აჭარბებს. ამის ერთ-ერთ მიზეზად უდაბნოში აღმოჩენილი ნავთობიც შეიძლება ჩაითვალოს. მიუხედავად ამ ფაქტისა, ქვეყნის მაცხოვრებლები წყლის დეფიციტს განიცდიდნენ.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7