საცხოვრებელი გარემო

ქუჩები ავტომანქანების გარეშე - მსოფლიო 22 სექტემბრისთვის ემზადება!

22 სექტემბერს მსოფლიო მანქანებისგან თავისუფალ საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დროს მძღოლები თავიანთ ავტომობილებს სახლში ტოვებენ ხოლმე.

1146

22 სექტემბერს მსოფლიო მანქანებისგან თავისუფალ საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დროს მძღოლები თავიანთ ავტომობილებს სახლში ტოვებენ ხოლმე. მსგავსი ღონისძიებები საკმაოდ ბევრ ქალაქსა და ქვეყანაში ტარდება, მათ შორის თბილისშიც. ვაშინგტონ პოსტის მიხედვით, ეს პროექტი ფეხითა და ველოსიპედით სეირნობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ღონისძიების იდეა 1973 წელს მომხდარი ნავთობის კრიზისის გამოძახილი იყო, 1994 წელს კი ამ წამოწყებაზე უკვე სერიოზულად საუბრობდნენ, 2000 წელს „დღე მანქანების გარეშე“ პირველად ჩატარდა. განსაკუთრებული პოპულარობით კი ისეთ დიდ ქალაქებში სარგებლობს, როგორებიცაა, ბოგოტა და ჯაკარტა.

წყარო: weburbanist.com
წყარო: weburbanist.com

დღესდღეობით, მსოფლიოში მილიარდზე მეტი მანქანაა. აქედან გამომდიანრე, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გავექცევით გამონაბოლქვს, ხმაურსა და დაბინძურებას. ღონისძიება „დღე მანქანის გარეშე“ კი ადამიანებს ერთი დღით მოუწოდებს, სახლში დატოვონ თავიანთი ავტომობილები და მათ ნაცვლად სხვა ალტერნატივა სცადონ. რატომ უნდა აღნიშნოთ ეს დღე? მაგალითად, იცოდით თუ არა რომ საჯარო ტრანსპორტის გამოყენება პირადი ავტომანქანების ხარჯზე, ნაკლებ დაბინძურებას იწვევს? ასევე საცობის შექმნის ნაკლები შანსი არსებობს. ავტომანქანების ნაცვლად, სხვა სატრანპორტო საშუალებებს თქვენი მოგზაურობის დროის შემცირება შეუძლიათ, მაგალითად, მეტროს. ნაკლები ავტომანქანა ნაკლებ დაბინძურებას და ნაკლებ ხმაურს გულისხმობს. ეს ბუნებასთან უფრო დაგაახლოვებთ. თქვენ ფულის ეკონომიაც კი შეგიძლიათ გააკეთოთ, რადგან ის აღარ დაგეხარჯებათ ბენზინში ან მანქანის შეკეთებაში. ფეხით ან ველოსიპედით სეირნობა კი თქვენს ჯანმრთელობაზეც დადებით ზეგავლენას მოახდენს.

წყარო: twitter.com
წყარო: twitter.com

სხვადასხვა ქვეყნებში ამ დღეს განსხვავებულად აღნიშნავენ. მაგალითად, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში 2012 წლიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე მანქანებისგან თავისუფალია. ისრაელში კი, სადაც ამ ღონისძიებას ოფიციალური სახე არ აქვს, ყოველი 22 სექტემბერი უმანქანოდ 24 საათზე მეტხანს გრძელდება. ეს კი არა მარტო პირად ტრანსპორტს, არამედ საჯაროსაც კი ეხება. 2017 წლის 22 სექტემბერს ამ საერთაშორისო ღონისძიებას თბილისიც შეუერთდება.

წყარო: metropolismag.com
წყარო: metropolismag.com

ჩვენ გირჩევთ

საცხოვრებელი გარემო

როგორ ტრანსფორმირდება საჯარო თუ პრივატული სივრცეები ქუჩის ხელოვნების დახმარებით?

როცა ბევრ ქვეყანაში გრაფიტზე გარკვეული რეგულაციები მოქმედებს, მექსიკაში, მთავრობამ მხატვრების კოლექტივი მოიწვია. მათი მიზანი იყო შეექმნათ და გაელამაზებინათ ერთი კონკრეტული მექსიკური ქუჩა.

1058
ნახე მეტი
საცხოვრებელი გარემო

2018 წლის ყველაზე ორიგინალური ნაძვის ხეები

2018 წელი ახლოვდება და მსოფლიო ახალი წლის შესახვედრად უკვე ემზადება. მრავალ ქვეყანაში ულამაზესი ნაძვის ხეებიც დაიდგა.

1146
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575