ინტერიერი

ლოფტის მნიშვნელობა და როგორ გახდა სხვენის მოწყობის სტილი ტრენდი ინტერიერში

შეხედულებები და ღირებულებები იცვლება და მათგან მიღებული გამოცდილება ხელოვნებაში აისახება. ამის ნათელი მაგალითია ბოლო დროს ძალიან პოპულარული სტილი, ლოფტი…

1623

არქიტექტურა და მითუმეტეს ინტერიერის დიზაინი რომ ადამიანის საჭიროებებიდან გამომდინარეობს, ეს უკვე მრავალჯერ ვახსენეთ. შეხედულებები და ღირებულებები იცვლება და მათგან მიღებული გამოცდილება ხელოვნებაში აისახება. განსაკუთრებით, არქიტექტურაში, რადგან ფორმის ძიება ერთნაირად მნიშვნელოვანია ფუნქციისა და ესთეტიკისთვის. სწორედ ამ მარტივი დამოკიდებულების მაგალითია ბოლო დროს ძალიან პოპულარული სტილი, ლოფტი. საინტერესოა, რატომაა მაღალ სტატუსთან ასოცირებული სტილი, რომლის სახელიც ქართულ ენაზე უბრალო სხვენს ნიშნავს.

წყარო: Pavel Vetrov

ლოფტი მეოცე საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა და თავიდან სულაც არ ასოცირდებოდა მანჰეტენის აპარტამენტებთან. როცა უმუშევრობამ პიკს მიაღწია და მოსახლეობამ საცხოვრებლები დაკარგა, სახელმწიფომ მათ უკვე უვარგის საწყობებსა და ფაბრიკებში შესთავაზა დასახლება. სწორედ ამიტომ ახასიათებს ლოფტს აგურის კედლები, გამოჩენილი კომუნიკაციები და ზოგადად უხეში იერი. დიდმა დეპრესიამ ყველაზე მეტად დიდი ქალაქები დააზარალა, რომლებიც იმ დროისთვის მთლიანად ინდუსტრიით არსებობდა. ამიტომაც, ყველაზე ფართოდ ლოფტი ჩიკაგოსა და ნიუ იორკში გავრცელდა. რთული წარმოსადგენი არ არის, როგორი უნდა ყოფილიყო საწყობის სახურავზე შესახლების პირველი ემოცია. თუმცა, ამერიკელებმა შიშველ კედლებში, უაბაჟურო ნათურებსა და დაუფარავ მილებშიც დაინახეს ესთეტიკა და დიდი დეპრესიაც დაძლიეს.

წყარო: Phillip Karlberg

დიდი დეპრესიის შემდეგ, ლოფტი ძალიან საინტერესოდ განვითარდა - შემდგომ იგი მხოლოდ ღარიბი არტისტებისა და მხატვრების სახელოსნოებთან ასოცირდებოდა და ალბათ, სწორედ ამან გამოიწვია მისდამი ინტერესი. განსაკუთრებულობისადმი ლტოლვა ყველა საზოგადოებას ახასიათებს და სად უნდა ეძებო განსაკუთრებულობა, თუ არა ღარიბ, იდეებით სავსე, არტისტების საზოგადოებაში? ლოფტი ახლა განსაკუთრებულობასთან ნაკლებად ასოცირდება, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სტილია მსოფლიოს მასშტაბით.

წყარო: Phillip Karlberg

ლოფტის ტიპის ინტერიერს ახასიათებს მაღალი ჭერი (ხშირად მეორე დონე საცხოვრებელ ოთახში), შიშველი, აგურის კედლები, შეულამაზებელი გაყვანილობა, დაუფარავი გათბობა და რაც მთავარია, ტიხრების თითქმის არ არსებობა. ლოფტი იდეალურია თქვენთვის, თუ სივრცის დანაწევრება არ გიყვართ და ყველა ფუნქციის ერთ სათავსოში შესრულების იდეა გხიბლავთ. გარდა ამისა, ლოფტი ძალიან კარგად ერწყმის სხვა სტილებს: მინიმალიზმს, მოდერნს... დღესდღეობით კი გემოვნებიანი ეკლექტიკა ინტერიერის დიზაინის მთავარი ტრენდია.

წყარო: NORDES

აღმოჩნდა, რომ დიდი, ერთიანი სივრცე, მაღალი ჭერი და დიდი ფანჯრები მხოლოდ ეკონომიკურად დაზარალებული მრავალშვილიანი ოჯახებისა და ღარიბი არტისტებისთვის შესაფერი სივრცე არაა. მეტიც, აღმოჩნდა, რომ ინდუსტრიაში ძალიან დიდი ესთეტიკა დევს და ამ ესთეტიკის პოვნა უდიდესი ნიჭია.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

გოთიკური სტილი ინტერიერში ანუ როგორ შევქმნათ ელეგანტური და შთამბეჭდავი გარემო საცხოვრებელში

გოთიკური ინტერიერის დიზაინი შუა საუკუნეების ერას წარმოადგენს. ხშირად ტერმინი „ვიქტორიანული გოთიკა“ დეპრესიის, ჟრუანტელის გამომწვევ ასოციაციებს ქმნის ხოლმე.

2376
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ შევარჩიოთ მოსახერხებელი ავეჯი? ერგონომიკის როლი ავეჯის დიზაინში

ერგონომიკა კომპლექსური მეცნიერებაა და მისი მისიაა შეისწავლოს ადამიანის სხეულის ურთერთობა გარემოსთან, მისი შესაძლებლობები და ფუნქციები...

10792
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575