ინტერიერი

კიბე ინტერიერის დიზაინში, როგორც კრეატიული და პრაქტიკული კონსტრუქცია

კიბე ძირითადად არსებობს იმისთვის, რომ სახლში ან შენობაში სართულები ერთმანეთს დააკავშიროს.

2320

კიბე ძირითადად არსებობს იმისთვის, რომ სახლში ან შენობაში სართულები ერთმანეთს დააკავშიროს. ის უძველესი დროიდან არსებობდა და თაამედროვეობამდე დიდი გზა განვლო. დღესდღეობით ის ფუნქციურთან ერთად, ხელოვნების ნიმუშის როლსაც ითავსებს. არსებობს კიბის სხვადასხვა ტიპი და დიზაინი. მსგავსი დიფერენცირება იმ მასალით ხდება, რითაც ის არის კონსტრუირებული. ეს შეიძლება იყოს: რკინა, ბეტონი, ხე და მინა. ასევე განსხვავდება მათი სტილიც. დღეს კიბეების ორიგინალურ და უჩვეულო დიზაინებს განვიხილავთ.

კიბე ძირითადად არსებობს იმისთვის, რომ სახლში ან შენობაში სართულები ერთმანეთს დააკავშიროს. ის უძველესი დროიდან არსებობდა და თაამედროვეობამდე დიდი გზა განვლო. დღესდღეობით ის ფუნქციურთან ერთად, ხელოვნების ნიმუშის როლსაც ითავსებს. არსებობს კიბის სხვადასხვა ტიპი და დიზაინი. მსგავსი დიფერენცირება იმ მასალით ხდება, რითაც ის არის კონსტრუირებული. ეს შეიძლება იყოს: რკინა, ბეტონი, ხე და მინა. ასევე განსხვავდება მათი სტილიც. დღეს კიბეების ორიგინალურ და უჩვეულო დიზაინებს განვიხილავთ.

წყარო: dezeen.com
წყარო: dezeen.com

„ემენტალის კიბე“ ცირკულარული ნახვრეტებით ხორვატიელი არქიტექტორის ბილიანა იოვანოვიჩის ნამუშევარია. ის ბუდაპეშტის ერთ-ერთ სახლში დგას და ვიზუალურად შვედურ ყველსაც კი მოგაგონებთ. ეს კიბე შეიქმნა კრეატიული წყვილისთვის, რომლებსაც ორი შვილი ჰყავთ. მათ უბრალოდ ინტერიერისთვის განკუთვნილი კიბე სურდათ, რომელიც ბინის ისტორიულ ატმოსფეროს და მათ ესთეტიკურ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა. ასევე მისაღები ოთახისთვის ექსტრა დამატება იქნებოდა. რადგანაც კიბე ბინის ცენტრში დგას, ის აუცილებლად უნდა განიხილებოდეს, როგორც სივრცის ამთვლელი წერტილი. ის ყოფს მისაღებ ოთახს სამზარეულოსა და ლოჯს ერთმანეთისგან. ეს გარკვეულწილად ქმნის ინტიმურობას ისე, რომ არ მოხდეს ამ სამი სივრცის იზოლაზია. კიბის გვერდებზე შექმნილი მრგვალი პერფორაციები მზის სინათლეს ატარებენ და ისეთ ზედაპირს ქმნიან, რომელიც მთელი ინტერიერის დინამიკას ცვლის. ამ წრეების შთაგონებას დიდი ფანჯრები წარმოადგენს, რაც ბინისთვის კიდევ ერთ ცენტრალურ წერტილს ქმნის. რადგანაც ეს ნახვრეტები ყველს მოგაგონებთ, კიბეს ამიტომ ეწოდა ემენტალიც, (შვედური ყველი ემენტალის „საპატივცემულოდ“). მიუხედავად იმისა, რომ ეს კიბე დეკორაციული უფროა, ვიდრე ფუნქციური, ის ბავშვებისთვის გასართობ ობიექტსაც წარმოადგენს.

წყარო: dezeen.com
წყარო: dezeen.com

საკმაოდ უჩვეულო და კრეატიული კიბე მოიფიქრა „Tamir Addadi“-ის არქიტექტურულმა ჯგუმა ჩრდილოეთ ლონდონში მდებარე სახლისთვის. კიბე იმით არის გამორჩეული, რომ მას დამატებული აქვს ფართო წიგნების თარო. გაერთიანებული საძინებელი ოთახი და სასწავლო სივრცე კიბესაც მოიცავს, რომელიც აკავშირებს ახალ ოთახს ქვედა სართულთან და პლუს ბიბლიოთეკის მაგივრობასაც ითავსებს. წიგნები შეგიძლიათ შეინახოთ ინდივიდუალურ განყოფილებაში, რომელიც შეიქმნა თაროების დამატებით. ეს უკანასკნელნი ხის პანელებს შორის მდებარეობს. რადგანაც მთლიანი სახლის სივრცე აბსოლუტურად მინიმალური იყო - პირველი სართულის სიგანე დაახლოებით 160 სანტიმეტრი, ყველაზე შემცირებული არეა ისე უნდა ყოფილიყო მოწყობილი, რომ შემომავალი ნათება არ დაებლოკა. ამისთვის მინის სახურავი დააინსტალირეს, რომელიც დამატებით ბუნებრივ სინათლეს ქმნის. ფიქალის ხის საფეხურები და თაროების ზომა ასევე დამატებით ქმნის სინათლის ფილტრებს ქვედა სართულისთვის.

წყარო: boredpanda.com
წყარო: boredpanda.com

თუ სახლში კიბის გაკეთებას აპირებთ, რამდენიმე წინაპირობა გაითვალისწინეთ. ის უნდა იყოს: უსაფრთხო, საიმედო, პრაქტიკული, დახვეწილი და მოხერხებული. შეარჩიეთ კიბის ისეთი მასალა, რომელიც არ გაიბზარება. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ კიბე ცეცხლგამძლე იყოს. ამისთვის ყველაზე შესანიშნავი მასალა ბეტონია. ეს უკანასკნელი ასევე უძლებს სხვადასხვა კლიმატურ პირობებს. რაც შეეხება კიბის მოპირკეთებას, ის სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს: მარმარილოსი, ქვის, ხის, კერამიკული ფილის და ასე შემდეგ.

წყარო: newjerseystairs.com
წყარო: newjerseystairs.com
წყარო: home-designing.com
წყარო: home-designing.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

ცოცხალი, ანუ მწვანე კედლის გამოყენება ინტერიერში და მისი დადებითი თვისებები

დღეს-დღეობით ვერტიკალურ ბაღებს იყენებენ როგორც შენობის ფასადზე, ასევე ინტერიერში. ესთეტიურად, ასეთი პანელების განხილვა ხდება როგორც ცოცხალი დეკორი...

1867
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ გავაფორმოთ საახალწლო ინტერიერი? 3 რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

დღესასწაულებისთვის მზადების ბოლო დღეებში ინტერიერის დიზაინერები და საახალწლო აქსესუარების მწარმოებელი კომპანიები უამრავ არჩევანს გვთავაზობენ...

1443
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575