ექსტერიერი

“ლოულაინი” - მსოფლიოში პირველი მიწისქვეშა პარკი და ახალი ხედვა ლანდშაფტის დიზაინში

ქალაქში, მწვანე სივრცის არსებობის აუცილებლობამ გამოიწვია არქიტექტორების, დიზაინერებისა და ინჟინრების გაერთიანება, ეკოლოგიური საკითხების ირგვლივ.

1364

მწვანე სივრცე რომ ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამაზე უკვე რამდენიმე ათეული წელია აღარავინ დაობს. მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და გეოგრაფულ მდებარეობას - ურბანული სივრცის გაჯანსაღება და პრობლემების ეკოლოგიური გადაწყვეტა თანდათან უფრო პოპულარული ხდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ დიდ ქალაქებში მცხოვრები ადამიანები უბრალოდ ვერ ახერხებენ ჯანმრთელობისთვის არასაზიანო ყოველდღიურობა ჰქონდეთ. სწორედ ამან განაპირობა ბოლო წლებში არქიტექტორების, დიზაინერებისა და ინჟინრების გაერთიანება, ეკოლოგიური საკითხების ირგვლივ. განვითარებული ქვეყნების დიდ ქალაქებში, ლანდშაფტის დიზაინში ბევრი საინტერესო ექსპერიმენტი ხორციელდება. ნიუ-იორკი, მულტიკულტურული და რაც მთავარია ენთუზიასტი მაცხოვრებლებით, უპირობო ლიდერია ურბანულ, სოციალურ და ლანდშაფტურ ექსპერიმენტებში.

წყარო: Thelowline.org
წყარო: Thelowline.org

ქალაქში, სადაც უკვე განხორციელდა ჰაილაინის პროექტი, რომელმაც შეცვალა ლანდშაფტის ტრადიციული აღქმა და რაც მთავარია შეცვალა მთლიანად უბანი, ახლა პროექტი ლოულაინი (Lowline) ყალიბდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა არქიტექტორები, დიზაინერები და ურბანისტები ფიქრობენ მსოფლიოში პირველ მიწისქვეშა პარკზე. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია: მანჰეტენის აღმოსავლეთით, (Lower East Side) მიტოვებული სუპერმარკეტის შენობის მიწისქვეშა ნაწილში განთავსდა ლოულაინ ლაბორატორია. სადაც სტუდენტებმა მცირე ფართში უკვე შეძლეს ერთგვარი კონცეფციის წარმოდგენა, მომავალი მიწისქვეშა პარკის შესახებ. ჯერ-ჯერობით, დამთვალიერებლების უმრავლესობის თანახმად ლოულაინის მონახულება არც ისე შთამბეჭდავია. ლაბორატორია სულ სარდაფის ორი დიდი ოთახისგან შედგება, მათგან უფრო მოზრდილში კი მიწისქვეშ უკვე გახარებული მცენარეები ერთადაა მოთავსებული. ისინი განათებულია და მათ სიახლოვეს, პარკის მსგავსად მოსასვენებელი სკამებია დალაგებული. ამის მიუხედავად, ლოულაინის სანახავად ესექსის ქუჩაზე მაინც დიდი რიგია.

წყარო: Thelowline.org
წყარო: Thelowline.org

უკვე გახარებულ მცენარეებს შორის ტროპიკული მცენარეები, გვიმრა, აჰავა, კაქტუსი, მარწყვი და სხვადასხვა ბოსტნეულიც კია. პარკის გაშენების ტექნიკური მხარე ძალიან დახვეწილი და საინტერესოა: უღიობო სივრცეში პარაბოლური სარკეებითა და ლინზებით იკრიბება მზი სინათლის საჭირო ენერგია და მისი კონცენტრირება კონკრეტულ ადგილას ხდება. ტროპიკული მცენარეების დარგვის იდეა გუნდს ძალიან სიმბოლურად ეჩვენება, რადგან მათი ერთიანობით ჯუნგლები მიიღება, ნიუ-იორკს კი ხშირად ურბანულ ჯუნგლებს უწოდებენ. Ⴑტუდენტებმა თითქოს გადაწყვიტეს ბეტონის ჯუნგლების ალტერნატიული რეალობა, მწვანე ჯუნგლები მიწისქვეშ განეთავსებინათ. ლოულაინის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება, მანამდე კი ლაბორატორია შემოწირულობებით საზრდოობს. უკვე შემდგარი კონცეფციის სანახავადაც თუნდაც მინიმალური თანხის დონაციაა საჭირო.

წყარო: Thelowline.org
წყარო: Thelowline.org

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

ლანდშაფტური არქიტექტურა და მისი მნიშვნელობა გარემოში

ბუნებრივი კომპოზიციის მისაღებად ფორმა ხშირად გარემოსგან გამომდინარეობს... როგორ შემოვიყვანოთ ლანდშაფტური დიზაინი ყოველდღიურ საცხოვრებელ გარემოში?

2320
ნახე მეტი
ექსტერიერი

როგორ შევქმნათ იდეალური ბაღი? - რჩევები დიზაინერებისგან

მებაღეობა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო საქმიანობაა, რომელიც ეხმარება ადამიანს სიმშვიდის შენარჩუნებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.

1863
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575