არქიტექტურა

ლე კორბუზიე - შემოქმედებითი გენიოსის შედევრები და მისი როლი არქიტექტურაში

იუნესკოს მეორმოცე შეკრებაზე, სტამბოლში, ლე კორბუზიეს 17 მოცულობა მსოფლიო მემკვიდრეობად დასახელდა.

2542

ცოტა ხნის წინ, იუნესკოს მეორმოცე შეკრებაზე, სტამბოლში, ლე კორბუზიეს 17 მოცულობა მსოფლიო მემკვიდრეობად დასახელდა. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ იუნესკომ ამ ობიექტებს: „ახალი არქიტექტურული ლექსიკის ძღვენი და წარსულთან დამშვიდობების ხერხი“ უწოდა. კორბუზიეს, ის 17 შენობა, რომლსაც უკვე იუნესკო იცავს, მსოფლიოს 7 ქვეყანაშია განლაგებული. ამ სიაში მოხვდა ისეთი ცნობილი არქიტექტურული ნამუშევრები, როგორებიცაა მარსელის საცხოვრებელი, გიუეტეს სახლი ანტვერპში, ასამბლეის სასახლე ჩანდიგარში და დასავლური ხელოვნების მუზეუმი ტოკიოში. ნამდვილად შთამბეჭდავი ჩამონათვალია. შთამბეჭდავია ორგანიზაციის ვებ-გვერდის თანდართული აღწერილობაც: „შემოქმედებითი გენიოსის ეს შედევრები კიდევ ერთი მოწმობაა პლანეტის ინტერნაციონალური არქიტექტურის პრაქტიკისა“.

წყარო: Cité Radieuse Le Corbusier Marseille, France
წყარო: Cité Radieuse Le Corbusier Marseille, France

იუნესკოს ჯგუფს ევალება ამოარჩიოს საუკეთესო მსოფლიოს ლანდშაფტისა და ნაგებობათაგან. მოდერნისტული არქიტექტურით დაინტერესება იუნესკომ პირველად 2001 წელს გამოხატა, შეადგინა რა პროგრამა მათ გამოსაკვლევად. შენობების დაცვით, კორბუზიე ისეთ იუნესკოელ მოდერნის არქიტექტორებს შეუერთდა, როგორებიც არიან ვალტერ გროპიუსი და მარტინ ვაგნერი.

წყარო: Palace of Assembly - Le Corbusier, Chandigarh
წყარო: Palace of Assembly - Le Corbusier, Chandigarh

კორბუზიე პლანეტაზე ყველაზე ცნობილი, მეამბოხე და სახასიათო არქიტექტორია. მიუხედავად მისი რადიკალური და ხშირად თავნება (მაგალითისთვის პარიზის გეგმაც კმარა) გადაწყვეტილებებისა, მოდერნიზმის სიმბოლოდ ქცეული არქიტექტორი მიხვდა მთავარს: რა ჭირდება თანამედროვე ადამიანს. მართალია ლე კორბუზიე ძალიან შორს წავიდა, სახლის საცხოვრებელ მანქანასთან გაიგივებითა და ზოგადად მექანიზაციის განდიდებით, მაგრამ მიხვდა მთავარს: არქიტექტურას ტრადიციასთან კავშირი უნდა გაეწყვიტა და ახალი ადამიანის შექმნაში უნდა მიეღო მონაწილეობა. ამისთვის კორბუზიე აკეთებდა ყველაფერს და ახალი ფორმის ძიების შედეგად ძირითადად ბრუტალურ, მძიმე მოცულობას იღებდა.

წყარო: Villa Savoye – Le Corbusier, Near Paris
წყარო: Villa Savoye – Le Corbusier, Near Paris

კორბუზიე თავის 50 წლიან კარიერაში შეეხო ყველა დანიშნულების მოცულობას, საცხოვრებელ სახლს, სამლოცველოს და სახელმწიფო ორგანოთა სივრცეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი იდეები ახლა უტოპიურ ჭრილში განიხილება, მის მიერ განხორციელებული ნამუშევრებით მოდერნიზმის მთავარ იდეას მარტივად ვიგებთ: მოცულობა შედგება მხოლოდ იმისგან, რაც ადამიანისთვის აუცილებელია. აუცილებელი კი ისაა, რასაც ვეღარაფერს გამოაკლებ. კორბუზიეს ფასადი და გეგმარება თავისუფალია, მოცულობა ბურჯებზე დგას, ხედები სუფთაა, სახურავი კი მწვანე. სწორედ ესაა ის ხუთი პოსტულატი, რის მიხედვითაც გაკეთდა ვილა სავოიე და კორბუზიეს აზრით, სწორედ ეს პოსტულატები განსაზღვრავს თანამედროვე ადამიანის საცხოვრებელ ადგილს.

წყარო: Guiette – Le Corbusier, Antwerp
წყარო: Guiette – Le Corbusier, Antwerp

იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მოდერნული მოცულობების, მითუმეტეს ასეთი თამამი მოცულობების, შეტანა კიდევ ერთხელ გვახსენებს მოდერნიზმის იდეას. ადამიანი მუდმივად სუფთა სივრცის ძიებაში უნდა იყოს, სიახლეებს არ შეუშინდეს და კონსტრუქცია გარემოს ორგანული ნაწილი უნდა გახადოს. მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა მასალა, მსოფლმხედველობა და ფორმა, მოდერნიზმის იდეა ახლიდან დაბადებაა, ამიტომ იგი არასოდეს მოკვდება.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

რა არის გადამზიდი კონტეინერების არქიტექტურა და როგორ გამოიყენება ის თანამედროვე სამყაროში?

გადამზიდი კონტეინერებით სახლების აგება არქიტექტურული ფორმაა, რომელიც ფოლადის ინტერმოდალურ კონტეინერებს იყენებს. ამას მეორენაირად კარგოტექტურასაც უწოდებენ.

1587
ნახე მეტი
არქიტექტურა

აი, ასე გამოიყურება მათი სახლი, ვინც ჩვენს საცხოვრებელ გარემოს ქმნიან!

საინტერესოა, როგორ გამოიყურება იმ ადამიანის საცხოვრებელი გარემო, რომლის პროფესიაც ზოგადად სივრცის ფორმირებაა.

1397
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575