ცხოვრების სტილი

მებაღეობა, როგორც საუკეთესო ჰობი და 4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ ის

დღეს მინდა, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, საინტერესო და გამაჯანსაღებელ ჰობიზე-მებაღეობაზე გესაუბროთ.

1791

თუ ჩვენი ბლოგის აქტიური მკითხველი ბრძანდებით, ალბათ იცით რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ჰობი. როგორც სხეულის სიჯანსაღისთვისაა აუცილებელი ფიზიკური ვარჯიში და განტვირთვა, ასევე აუცილებელია ტვინისთვის დასვენება და ყურადღების სასიამოვნო რამეზე გადატანა. უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებიც ჰობით არიან დაკავებულნი, ნაკლებად განიცდიან აღელვებას, მრისხანებას, დეპრესიას და სხვა უარყოფით გრძნობებს. ჩვენ უამრავი აქტივობა გაგაცანით, რომლით დაკავებითაც თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. დღეს კი მინდა, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, საინტერესო და გამაჯანსაღებელ ჰობიზე-მებაღეობაზე გესაუბროთ.

თუ ჩვენი ბლოგის აქტიური მკითხველი ბრძანდებით, ალბათ იცით რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ჰობი. როგორც სხეულის სიჯანსაღისთვისაა აუცილებელი ფიზიკური ვარჯიში და განტვირთვა, ასევე აუცილებელია ტვინისთვის დასვენება და ყურადღების სასიამოვნო რამეზე გადატანა. უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებიც ჰობით არიან დაკავებულნი, ნაკლებად განიცდიან აღელვებას, მრისხანებას, დეპრესიას და სხვა უარყოფით გრძნობებს. ჩვენ უამრავი აქტივობა გაგაცანით, რომლით დაკავებითაც თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. დღეს კი მინდა, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, საინტერესო და გამაჯანსაღებელ ჰობიზე-მებაღეობაზე გესაუბროთ.

წყარო: edition.cnn.com
წყარო: edition.cnn.com

მათ, ვისაც საკუთარი მიწის სულ მცირე ნაკვეთი მაინც აქვთ, კარგად იციან თუ რა დიდი სიამოვნებაა ბაღის გაშენება. დღეს მებაღეობა, სულ უფრო აქტუალურ ჰობად გვევლინება და ამას თავისი მიზეზებიც აქვს. კანზასის უნივერსიტეტის კვლევებით დასტურდება, რომ მებაღეობა ფიზიკურ აქტივობას უწყობს ხელს. მიწის ბარვა, თოხნა, მორწყვა, მცენარეების დარგვა ფიზიკურ აქტივობას მოითხოვს. ამ დროს მუშაობს ტანის ზედა და ქვედა კუნთები, ხელები, ფეხები. მოკლედ თქვენ მთელი სხეულით ვარჯიშობს, რაც თავისთავად დადებითად აისახება ჯანმრთელობაზეც.

წყარო: olssalibandy.net
წყარო: olssalibandy.net

ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, მებაღეობა დადებითად მოქმედებს თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზეც. გინდათ, რომ განთავისუფლდეთ სტრესისა და დეპრესიისგან? მაშინ გახსოვდეთ, რომ მიწაზე მუშაობა და მცენარეებთან ურთიერთობა ამის საუკეთესო საშუალებაა. თქვენ მალევე შეამჩნევთ, როგორ უცბად განიტვირთებით გარე სამყაროს უარყოფითი ზეგავლენისგან და შესძლებთ მოდუნებას და საყვარელი საქმის კეთებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მებაღეობა 36%-ით ამცირებს დემენციით დაავადების რისკს, ზრდის სეროტონინის გამოყოფას ტვინში, რაც პირდაპირ, დადებითად მოქმედებს თქვენს ბედნიერებაზე.

წყარო: saga.co.uk
წყარო: saga.co.uk

მებაღეობა ასევე კარგი საშუალებაა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოსაყვანად. არ აქვს მნიშვნელობა რამხელა მიწის ნაკვეთი გაქვთ, მისი გამოყენება ყველანაირად შეგიძლიათ. არ არის აუცილებელი თქვენს ბაღში მხოლოდ ლამაზი ყვავილები ხარობდეს. თქვენ ასევე შეგიძლიათ ბოსტნეულის და მწვანილების დარგვაც, ბევრი მათგანი მშვენივრად გამოიყურება და თქვენს ბაღს დამატებით სილამაზესაც შესძენს. ამავდროულად საშუალება გექნებათ თქვენივე მოყვანილი სუფთა და ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქტი მიირთვათ, რაც დღევანდელ დროში ძალიან დიდი ფუფუნებაა.

წყარო: grthumb.com
წყარო: grthumb.com

მებაღეობა არ გულისხმობს მხოლოდ ყვავილების დარგვას და მორწყვას, მას ბერვად მეტის შემოთავაზებაც შეუძლია. გახსოვდეთ, რომ ბაღი ის სივრცეა სადაც განტვირთვის და დასვენების საშუალება უნდა გქონდეთ. ამიტომ მისი მოწყობისას შეგიძლიათ თავი არ შეიზღუდოთ. გაეცანით როგორც ფლორისტების, ისე ექსტერიერის დიზაინერების ნამუშევრებსა და რჩევებს. ეს საშუალებას მოგცემთ თქვენი თავი სხვადასხვა სფეროში გამოსცადოთ. იქნებ თქვენში მომავალი ექსტერიერის დიზაინერი, ან ფლორისტი იმალება? მებაღეობა ნამდვილად მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვენი კრეატიულობა და ორიგინალურობა გამოავლინოთ.

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

როგორ შევქმნათ ორიგინალური ჩარჩო სარკისთვის საკუთარი ხელებით? - რჩევები დიზაინერებისგან

სარკე თქვენი სახლის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ერთფეროვანი ჩარჩო „ამშვენებს“ და სწორედ ამიტომ ის ხშირად იკარგება სხვა, უფრო შთამბეჭდავი ნივთების გარემოცვაში.

1880
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

ის რაც ჩვენი სიცოცხლისთვის აუცილებელია ანუ რატომ უნდა დავისვენოთ ბუნებაში!

ჩვენ გამუდმებულ სტრესსა და დაძაბულობაში გვიწევს ცხოვრება სწორედ ამიტომ, მეცნიერები აქტუალურად სწავლობენ ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობის მნიშვნელობას.

1695
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575