ცხოვრების სტილი

სამი მარტივი თერაპია, რომელიც ადამიანზე დადებითად აისახება

ჩვენს გარშემო არსებული დაძაბულობის მოსახსნელად, ალბათ ყველაზე მარტივი ამ სამი თერაპიის ჩატარებაა.

1570

ფერების თერაპია იგივე ქრომოთერაპია, ან სინათლის თერაპია არის ჰოლისტიკური მკურნალობის ტიპი, რომელსაც ადამიანები უძველესი დროიდან იყენებდნენ. ეგვიპტე, ჩინეთი, ინდოეთი ის ცივილიზაციებია, რომლებმა ათასწლეულების წინ დაიწყეს ფერებისა და მათი გავლენის შესწავლა და ამ ცოდნის სათავისოდ გამოყენება. ფერების თერაპია დღეს სულ უფრო აქტუალური ხდება და ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს მისი გამოყენებით მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის მიღწევას. ფერების თერაპიის დროს იყენებენ სინათლისა და ფერის ხილულ სპექტრს ადამიანის განწყობილებისა და ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

ფერების თერაპია იგივე ქრომოთერაპია, ან სინათლის თერაპია არის ჰოლისტიკური მკურნალობის ტიპი, რომელსაც ადამიანები უძველესი დროიდან იყენებდნენ. ეგვიპტე, ჩინეთი, ინდოეთი ის ცივილიზაციებია, რომლებმა ათასწლეულების წინ დაიწყეს ფერებისა და მათი გავლენის შესწავლა და ამ ცოდნის სათავისოდ გამოყენება. ფერების თერაპია დღეს სულ უფრო აქტუალური ხდება და ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს მისი გამოყენებით მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის მიღწევას. ფერების თერაპიის დროს იყენებენ სინათლისა და ფერის ხილულ სპექტრს ადამიანის განწყობილებისა და ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

ითვლება, რომ ფერებს აქვთ თავისი ენერგია, რომლითაც ისინი მოქმედებენ ადამიანზე. თქვენ შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში გაუცნობიერებლად იყენებდეთ რომელიმე ფერს, გუნება განწყობის ასამაღლებლად, დასამშვიდებლად და ა.შ. შეიძლება შეგიმჩნევიათ კიდეც, თუ როგორ მოქმედებს განსხვავებული ფერები თქვენს ხასიათზეც. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი კარგად ვიცოდეთ რა დატვირთვა აქვს თითოეულ ფერს და როგორ გამოვიყენოთ ისინი ჩვენ სასიკეთოდ. მათ, ვინც დაკავებულია ფერების თერაპიით სჯერათ, რომ ფერები გავლენას ახდენენ ადამიანის შინაგან ორგანოებზეც. ასე მაგალითად, წითელი მოქმედებს თირკმელებზე, იასამნისფერი ტვინსა და ნერვიულ სისტემაზე, ლურჯი- თვალებზე, ცისფერი-ფარისებრ ჯირკვალზე და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ სამკურნალო აბაზანების დროს ხშირად იყენებენ სხვადასხვა ფერის განათებას, ან ფერად კრისტალებს.

რა სჯობს გემრიელ და გულიან სიცილს, რომელიც ხშირად მუცელსაც კი გვატკივებს ხოლმე? ალბათ, ყველა თქვენგანისთვის ნაცნობია ის მშვენიერი გრძობა, რომელსაც გულითადი სიცილი გვანიჭებს და სწორედ ამიტომ, არც თქვენთვის იქნება ახალი აღმოჩენა თუ ვიტყვი, რომ სიცილი საუკეთესო წამალია! დიახ, სწორედ სიცილია ის უებარი საშუალება, რომელსაც შეუძლია ყველაზე დაძაბული და რთული დღეც კი გაგვიფერადოს, დაგვაძლევინოს სტრესი, დაძაბულობა და უბრალოდ გამოგვაცოცხლოს.

სიცილის თერაპია ანუ სიცილის იოგა, დღეს ძალიან აქტუალური აქტივობაა, რომელსაც სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს, რათა დაძლიოს სტრესი და დაძაბულობა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სიცილი არამარტო განწყობას გვიუმჯობესებს, არამედ ჩვენს ჯანმრთელობაზეც დადებითად მოქმედებს. სიცილი ხსნის დაძაბულობას, ადუნებს თქვენს სხეულს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს გულის გამართულად ფუნქციონირებას. ენდორფინები, რომელიც სიცილის დროს ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა, თრგუნავს ტკივილს და აბედნიერებს ადამიანს. სიცილის თერაპიას აქტიურად იყენებენ ის ადამიანები, რომლებიც დეპრესიით იტანჯებიან, რადგან ითვლება, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა მისგან თავის დასაღწევად. სწორედ სიცილი თრგუნავს სტრესისა და დაძაბულობის შეგრძნებას, მღელვარებას.

კიდევ ერთი საინტერესო თერაპიის სახეა - აკვარიუმის თერაპია. თევზის ყოლა სულ უფრო აქტუალური ხდება მთელ მსოფლიოში და კატის და ძაღლის შემდგომ, ისინი ყველაზე პოპულარულ, შინაურ ბინადრებად გვევლინებიან. ამ ყველაფერს რა თქმა უდნა თავისი მიზეზები აქვს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ადამიანის ცხოვრებასთან. თევზები ლამაზი და მშვიდი არსებები არიან, მათი მოვლა კი ნაკლებად ხარჯიანი და მარტივია. არ აქვს მნიშვნელობა პატარა ფართის ბინა გაქვთ თუ დიდი, აკვარიუმი ნებისმიერ მათგანს მოუხდება.

აკვარიუმის გამდიდრება, ფერად-ფერადი თევზებით კი ყოველთვის შეგიძლიათ. გარდა იმისა, რომ აკვარიუმის ყურება სტრესს და დაძაბულობას ხსნის, ის თქვენ კრეატიულობასა და პროდუქტიულობაზეც მოქმედებს. ამიტომაცაა, რომ დღეს სულ უფრო აქტუალურია, სამუშაო გარემოში აკვარიუმების განთავსება. ეს ძალიან დადებითად აისახება მომუშავე პერსონალზე. ასე, რომ შეგიძლიათ თქვენ თანამშრომლებს შეუთანხმდეთ და ყველამ ერთად იზრუნოთ ამ მშვიდ არსებებზე, რომლებიც დაძაბულ დღეს შეგიმსუბუქებენ.გაუკეტეთ საკუთარ თავს საჩუქარი და შეიძინეთ აკვარიუმი, რომელსაც თქვენთვის სასურველი არსებებით აავსებთ. საღამოს კი, როდესაც სამსახურიდან დაღლილი დაბრუნდებით, შეგიძლიათ აკვარიუმის თერაპია მოიწყოთ, განიტვირთოთ და იზრუნოთ ლამაზ, მშვენიერ და მშვიდ თევზებზე.

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

აკვარიუმის თერაპიის გავლენა ადამიანზე ანუ 7 მიზეზი თუ რატომ უნდა ვიზრუნოთ თევზებზე

თევზის ყოლა სულ უფრო აქტუალური ხდება მთელ მსოფლიოში და კატის და ძაღლის შემდგომ, ისინი ყველაზე პოპულარულ, შინაურ ბინადრებად გვევლინებიან.

1857
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

ოთხი პოპულარული და საინტერესო ჰობი, რომელიც ადამიანზე დადებითად აისახება

დღევანდელ სამყაროში თანამედროვე ადამიანს სულ უფრო მეტად ესაჭიროება განტვირთვა, ბედნიერებისა და სიმშვიდის შეგრძნება.

3453
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575