მეხსიერების გაუმჯობესების აუცილებლობა და 5 გზა, რომელიც ამაში დაგეხმარებათ
კარგი მეხსიერების ქონდა დამოკიდებულია თქვენს ჯანმრთელობასა და ტვინის სიცოცხლისუნარიანობაზე.
კარგი მეხსიერების ქონდა დამოკიდებულია თქვენს ჯანმრთელობასა და ტვინის სიცოცხლისუნარიანობაზე. არ აქვს მნიშვნელობა რას საქმიანობთ, ან რამდენი წლის ხართ, კარგი მეხსიერება ყოველთვის დაგეხმარებთ თქვენი ყოველდღიური საქმის საუკეთესოდ წარმართვაში. იმისათვის, რომ მეხსიერება გაიუმჯობესოთ, იყოთ უფრო თავდაჯერებულნი და დამოუკიდებელნი, აუცილებელია თქვენი ყოველდღიურობის ისეთი აქტივობებით დატვირთვა, რომლებიც გონებას გაავარჯიშებს.
კარგი მეხსიერების ქონდა დამოკიდებულია თქვენს ჯანმრთელობასა და ტვინის სიცოცხლისუნარიანობაზე. არ აქვს მნიშვნელობა რას საქმიანობთ, ან რამდენი წლის ხართ, კარგი მეხსიერება ყოველთვის დაგეხმარებთ თქვენი ყოველდღიური საქმის საუკეთესოდ წარმართვაში. იმისათვის, რომ მეხსიერება გაიუმჯობესოთ, იყოთ უფრო თავდაჯერებულნი და დამოუკიდებელნი, აუცილებელია თქვენი ყოველდღიურობის ისეთი აქტივობებით დატვირთვა, რომლებიც გონებას გაავარჯიშებს.
მეხსიერება, ისევე როგორც კუნთები, საჭიროებს გამოყენებას. რაც უფრო ხშირად ავარჯიშებთ თქვენს გონებას, მით უფრო გიუმჯობესდებათ დამახსოვრების უნარი. რეალურად, თქვენი მეხსიერების გასაუმჯობესებლად ყველაზე მარტივი გზა შემეცნებაა. არ აქვს მნიშვნელობა რას ისწავლით, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას, ახალ ენას, თუ კულინარიას, მთავარია არასდროს შეწყვიტოთ რაიმე ახლის შემეცნება. ეს თქვენი ტვინისთვის ყველაზე აუცილებელი ვარჯიშია. კიდევ ერთი გამოცდილი მეთოდი გონებრივი სავარჯიშოების კეთებაა. დაიწყეთ კროსვორდების შევსება, ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, რომლებიც ფიქრს მოითხოვს, ამოხსენით თავსატეხები. სუდოკუ, ჭადრაკი, სხვადასხვა ამოცანების ამოხსნა, მშვენიერი საშუალება თქვენი გონების გავარჯიშებისა და მეხსიერების გაუმჯობესებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ გონებრივი ვარჯიშები ტვინისთვის ძალიან კარგია, აუცილებელია სხვა აქტივობებით დაკავებაც. მხოლოდ გონებრივი ვარჯიშები არაა საკმარისი მეხსიერების გასაუმჯობესებლად, აუცილებელია ფიზიკური ვარჯიშიც. ფიზიკური ვარჯიშების წყალობით, ტვინისთვის ჟანგბადი მიწოდება უფრო მაღალი დონით ხდება, რაც ამცირებს ისეთი დაავადებების გავრცელების შანს, რომლებიც მეხსიერების დაკარგვას იწვევენ. ფიზიკური ვარჯიში ამცირებს სტრესს და სტიმულს აძლევს ახალი ნეირონული კავშირების წარმოქმნას. ასე, რომ არ დაიზაროთ ვარჯიშების კეთება, დაიწყეთ ყველაზე მარტივით და ადვილად მიეჩვევით ფიზიკურ აქტივობებს.
ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია „მოცარტის ეფექტის“ შესახებ, რომ კლასიკური მუსიკის მოსმენა უფრო ჭკვიანს ხდის ადამიანს. მართლაც, კვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკის მოსმენა, აუმჯობესებს შემეცნების უნარს და ანვითარებს ვერბალურ შესაძლებლობებს. ასე, რომ როგორც კი დრო გექნებათ, ყოველთვის შეგიძლიათ ისიამოვნოთ კარგი მუსიკით, ამით კი თქვენ გონებასაც გაავარჯიშებთ.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც თქვენი მეხსიერების გაუმჯობესებაზე მოქმედებს, ძილია. ძილი არამხოლოდ თქვენ სხეულს სჭირდება დასვენებისთვის და ძალების აღსადგენად, არამედ თქვენს ტვინსაც. კვლევებმა დაადასტურეს რომ 4-6 საათის ძილიც კი საკმარისია იმისთვის, რომ შემდეგ დღეს საღ გონებაზე ფიქრი შესძლოთ. კარგი ძილის შემთხვევაში თქვენ განავითარებთ მეხსიერებას, შემეცნების უნარს, გაიზრდება თქვენი კრეატიულობაც. ძილის შემდეგ კი ყველა პრობლემას სხვა კუთხით შეხედავთ და მისი გადაჭრის სხვა გზებსაც ადვილად იპოვით. ასე, რომ ნუ მოიკლებთ ამ სიამოვნებას, რომელიც გეხმარებათ გონების დასვენებასა და განტვირთვაში.
ზემოთ ჩამოთვლილი აქტოვობები, აუცილებლად დაგეხმარებათ თქვენი გონების განვითარებასა და მეხსიერების გაუმჯობესებაში. გახსოვდეთ, რომ კარგი მეხსიერება და გამჭრიახი გონება პირდაპირაა კავშირში წარმატებასა და სრულფასოვან ცხოვრებასთან.
ჩვენ გირჩევთ
ზამთრის კურორტები კანადაში - გარემოსა და ინფრასტრუქტურის ჰარმონიულად შერწყმა
რა ქმნის ზამთრის ქალაქს კლასიკურ კურორტად? პირველ რიგში, სათხილამურო მემკვიდრეობა, ინფრასტრუქტურული გამართულობა და კულტურა.
რატომ არის შვებულებაში გასვლა აუცილებელი და როგორ მოქმედებს ეს ადამიანზე?
სამწუხაროდ, უკვე მოზრდილებს აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მთელი ზაფხული გემრიელად დავისვენოთ
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7