ცხოვრების სტილი

საკუჭნაოს მნიშვნელობა სახლში და მისი კომპაქტურად მოწყობის პრაქტიკული რჩევები

საცხოვრებელი გარემო ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას ადამიანს.

1247

საცხოვრებელი გარემო ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას ადამიანს. ჩვენი სახლი დასვენების და განტვირთვის ადგილია და მისი თითოეული კუთხე-კუნჭულის გონივრულად მოწყობა, ჩვენზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, სახლში ყველა ადგილის თავისი, მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს და ჩვენც, თითოეული მონაკვეთი რაც შეიძლება პრაქტიკულად, ზედმეტი გადატვირთვის გარეშე უნდა ავითვისოთ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საკუჭნაოზე და მის გონივრულად მოწყობაზე.

საცხოვრებელი გარემო ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას ადამიანს. ჩვენი სახლი დასვენების და განტვირთვის ადგილია და მისი თითოეული კუთხე-კუნჭულის გონივრულად მოწყობა, ჩვენზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, სახლში ყველა ადგილის თავისი, მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს და ჩვენც, თითოეული მონაკვეთი რაც შეიძლება პრაქტიკულად, ზედმეტი გადატვირთვის გარეშე უნდა ავითვისოთ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საკუჭნაოზე და მის გონივრულად მოწყობაზე.

წყარო: yuyek.com
წყარო: yuyek.com

ალბათ, ბევრი ჩვენგანი საკუჭნაოს დიდ ყურადღებას არ აქცევს და მას, სახლის არც თუ ისე მნიშვნელოვან ნაწილად თვლის, თუმცა ეს დიდი შეცდომაა. საკუჭნაო ის ადგილია, რომლის კარგად მოწყობისა და ორგანიზების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გვიმსუბუქდება ყოველდღიური საქმეები. თუ თქვენ სამზარეულოსთან ახლოს, პატარა სივრცე გაქვთ, ნამდვილად გაგიმართლათ, რადგან აქ კომფორტული საკუჭნაოს მოწყობა თავისუფლად შეგიძლიათ. თუმცა საკუჭნაოზე უარი არც მათ უდნა თქვან, ვინც პატარა ფართის საცხოვრებელში ცხოვრობს. შეიძლება საკუჭნაოსთვის პატარა ოთახი ვერ გამოყოთ, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ, თაროების დამონტაჟება სამზარეულოში. ეცადეთ მაქსიმალურად აითვისოთ კუთხის ნაწილი, ამით დაკარგულ სივრცეს გამოიყენებთ. ასევე შეგიძლიათ ძველი კარადის შიგნიდან გადაკეთება და მისი კომპაქტური თაროებით მოპირკეთება. თუ თქვენ ახლა იწყებთ რემონტს და პატარა სივრცის სამზარეულო გაქვთ, გირჩევთ მოძრავი თაროების დამონტაჟებას, რომლის დამალვასაც ავილად შეძლებთ.

წყარო: countryliving.com
წყარო: countryliving.com
წყარო: countryliving.com
წყარო: countryliving.com

არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა ზომისაა თქვენი საკუჭნაო - ის აუცილებლად კარგად უნდა ნიავდებოდეს. კარგი სავენტილაციო სისტემა, დაბალი განათება და დაბალი ტენიანობა - აი, რა არის საჭირო საკუჭნაოში. რაც შეხება თაროებს, ეცადეთ ისინი ფართე, მაღალი და გამძლე იყოს, რადგან მასზე შემოდებული პროდუქტის სიმძიმეს გაუძლოს. გამოიყენეთ დაწნული კალათები, ან პლასტმასის დიდი კონტეინერები მშრალი პროდუქტის და ქილების შესანახად. ეს საკუჭნაოს თვალისთვის უფრო მიმზიდველს გახდის, თქვენ კი პროდუქტის პოვნა გაგიადვილდებათ. არ დაგავიწყდეთ საკუჭნაოს კარების გამოყენება. კარებზეც შეგიძლიათ, პატარა თაროების ჩამოკიდება და სხვადასხვა ნივთების შენახვა. იმისათვის, რომ საქმე გაიმარტივოთ პროდუქტი გამჭვირვალე კონტეინერებში, ან მინის ქილებში შეინახეთ, ასე ადვილად მიხვდებით, თუ რამდენი დაგრჩათ და როდის უნდა შეავსოთ ისინი. კარგი იქნება თუ პროდუქტსაც გამოყენების მიხედვით დავახარისხებთ. მაგალითად ის პროდუქტები, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებთ, ან რომელიც უფრო მალფუჭებადია ახლოს გამოსაჩენ ადგილას დააწყვეთ. გახსოვდეთ, რომ საკუჭნაოში შეგიძლიათ იმ ჭურჭლის შენახვაც, რომელიც ზედმეტ ადგილს იკავებს თქვენ სამზარეულოში. იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ მწერებს, რომლებსაც ძალიან უყვართ მსგავსი ადგილები შეგიძლიათ საკვებ პროდუქტთან დაფნის, ან წიწაკის ფოთლების მოთავსება. ეს ბუნებრივი საშუალებები მწერებს აფრთხობს და ამავდროულად, მათი საკვებთან მოთავსება სრულიად უსაფრთხოა.

წყარო: residencestyle.com
წყარო: residencestyle.com
წყარო: residencestyle.com
წყარო: residencestyle.com

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

როგორ შევქმნათ ფლორარიუმი საკუთარი ხელით?

სახლის დეკორატიულ გაფორმებას ბოლო წლებში სულ უფრო მეტი დრო ეთმობა.

1397
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

გამორჩული საშობაო და საახალწლო ტრადიციბი მთელს მსოფლიოში

შობა-ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული პერიოდია, რომელსაც დიდი სიხარულით ველოდებით.

1510
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575