ჭკვიანი სახლები ინტერიერის თანამედროვე დიზაინერებისგან
თანამედროვე სამყარო უამრავ ინოვაციურ პროექტს გვთავაზობს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ამარტივებს და „მომავლის სამყაროსთან“ გვაკავშირებს.
თანამედროვე სამყარო უამრავ ინოვაციურ პროექტს გვთავაზობს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ამარტივებს და „მომავლის სამყაროსთან“ გვაკავშირებს. დღევანდელი ადამიანი, რომლისთვისაც გადატვირთული ყოველდღიურობა ჩვეულებრივი ყოფაა მნიშვნელოვანია, ცხოვრობდეს ისეთ ბინაში, სადაც მაქსიმალურად ექნება შექმნილი კომფორტი. სწორედ ამიტომ, თანამედროვე დიზაინერები ცდილობენ სახლები მაქსიმალურად კომპაქტური, პრაქტიკული და “ჭკვიანი“ გახადონ.
თანამედროვე სამყარო უამრავ ინოვაციურ პროექტს გვთავაზობს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ამარტივებს და „მომავლის სამყაროსთან“ გვაკავშირებს. დღევანდელი ადამიანი, რომლისთვისაც გადატვირთული ყოველდღიურობა ჩვეულებრივი ყოფაა მნიშვნელოვანია, ცხოვრობდეს ისეთ ბინაში, სადაც მაქსიმალურად ექნება შექმნილი კომფორტი. სწორედ ამიტომ, თანამედროვე დიზაინერები ცდილობენ სახლები მაქსიმალურად კომპაქტური, პრაქტიკული და “ჭკვიანი“ გახადონ.
სახლები სადაც ჩვეულებრივ შეგეძლებათ კედლების გაღება თუ გადაადგილება, ინოვაციურად და ცოტა არ იყოს, სამეცნიერო ფანტასტიკად ჟღერს. მიუხედავად ამისა, ინტერიერის დიზაინში მოძრავი კედლები ფართოდ გამოიყენება და პოპულარობითაც სარგებლობს. ამ შემთხვევაში, კედლები გადაადგილდება და პირდაპირ უკავშირდება სახლის შიდა თუ გარე ნაწილს. ზუსტად ამ მიზნით, ერთ-ერთი ევროპული კომპანია თავის მომხმარებელს საიმედო მოძრავი კედლის სისტემას სთავაზობს. ამ უკანასკნელს აივანთან თუ დაამონტაჟებთ, ჩვეულებრივ საცხოვრებელ ოთახს ტერასად მარტივად გადააქცევთ.
მოქნილი მოძრავი კედლები, პატარა სივრცის სახლებისთვის, განსაკუთრებულად ეფექტურია. მაგალითად ეს სახლი 39 კვადრატული მეტრია და სოჰოში მდებარეობს. მის დიზაინზე პასუხისმგებლობა სტუდენტებმა, კატალინ სანდუმ და ადრიან ლანსუმ, აიღეს. ბინის ცენტრად მისაღები ოთახი წარმოგვიდგება, რომელსაც მოძრავი კედელი ორ ნაწილად ჰყოფს: მისაღებად და სამზარეულოდ. ამის გარდა, დივანი და თარო მულტიფუნქციური დანიშნულებისაა. ხელის რამდენიმე მოძრაობით, ისინი შეგიძლიათ დასაწოლ ადგილად გადააქციოთ.
ჭკვიანი ავეჯი (ისევე როგორც სმარტფონები,Smart TV, სმარტ საათები) ტექნოლოგიასთან ერთიანდება და საინტერესო კომბინაციას გვაძლევს. თქვენ აღარ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, დაკეტეთ თუ არა კარი ან გამორთეთ თუ არა უთო ან ღუმელი. აღჭურვოთ სახლი სმარტ ავეჯით ნიშნავს იმას, რომ უმეტესი მათგანი დაკავშირდება ინტერნეტთან. სმარტფონით და ტაბლეტით კი მათ გაკონტროლებას შეძლებთ. ისინი განსაკუთრებით პატარა ბინებისთვის არის მოსახერხებელი. მთავარი მიზანი კი ისაა, რომ ავეჯის ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადატანა, გამარტივდეს.
სმარტ ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნიმუში, ეს სივრცის დამზოგი, „ტრანსფორმერი“ მაგიდაა. ზუსტად ასე გამოიყურება ინტერიერის დიზაინის გადაწყვეტის თანამედროვე მოსახერხებელი გზა. რადგანაც მაგიდას ბორბლები აქვს, მისი გადაადგილება ძალიან ადვილია. მას თქვენთვის სასურველ სიმაღლეს თავისუფლად მისცემთ. ასევე, რადგანაც მაგიდა დასაკეცია, ნებისმიერ დროს მისი გაშლაც საკმაოდ მარტივ საქმეს წარმოადგენს. ერგება ნებისმიერი ზომის ოთახს და განკუთვნილია 4-6 ადამიანისთვის.
ჩვენ გირჩევთ
ჯონათან ადლერი - ინტერიერის თანამედროვე დიზაინერის ექსცენტრიული ნამუშევრები
ჯონათან ადლერი ამერიკელი ინტერიერის დიზაინერია. დაიბადა 1966 წელს ნიუ ჯერსიში. მან სახელი თავისი ორიგინალური კერამიკული ნაწარმით გაითქვა,
გასაჭიმი ჭერი ინტერიერში, მისი მრავალმხრივი გამოყენება და უპირატესობები
თანამედროვე დიზაინი ცდილობს ფუნქციასა და სიზუსტეს შორის ბალანსი იპოვოს. ამიტომ, დღეს ჩვენ გასაჭიმ ჭერზე ვისაუბრებთ.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7