ექსტერიერი

მსოფლიოს ულამაზესი ბაღები, როგორც ლანდშაფტური არქიტექტურის დახვეწილი და გამორჩეული ნიმუშები

წარსულში ბაღებს სამედიცინო ან რელიგიური დანიშნულება ჰქონდათ. დროთა განმავლობაში ბაღების ფუნქცია კი აბსოლუტურად შეიცვალა.

4092

მსოფლიოში ბაღების სილამაზეზე უძველესი დროიდან მსჯელობდნენ. ადრე მათ სამედიცინო ან რელიგიური დანიშნულება ჰქონდათ. დროთა განმავლობაში ბაღების ფუნქცია აბსოლუტურად შეიცვალა. დღეს ვისაუბრებთ მსოფლიოში არსებულ ორ ულამაზეს ბაღზე, რომელიც თავისი ორიგინალურობითა და დახვეწილი დიზაინით აუცილებლად მოგხიბლავთ.

მსოფლიოში ბაღების სილამაზეზე უძველესი დროიდან მსჯელობდნენ. ადრე მათ სამედიცინო ან რელიგიური დანიშნულება ჰქონდათ. დროთა განმავლობაში ბაღების ფუნქცია აბსოლუტურად შეიცვალა. დღეს ვისაუბრებთ მსოფლიოში არსებულ ორ ულამაზეს ბაღზე, რომელიც თავისი ორიგინალურობითა და დახვეწილი დიზაინით აუცილებლად მოგხიბლავთ.

წყარო: reddit.com
წყარო: reddit.com
წყარო: thousandwonders.net
წყარო: thousandwonders.net

ტრადიციული იაპონური ბაღი პორტლენდში, ამერიკაში მდებარეობს. მას 22 000 მეტრ კვადრატის ფართობი უკავია. ის შედგება 5 ქვებაღისგან, თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება თავისი უნიკალური სტილითა და დიზაინით. „მოსეირნე ტბორების ბაღი“ მათ შორის უდიდესია. აქ შეხვდებით 100 წლის, ხუთ დონიან, იაპონური ტაძრის ფორმის ფანარს. ეს, პორტლენდის მონათესავე ქუჩის, საპოროს საჩუქარია. ბაღის ამ ნაწილში ქანებით ჩაშენებული გზაა მოწყობილი. ხელით გაკეთებული მთვარის ხიდი კი თავისი ორიგინალურობით, ყველას აკვირვებს. ორნამენტული და უცნაური ხიდები პატარა ტბორებსაც კი ფარავს. „ბუნებრივი ბაღი“ მდიდარია უამრავი წყაროთი, ჩანჩქერითა თუ ტბორით. ხეებისთვის, ბუჩქებისთვის, გვიმრებისა და ხავსებისთვის ეს ნამდვილი ბუნებრივი სახლია. „მიწისა და ქვის ბაღი“ მოიცავს მძიმე ქვებს, რომლებიც მიწაშია ჩაფლული. ეს ყველაფერი კი ოკეანის ეფექტს ქმნის. „ბრტყელი ბაღი“ ქალაქური ბაღის დიზაინის ტიპით არის აგებული, თუმცა დამატებული აქვს პარკის კონტურები. ქვიშა აქ ისეა განლაგებული, რომ ის მდინარის ფორმას მოგაგონებთ. რაც შეეხება „ჩაის ბაღს“, მას ორი არეა აქვს: გარეთა მოსაცდელი არეა და შიგნითა ჩაის სახლი. ორივე მათგანი ჩაის ცერემონიისთვის არის განკუთვნილი. „ჩაის ბაღის“ მშენებლობა, იაპონური ბაღის გახსნიდან ერთ წელიწადში დაიწო. ის 1968 წელს, იაპონური კომპანიის „Kajima“-ს მიერ, აშენდა.

წყარო: members.valley.net
წყარო: members.valley.net

იაპონური ბაღი განკუთვნილია იმისთვის, რომ დამსვენებელს ჰარმონია და სიმშვიდე მიანიჭოს. აქ მოხვედრილი ნებისმიერი სტუმარი ბუნების ნაწილად გრძნობს თავს. მთლიანი ბაღის შესაქმნელად ძირითად მასალად ქვებია გამოყენებული. რასაც ლანდშაფტის „ძვლებს“ უწოდებენ. წყალი და მცენარეები ასევე მთავარი ელემენტებია. ბაღი შექმნილია პროფესორი ტაკუმა ტონოს მიერ. საჯაროდ ბაღი 1967 წელს გაიხსნა. 2014 წლისთვის ის მეტად გაიზარდა, დაემატა ჩაის კაფე, კულტურული ცენტრი, საჩუქრების მაღაზია და ბილეთების პავილიონი.

წყარო: hotspotsportland.com
წყარო: hotspotsportland.com
წყარო: japanesegarden.com
წყარო: japanesegarden.com

„დუბაის სასწაულის ბაღი“ ყვავილების ბაღია, რომელიც დუბაი ლენდის უბანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროში მდებარეობს. ეს ბაღი 2013 წელს ვალენტინობის დღეს გახსნეს. ბაღი მოიცავს 72 000 კვადრატული მეტრის ფართობს და მსოფლიოში ყველაზე დიდ ყვავილების ბაღად ითვლება. აქ 109 მილიონზე მეტი ყვავილია დარგული. „სასწაული ბაღის“ პირველი კონცეპტი, დუბაი ლენდისა და დუბაის ჯგუფური საკუთრების მიერ დაიხვეწა. პროექტის ფასი 11 მილიონი დოლარი დაჯდა. გარეთა აღჭურვილობა ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ლანდშაფტს მოიცავს, რომელთაც განსხვავებული დიზაინი აქვთ. ბაღის მონახულება ოქტომბრიდან აპრილამდეა შესაძლებელი. მაღალი ტემპერატურის გამო, რომელიც ხშირად 40 გრადუსსაც აჭარბებს, ბაღს აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ხურავენ. დუბაის ეს ბაღი უნიკალური იმითაც არის, რომ ის პირდაპირ უდაბნოშია აშენებული. ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა „გავამწვანოთ უდაბნო“ ნარჩენი წყლის ხელახლა გამოყენებით. დიზაინერები ცდილობდნენ, რომ ეს ულამაზესი ბაღი ბუნებრივი მოვლენებისგანაც დაეცვათ. მაგალითად, აქ რიგებად არის ჩამწკრივებული ისეთი ხეები, რომლებიც ბუნებრივ ქარსაცავს ქმნის.

წყარო: all-that-is-interesting.com
წყარო: all-that-is-interesting.com
წყარო: all-that-is-interesting.com
წყარო: all-that-is-interesting.com
წყარო: all-that-is-interesting.com
წყარო: all-that-is-interesting.com

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

ნიუ-იორკის გამორჩეული სადღესასწაულო ადგილები

ახალი წლის პერიოდში ნიუ-იორკი ჯადოსნურ ადგილად იქცევა, რომელიც უამრავ ადამიანს იზიდავს თავისი მშვენიერი განათებებით, საშობაო ბაზრობებით, გაფორმებებით, ინსტალაციებით და ღონისძიბებით.

1896
ნახე მეტი
ექსტერიერი

ბეატრიქს ფარანდის გამორჩეული და საინტერესო შემოქმედება ლანდშაფტურ არქიტექტურაში

ბეატრიქს ფარანდი მე-20 საუკუნის ამერიკაში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლანდშაფტის არქიტექტორია.

1452
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575