ნახშირორჟანგის გავლენა ადამიანებსა და ბუნებაზე - დიდი ქალაქების დიდი თავისტკივილი
გლობალურ დათბობას, ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს. მეცნიერები თქმით, ყველაზე დიდ როლს ამ სახიფათო პროცესში წვით მიღებული გამონაბოლქვი და მათი დაგროვება იწვევს.
ნახშირორჟანგი ჰაერის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებაა და ის ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვის უმნიშვნელოვანესია. იგი მომჟავო სუნისა და გემოს მქონე აირია და ჰაერის შემადგენლობაში 0.003 %-ით შედის. ქიმიის გაკვეთილებიდან ვიცით, რომ ეს ნივთიერება ფართოდ გამოიყენება საკვებ, ნავთობ მწარმოებელ და ქიმიურ ინდუსტრიებში. გაზიანი სასმელსაც კი, რომელსაც თითქმის ყოველდღე მივირთმევთ, მისი წყალობით აქვს განსხვავებული გემო.
ნახშირორჟანგი ჰაერის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებაა და ის ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვის უმნიშვნელოვანესია. იგი მომჟავო სუნისა და გემოს მქონე აირია და ჰაერის შემადგენლობაში 0.003 %-ით შედის. ქიმიის გაკვეთილებიდან ვიცით, რომ ეს ნივთიერება ფართოდ გამოიყენება საკვებ, ნავთობ მწარმოებელ და ქიმიურ ინდუსტრიებში. გაზიანი სასმელსაც კი, რომელსაც თითქმის ყოველდღე მივირთმევთ, მისი წყალობით აქვს განსხვავებული გემო.
თუმცა, ნახშირორჟანგი თანამედროვე ადამიანისთვის გლობალურ დათბობასთან, მავნე ზეგავლენასა და გამონაბოლქვთან ასოცირდება. ეს კი იმითაა გამოწვეული, რომ შეუძლებელია СO2-ის ხსენების გარეშე დედამიწაზე ტემპერატურის ცვლილებაზე საუბარი, რაც კაცობრიობის უდიდესი პრობლემაა. მეოცე საუკუნეში, ინდუსტრიული რევოლუციისა და მრავალმხრივი განვითარების შედეგად, უფრო და უფრო მეტი საწვავი გახდა საჭირო. ამის გამო კი ჰაერის ქიმიური შემადგენლობის კონტროლი გართულდა. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ დათბობას, ანუ საშუალო ტემპერატურის ზრდას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ყველაზე დიდ როლს ამ სახიფათო პროცესში წვის შედეგად მიღებული გამონაბოლქვი და მათი დაგროვება იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ ნახშირორჟანგი ჩვენი პლანეტისთვის ბუნებრივი ნივთიერებაა, ის სითბური აირების რიცხვში შედის, რომელებიც სათბურ ეფექტს ქმნიან. ნახშირორჟანგის გარდა, ატმოსფეროს სათბური აირების შემადგენლობაში სხვა ბუნებრივი ელემენტებიც მრავლადაა: წყლის ორთქლი, მეთანი, აზოტი, აზოტის ჟანგი... ადვილი მისახვედრია, რომ ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაცია ატმოსფეროში წიაღისეული საწვავის გადაჭარბებული გამოყენების შედეგია. დედამიწის წიაღში დაგროვებული ქვანახშირისა და ნავთობის მთავარი „ინგრედიენტი“ ხომ ნახშირია. აღსანიშნავია, რომ მათ წარმოქმნას უთვალავი წელი დასჭირდა, დღეს ამ მარაგის ხარჯვა ძალიან სწრაფად ხდება, შესაბამისად ბუნება ვერ ასწრებს შთანთქას ნივთიერების გადაჭარბებული რაოდენობა. „სათბურის ეფექტი“, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის პრობლემაა და მის გადასაწყვეტად თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა და პასუხისგებლობის აღებაა საჭირო.
გასაკვირი არაა, რომ ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაცია ჰაერში მავნეა ჯანმრთელობისთვისაც, სპეციალისტების თქმით იგი იწვევს თავის ტკივილს, ნერვულ აშლილობას და არაჯანსაღ განვითარებას. სწორედ ამიტომაა მნიშნველოვანი ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, პასუხისმგებლობის განაწილება და შესრულება, დედამიწის წინაშე.
ჩვენ გირჩევთ
დაბინძურებული გარემოს გავლენა ცხოველებზე - პრობლემა, რომელსაც ერთად უნდა ვებრძოლოთ!
ყოველდღიურად ათასობით ცხოველი იღუპება მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები გარემოს შეუწყვეტლად აბინძურებენ.
ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში
სატრანსპორტო რევოლუციამ მთლიანად შეცვალა თანამედროვე ადამიანის ცხოვრება. ყველაფერი უფრო სწრაფი, მარტივად ათვისებადი და ხელმისაწვდომი გახდა
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7