გლობალური დათბობა, როგორც კაცობრიობის მთავარი პრობლემა და მისი სავალალო შედეგები
გლობალური დათბობა, უმნიშვნელოვანესი საკითხი და უმთავრესი პრობლემაა დღევანდელი ადამიანისთვის.
დღეს ჩვენ უამრავი პრობლემა გვაწუხებს, რომლის მოგვარებასაც ყოველდღიურად ვცდილობთ. სწორედ ეს პატარ-პატარა პრობლემები, გვავიწყებს იმ უმთავრეს საკითხს, რომელზე ფიქრი და ზრუნვა აუცილებელია. ესაა გლობალური დათბობა, რომელიც უმნიშვნელოვანესი საკითხი და უმთავრესი პრობლემაა დღევანდელი ადამიანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური დათბობის შესახებ ჯერ კიდევ 1895 წელს, ცნობილმა ქიმიკოსმა სვანტე არენიუსმა იწინასწარმეტყველა, ამ საკითხმა აქტუალობა მხოლოდ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მოიპოვა. სწორედ მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან, გახდა ცნობილი თანამედროვე კლიმატის ცვლილებები, როდესაც შეამჩნიეს მსოფლიო საშუალო წლიური ტემპერატურის მკვეთრი ზრდა და გახშირდა კლიმატური კატასტროფები. თუმცა ამ აღმოჩენების მიუხედავად ბუნების დამცველებს საზოგადოება დასცინოდა და მათ ნათქვამს სერიოზულად არავინ აღიქვამდა.

დღეს უკვე აშკარაა, რომ გლობალური დათბობა რეალური და სერიოზული პრობლემა, რომელზეც თვალს ვერ დავხუჭავთ. თანამედროვე კლიმატის ცვლილება გამოწვეულია ადამიანის საწარმოო საქმიანობით და პირდაპირ უკავშირდება ინდუსტრიალიზაციას. მეცნიერები ადასტურებენ, რომ გლობალური დათბობის მთავარი მიზეზი ატმოსფეროში არსებული მავნე გაზებია. CO2, ბუნებრივი საწვავების: ნახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის წვისას გამოიყოფა საკმაოდ დიდი რაოდენობით. მისი კონცენტრაცია კი ატმოსფეროში სულ უფრო იზრდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სულ მალე დედამიწაზე ნახშირორჟანგის ისეთ კონცენტრაციას მივაღწევთ, როგორიც არ ყოფილა 50 მილიონი წლის განმავლობაში. ამ ყველაფერს კი, თავის მხრივ მივყავართ ტემპერატურის ისეთ ცვლილებებთან, რომელიც მომაკვდინებელი იქნება კაცობრიობისთვის.
„სათბურის აირების“კონცენტრაციის ზრდა ატმოსფეროში, პირდაპირაა კავშირში “სათბურის ეფექტთან”, რომლის დროსაც მზისგან მიღებული სითბო არეკლისას უკან ვეღარ ბრუნდება და სწორედ ამიტომ ხდება კლიმატის მკვეთრი ცვლილება. რა თქმა უნდა სათბურის ეფექტი ბუნებრივად იყო დაბალანსებული, თუმცა ანთროპოგენულია ფაქტორებმა, ადამიანის უხეშმა ჩარევამ და საწვავის, ელექტროენერგიის ულევმა გამოყენებამ, ტყეების მასობრივმა გაჩეხვამ, ეს ეფექტი მეტად სახიფათოდ გახადა.
იცვლება არა მარტო ტემპერატურა, არამედ წვიმების სიხშირე, თოვლისა და ყინულის საფარი, ზღვის დონე. სწორედ მავნე გაზები და ტოქსინები, რომლითაც გაჟღენთილია ჰაერი, იწვევს უკურნებელ და მძიმე დაავადებებს, რომლის გამოც ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი იღუპება.
ტყეების უმოწყალოდ გაჩეხვაც გლობალური დათბობის ერთ-ერთი მიზეზია. ჩვენ თავად ვანადგურებთ, იმ თავდაცვის საშუალებას, რომელიც ბუნებამ გვაჩუქა. ხეები ხომ შთანთქავენ ნახშირორჟანგს, ასუფთავებენ გარემოს, გვიცავენ ხმაურისა და ბუნებრივი კატასტროფებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები უკვე აშკარა ფაქტების წინაშე დავდექით და სრულიად ვაცნობიერებთ იმას, რომ გლობალური დათბობა სავალალო შედეგებს მოგვიტანს, ჩვენ მაინც აქტუალურად განვაგრძობთ ხეების მასობრივ ჩეხვას, მწვანე საფარის განადგურებას.
შეიძლება ზოგ ადამიანს დღესაც არასერიოზულად მიაჩნდეს გლობალური დათბობასა და სავალალო შედეგებზე საუბარი. ფიქრობდეს, რომ დღევანდელი ფუფუნება და კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ჰაერის დაბინძურება, ტოქსინებით სავსე საკვები, მკვეთრი კლიმატური ცვლილებები, ეს ყველაფერი უკვე დღევანდელი პრობლემაა, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. აუცილებლად უნდა გავიაზროთ, რომ ეს პლანეტა მხოლოდ ჩვენთვის არაა შექმნილი, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ მომავალი თაობის წინაშე, რომ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი მომავლისთვის და პლანეტისთვის. მთავარია თითოეულმა ჩვენგანი მიხვდეს, რომ ჩვენ თავად ვქმნით საცხოვრებელ გარემოს და შეეცადოს დაიცვას სახლი, რომელშიც ყველანი ერთად ვცხოვრობთ.
ჩვენ გირჩევთ
როგორ გამოიყურება მსოფლიოში საუკეთესო საახალწლო ილუმინაციები?
2018 წელი ახლოვდება და სხვადასხვა ქვეყანა მას თავისებურად აღნიშნავს. შობა-ახალი წლისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი ტრადიცია ქუჩებისა თუ სახლების საახალწლო განათებაა.
ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში
სატრანსპორტო რევოლუციამ მთლიანად შეცვალა თანამედროვე ადამიანის ცხოვრება. ყველაფერი უფრო სწრაფი, მარტივად ათვისებადი და ხელმისაწვდომი გახდა
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7