ექსტერიერი

ნიუ-იორკი სადღესასწაულო ფორმაში, ანუ როგორ ხვდება ქალაქი ახალ-წელს!

შობა-ახალი წელი ერთ-ერთი საოცარი დღესასწაულია ჩვენს ცხოვრებაში. ის განსაკუთრებულად აღინიშნება ნიუ-იორკში.

1473

შობა-ახალი წელი ერთ-ერთი საოცარი დღესასწაულია ჩვენს ცხოვრებაში. ის განსაკუთრებულად აღინიშნება ნიუ-იორკში. ამ დროს ქალაქი აბსოლუტურად ბრწყინავს და ანათებს. აქ ნებისმიერი ადამიანისთვის მოიძებნება გასართობი. შობა ნიუ-იორკელებისთვის რა თქმა უნდა, როკფელერის ცენტრის გიგანტურ, მბრწყინავ ნაძვის ხესთან ასოცირდება. წელს ის 30 ნოემბერს აანთეს და ამ პროცესს ათასობით ადამიანი ესწრებოდა. ნაძვის ხის განათების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ ამ ყველაფერს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები აფორმებენ. წელს ამ ცერემონიაში მონაწილეობდნენ: ტონი ბენეტი, დოლი პარტონი, ჯორდან სმიტი და ასე შემდეგ. როკფელერის ცენტრის ნაძვის ხე 84 წელს ითვლის. წელს ის მხოლოდ ვარსკვლავით და ნათურებით არის მორთული. ნათურების რაოდენობა 30 000-ს აჭარბებს, ვარსკვლავი კი სვაროვსკის კრისტალისგან არის დამზადებული. ეს უკანასკნელი სამი მეტრის სიმაღლისაა და 245 კილოგრამს იწონის. სვაროვსკის კრისტალების რაოდენობა 25 000 ცალს უახლოვდება. წელს ხის გასანათებლად ლედ ნათურები გამოიყენეს და რითიც ელექტრო-ენერგიის დიდი რაოდენობა დაზოგეს.

წყარო: event-carnival.com
წყარო: event-carnival.com

მათთვის, ვისაც უნიკალური ნივთები, სუვენირები, საჩუქრები იზიდავთ, ნიუ-იორკის საშობაო ბაზრობა ნამდვილ სამოთხედ შეიძლება ჩაითვალოს. მაგალითად, ბრაიანტ პარკის ზამთრის სოფელი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საშობაო მარკეტია. ასამდე ფარდული დამთვალიერებელს სთავაზობს: ზამთრის ტანსაცმელს, ქუდებს, თბილ სვიტრებს, სამკაულებს, ადგილობრივ კერძებს, დეკორატიულ ნივთებს, ცხელ სასმელებსა და მხიარულ ატმოსფეროს. რა თქმა უნდა ციგურებით სრიალი ნიუ-იორკელების საყვარელი ზამთრის ჰობია და შობა ახალი წელი მის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომაც, ეს პარკი ასევე მოიცავს საციგურაო მოედანს, რომელიც პარკის ცენტრშია დაინსტალირებული. ამ საციგურაო მოედანზე შესვლა სრულიად უფასოდაა შესაძლებელი. მოზრდილი, ბავშვი და შინაური ცხოველიც კი აქ აუცილებლად იპოვის თავის საყვარელ ადგილს. იუნიონ მოედნის საშობაო ბაზრობაზე კი ეკო-მეგობრულ ნივთებს წააწყდებით. წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარში გამართული ზამთრის მარკეტი კი ყველაზე ლამაზ ადგილად ითვლება ნიუ-იორკში.

წყარო: timeout.com
წყარო: timeout.com

ახალი წელი ნიუ-იორკში კი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თაიმს სქვერზე დგება. მილიონობით ადამიანი საათობით ერთი მიზნისთვის დგას: უყუროს ბურთის ვარდნის პროცესს. ეს ტრადიცია 100 წელს ითვლის. პირველად ის 1904 წელს გაიმართა, თუმცა ბურთის ნაცვლად 200 000 ადამიანი ფოიერვერკებს ადევნებდა თვალყურს. რამდენიმე წლის შემდეგ კი ნიუ-იორკ ტაიმსის გამომცემელმა ადოლფ ოხსმა უფრო მეტად მოინდომა და უკვე 1907 წლის 31 დეკემბერს ტაიმს-სქვერზე ხისგან და რკინისგან კონსტრუირებული ბურთის ვარდნის პროცესი გაიმართა.

წყარო: centralparknyc.org
წყარო: centralparknyc.org

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

დეკორატიული აუზი, როგორც თქვენი ბაღის ეფექტური გაფორმება

დღეს სულ უფრო მეტ ადამიანს სურს, რომ ბაღი განსხვავებული, ორიგინალური და ბუნებასთან უფრო ახლოს მყოფი ტერიტორია იყოს.

1502
ნახე მეტი
ექსტერიერი

როგორ გავალამაზოთ ბაღი საშემოდგომო დეკორით?

გადავწყვიტეთ დღეს შთამბეჭდავ საშემოდგომო დეკორაციებზე გესაუბროთ და ბაღის მოწყობის, რამდენიმე საინტერესო რჩევა გაგიზიაროთ.

1199
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575