როგორ შევარჩიოთ სწორად საცურაო აუზი ჩვენი ეზოსთვის? რჩევები დიზაინერებისგან
სახლის ეზოში დამონტაჟებული საცურაო აუზები ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა ხოლმე.
სახლის ეზოში დამონტაჟებული საცურაო აუზები ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა ხოლმე. ის ნებისმიერი მიზეზით შეგიძლიათ შეიძინოთ: როგორც ფიტნესის და სხეულის გაკაჟებისთვის, ასევე ზაფხულში, სტუმრების გასართობად. სანამ საცურაო აუზის შეძენას გადაწყვეტთ, პირველ რიგში მათი ტიპობრივი განმასხვავებელი ნიშნები უნდა იცოდეთ. არსებობს აუზის რამდენიმე განსხვავებული სტილი, რომლებსაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვთ.
სახლის ეზოში დამონტაჟებული საცურაო აუზები ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა ხოლმე. ის ნებისმიერი მიზეზით შეგიძლიათ შეიძინოთ: როგორც ფიტნესის და სხეულის გაკაჟებისთვის, ასევე ზაფხულში, სტუმრების გასართობად. სანამ საცურაო აუზის შეძენას გადაწყვეტთ, პირველ რიგში მათი ტიპობრივი განმასხვავებელი ნიშნები უნდა იცოდეთ. არსებობს აუზის რამდენიმე განსხვავებული სტილი, რომლებსაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვთ.
მიწისზედა აუზები - ყველაზე იაფი კონსტრუქციაა. ასევე მისი აშენება სხვანაირ აუზებთან შედარებით მარტივია. უმეტესობა მიწისზედა აუზებისა დამზადებულია ასაწყობი კომპლექტით, რომელთა ერთმანეთთან დაკავშირება ადამიანებს საკმაოდ მარტივადაც შეუძლიათ. თუმცა ხშირად ამისთვის პროფესიონალს დაიხმარენ ხოლმე. სამწუხაროდ, მიწისზედა აუზების მთავარი მინუსი ისაა, რომ ისინი ნაკლებად გამძლეა და ასევე ნაკლებად მიმზიდველიც. ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის ნაკლებად პერმანენტულია. ეს თავის მხრივ კარგიცაა - შედარებით მარტივია აუზის დაშლა და მისი სხვა ადგილას გადატანა. რაც შეეხებათ ვინილით (ლაინერით) მოპირკეთებულ აუზებს, ისინი სტრუქტურულად მიწისზედა აუზებს ჰგავს, მაგრამ დიზაინი სტრუქტურულ მიწისქვეშა აუზს მოგაგონებთ. მას 10 წელიწადში ერთხელ სჭირდება შეცვლა. მიწისქვეშა აუზებს შორის, ვინილის აუზის ნაწილები ყველაზე იაფი ღირს. პოლიპროპილენის აუზების დიზაინი კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე გავრცელებულია. ამგვარი აუზებს აქვთ კრამიტის და მინაბოჭკოვანი დაბოლოებები. ამ ტიპის აუზები საკმაოდ ძვირადღირებულია და მათი დამზადება ნებისმიერი ფორმითა და ზომითაა შესაძლებელი. უჟანგავი ლითონის აუზები კი პოლიპროპილენის აუზების მსგავსია. ძირითადი განსხვავება ისაა, რომ მათი აგება საკმაოდ რთულ და კომპლექსურ პროცესს წარმოადგენს.
როცა უკვე გადაწყვეტთ, თუ კონკრეტულად რომელი ტიპის აუზის შეძენა გსურთ, შემდეგ საკითხზე აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ: ეს მისი ზომაა. აუზი უნდა შეეფერებოდეს თქვენი ეზოს სივრცის ფართობს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თქვენ შეგიძლით, მათი იმგვარი ტრანსფორმაცია მოახდინოთ, რომ შადრევანი ან პატარა გუბურა მიიღოთ. მსგავს რაღაცებს დამამშვიდებელი ხმა და წყლის მართვის რეჟიმი აქვს. გაითვალისწინეთ აუზის ადგილმდებარეობა. ამ მხრივ ყველაზე მთავარია ისეთი წერტილი ამოარჩიოთ, რომელსაც მზე დილაუთენია და ნაშუადღევს ყველაზე მეტად ადგება. ასევე აუცილებლად დაამონტაჟეთ მყარი ზედაპირის მქონე მაგიდა ან გაზონი - მზის აბაზანების მისაღებად. სასურველია, თუ აუზის გარშემო მცენარეებს დარგავთ. ეცადეთ შეამციროთ ქიმიკატების გამოყენება. დაამონტაჟეთ ფილტრაციის სისტემა, რომელიც სახლის აკვარიუმის მსგავსი უნდა იყოს. ეს წყლის სისუფთავეს უზრუნველყოფს. აუზის გარშემო მესერი შემოარტყით. ეს საფრთხეს მინიმუმამდე დაიყვანს. ზოგ აუზს ავტომატური მესერი აქვს, რომელიც ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს იცავს აუზთან უკონტროლო მიახლოებისას.
ჩვენ გირჩევთ
საინტერესო რჩევები, თუ როგორ უნდა შემოვღობოთ ყვავილნარი
ყვავილნარის შემოღობვა ლანდშაფტური დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომლის მომზადება ნებისმიერი ხელნაკეთი თუ მზა მასალისგან არის შესაძლებელია.
უცნაური და არქიტექტურულად გამორჩეული სახლები მსოფლიოს გარშემო
ინოვაციური ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას, არქიტექტურის განვითარებაში წარმოუდგენელი რეზულტატები აქვს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7