ბოჰემური სტილი - თავისუფალი და მრავალფეროვანი დიზაინი საცხოვრებელ გარემოში
თუ თქვენ ხელოვანი ადამიანი ხართ, გიყვართ თავგადასავლები, აღმოჩენები და 60-70-იანი წლების კულტურა, მაშინ იცოდეთ რომ ბოჰემური სტილი თქვენი
თუ თქვენ ხელოვანი ადამიანი ხართ, გიყვართ თავგადასავლები, აღმოჩენები და 60-70-იანი წლების კულტურა, მაშინ იცოდეთ რომ ბოჰემური სტილი თქვენი სახლისთვის საუკეთესოა. ოქროსფერი მეტალის ზედაპირი, ღია ფერები, თამამი ყვავილოვანი ნიმუშები, რეტრო სამზარეულოს დეკორი თანამედროვე იმიჯით - ბოჰემიალიზმი კვლავ მსოფლიოს იპყრობს. ამბობენ, რომ ბოჰემური სტილის ოთახებს ბევრი რამ აქვთ საერთო, მაგრამ ისინი არასდროს არიან ერთმანეთის იდენტურნი.
თუ თქვენ ხელოვანი ადამიანი ხართ, გიყვართ თავგადასავლები, აღმოჩენები და 60-70-იანი წლების კულტურა, მაშინ იცოდეთ რომ ბოჰემური სტილი თქვენი სახლისთვის საუკეთესოა. ოქროსფერი მეტალის ზედაპირი, ღია ფერები, თამამი ყვავილოვანი ნიმუშები, რეტრო სამზარეულოს დეკორი თანამედროვე იმიჯით - ბოჰემიალიზმი კვლავ მსოფლიოს იპყრობს. ამბობენ, რომ ბოჰემური სტილის ოთახებს ბევრი რამ აქვთ საერთო, მაგრამ ისინი არასდროს არიან ერთმანეთის იდენტურნი.
არ არსებობს ფერებთან დაკავშირებული წესები, როცა საქმე ბოჰემურ სტილს ეხება. მიღებულია, როგორც თბილი, ასევე ლითონის ფერები. ყავისფერი, ოქროსფერი, ტერაკოტის ფერი - ბოჰემური ფერების ოჯახს მიეკუთვნება. აქსესუარებისთვის კი არაჩვეულებრივია გაჯერებული მუქი წითელი, ცეცხლოვანი ფორთოხლისფერი და ელექტრული ცისფერი.
მთავარია გვახსოვდეს, რომ ფერების შერჩევისას „თბილად“ უნდა ვიფიქროთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ბოჰემურ ოთახში თეთრის ადგილი არ არის. თამამად შეურიეთ ბევრი ფერი ერთმანეთს და არ შეგეშინდეთ იმ ფერების გამოყენების, რომელთა შეხამებაც სტანდარტული დეკორის დროს არარეკომენდებულია. ეცადეთ, კედლებზე გობელენი ან ხალიჩა დაკიდოთ.
შეარჩიეთ ნატურალური მატერია, როგორიცაა, ბრეზენტი და სიზალი. მათი შეხამება აბრეშუმთან შეგიძლიათ. მატერიას უნდა ჰქონდეს ოდნავ ნახმარი სახე (არა დაზიანებული, მაგრამ არც ბრწყინვალე და ახალი). ამაში ნებისმიერ რამეს ვგულისხმობთ - ბალიშებიდან დაწყებული, ფარდებითა თუ აბაჟურებით დამთავრებული. ბოჰემურ ავეჯს ნებისმიერ ძველ მაღაზიაში ვერ იყიდით. მსგავსი სტილის ოთახებში, მათ დროთა განმავლობაში აგროვებენ ხოლმე. შეგიძლიათ მეორეული ან ვინტაჟური ნივთები შეიძინოთ, მათ ფორმასა თუ ზომას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. მთავარია მათი თითოეული ნაწილი განსაკუთრებული იყოს და თავის ამბავს გვიყვებოდეს. არ არსებობს შეხვიდეთ ბოჰემური სტილის ოთახში და ნებისმიერი ნივთი რამე ისტორიას არ დაუკავშიროთ.
აქსესუარები კი იმ ადამიანების ისტორიებს ჰყვებიან, ვინც იქ ცხოვრობს. ორნამენტული ზანდუკები, ვინტაჟური ბოთლები, რუკები, ძველი იერსახის ჭურჭელი - თქვენს ბოჰემურ პიროვნებაზე მეტყველებს. ეს უკანასკნელნი კი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ ხოლმე. ამიტომ, ბოჰემური სტილის ოთახში შესვლისას, ისეთი შთაბეჭდილება უნდა შეგექმნათ, რომ ყველა ნივთი შეგროვებულია მთელს მსოფლიოში. აუცილებლად იქონიეთ სანთლები და ფანრები. ეს ორი ნივთი ქმნის თბილ ატმოსფეროს, რომელიც ბოჰემური ცხოვრებისთვის აუცილებელია. გახსოვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბოჰემური სტილი ძველებურია, ეს მის გლამურულობას არ გამორიცხავს. არ შეგეშინდეთ სენტიმენტალური ბროლის ჭაღებისა თუ ორნამენტული ოქროსფერი სარკეების გამოყენება. წესი ერთადერთია: ბოჰემურ ოთახში ნებისმიერ საგანს თავისი ისტორია და ამბავი უნდა ჰქონდეს!
ჩვენ გირჩევთ
იაპონური სტილი ინტერიერის დიზაინში - სიახლე, რომლისკენაც ისწრაფოდა ევროპა!
აღმოსავლური, განსაკუთრებით იაპონური კულტურის როლი განუზომელია თანამედროვე არქიტექტურაში. იაპონური სტილი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც დღევანდელი ჩვენი საცხოვრებელი სივრცე მთლიანად მისი ტრადიციებისგანაა ინსპირირებული.
საძინებლის მოწყობის 9 ორიგინალური იდეა
საძინებელი ის ადგილია, სადაც მაქსიმალური სიმშვიდის შეგრძნებას ვეძებთ. იხილეთ მისი მოწყობის 9 ორიგინალური იდეა...
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7