ყინულის დროებითი სასტუმროები, როგორც განსაკუთრებული არქიტექტურული ნამუშევრები
ყინულის სასტუმრო დროებითი სასტუმროა. ის, თოვლისა და ყინულის ბლოკების სკულპტურებისგანაა შექმნილი, ხოლო მისი არსებობა ყინვაზეა დამოკიდებული.
ყინულის სასტუმრო დროებითი სასტუმროა. ის, თოვლისა და ყინულის ბლოკების სკულპტურებისგანაა შექმნილი, ხოლო მისი არსებობა ყინვაზეა დამოკიდებული. როგორც აღვნიშნე, მსგავსი ტიპის სასტუმროები აგებულია ყინულისა და თოვლისგან, სწორედ ამიტომ მათი უმეტესობა ყოველწლიურ აღდგენას საჭიროებს. ამგვარ სასტუმროებს სხვადასხვა ქვეყანაში გადააწყდებით. თითოეულ მათგანს განსხვავებული სტილი, სერვისი და პირობები გამნასხვავებს. ზოგიერთი მათგანი ყინულის ბარებს, რესტორნებს, საუნებს და სამლოცველოებსაც კი მოიცავს.
ყინულის სასტუმრო დროებითი სასტუმროა. ის, თოვლისა და ყინულის ბლოკების სკულპტურებისგანაა შექმნილი, ხოლო მისი არსებობა ყინვაზეა დამოკიდებული. როგორც აღვნიშნე, მსგავსი ტიპის სასტუმროები აგებულია ყინულისა და თოვლისგან, სწორედ ამიტომ მათი უმეტესობა ყოველწლიურ აღდგენას საჭიროებს. ამგვარ სასტუმროებს სხვადასხვა ქვეყანაში გადააწყდებით. თითოეულ მათგანს განსხვავებული სტილი, სერვისი და პირობები გამნასხვავებს. ზოგიერთი მათგანი ყინულის ბარებს, რესტორნებს, საუნებს და სამლოცველოებსაც კი მოიცავს.
თითოეულ მათგანს განსხვავებული სტილი, სერვისი და პირობები გამნასხვავებს. ზოგიერთი მათგანი ყინულის ბარებს, რესტორნებს, საუნებს და სამლოცველოებსაც კი მოიცავს.
პირველი ყინულის სასტუმრო შვედეთში 1989 წელს აშენდა. 27 წლის შემდეგ კი ჩრდილოეთ შვედეთში აშენებული ეს შენობა, პირველი გაყინული საცხოვრებელი იქნება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს.
მზის ენერგიაზე მომუშავე გაყინვის ახალი ტექნოლოგია ლეგენდარულ სასტუმროს გვთავაზობს, რომელშიც დაგხვდებათ ბარი, არტ-გალერეა, 20 ოთახი და 10 ლუქსი. ჭაღები კი ხელით დამუშავებულ 1000 ყინულის კრისტალს შეიცავს. ინტერიერი წარმოდგენილ იქნა 40 ხელოვანის, დიზაინერის და არქიტექტორის მიერ. მათ შორის არის ნორვეგიელი ლუკა რონკრონი, რომელმაც შენობა ვიქტორიანული ერის ინსპირაციით შექმნა.
შვედმა ტაისა გუსფორსმა და პატრიკ დალარდმა კი ოთახები დააპროექტეს. ბრიტანელმა არქიტექტორმა ალექს ჰოვმა და ადიტია ბატმა, საოცნებო ოთახი შექმნეს, რომელშიც შეხვდებით სპირალური ყინულის კიბეს. ამ უკანასკნელს ყინულის საწოლთან მიყავხართ. „ის ბუნება, რომელშიც ეს შენობები მდებარეობს, ყინულის სასტუმროებისთვის ინსპირაციის დიდ წყაროს გვაძლევს, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ყოველწლიურად განახლებას საჭიროებენ“, - ამბობს სასტუმროს დამაარსებელი ინგვე ბერგვისტი,- „შუა ღამის მზის დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია სასტუმროს ფუნქცია შევუნარჩუნოთ მთელი წლის განმავლობაში.“
რომანტიკული საღამო ვარსკვლავების ქვეშ, ჩრდილოეთის ციალის ყურება საკუთარი ოთახიდან - ფანტასტიკურად ჟღერს. ამ მომსახურებას გთავაზობთ სასტუმრო კაკსლაუტანენი, რომელიც ფინეთში მდებარეობს. 20 თერმული მინის იგლუ დამსვენებელს, ავრორა ბორეალისით დატკბობის საშუალებას აძლევს, პლუს სითბო და კომფორტი გარანტირებულია. იგლუს ყოველი მინა თერმული მინის კედლებით და ჭერით არის აღჭურვილი. იგლუ მხოლოდ 2 ადამიანს იტევს და ის იმდენად მცირეა, რომ მისი გათბობისთვის ზედმეტად ბევრი ენერგია არაა საჭირო. ამ სასტუმროშივე შეხვდებით მსოფლიოში უზარმაზარ სუანასაც. ასევე ყინულის ბარით აღჭურვილ რესტორანს და თოვლის სამლოცველოს. უფრო მეტი თავგადასავლებისთვის, სასტუმრო ათეულობით ყინულის იგლუსაც გთავაზობთ, სადაც ტემპერატურა მინუს 21 გრადუსია.
ერთ-ერთი ჯადოსნური ყინულის სასტუმრო კი კანადაში, მონტრეალის სოფელში გვხვდება. ის, იმ პირველი ყინულის სასტუმროების ჯაჭვს მიეკუთვნება, რომლებიც ნორვეგიასა და ფინეთში აშენდა. სასტუმრო ბიოსფერული გარემოს მუზეუმის გვერდით დგას, მის ქვემოთ კი წმინდა ლავრენსის მდინარის სანაპირო ზოლი გადის. ყინულის სასტუმრო დამსვენებლს 15 სტანდარტულ და 10 პრესტიჟულ ოთახს სთავაზობს. საოჯახო ოთახები 6 ადამიანამდე იტევს, პრესტიჟული ოთახი კი - მხოლოდ ორს. ისინი შეიცავს ყინულის სკულპტურებს და თემატურ ავეჯს. სასტუმროში ყინულის რესტორანსაც შეხვდებით, სადაც სახელგანთქმული მზარეული ერიკ გონზალესი გურმანებისთვის საკვებს ამზადებს. სტუმრები სხედან ყინულის სკამებზე, რომლებზეც თბილი ბეწვია გადაკრული. თოვლის თითოეულ ოთახს სახლის მაგვარი სტრუქტურა აქვს. ის აშენებულია გიგანტური ბუშტის დახმარებით. მრგვალი ბუშტი გაბერილი და ყინულით „შეფუთულია“. როცა ყინვა იმატებს, ბუშტი სკდება და შიგნით გამოქვაბულებს ქმნის.
ჩვენ გირჩევთ
თანამედროვე ენერგოეფექტური შენობები და ეკოლოგიური მდგრადობის მნიშვნელობა არქიტექტურაში
შენობების უმეტესობა დიდი რაოდენობით ენერგიას მოითხოვს. საბედნიეროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მდგრადი არქიტექტურა ნელ-ნელა იკიდებს ფეხს...
ალგორითმებით შემუშავებული შთამბეჭდავი ელბფილარმონია ჰამბურგში
ელბფილარმონიის შენობის კომპლექსი მოიცავს: ფილარმონიის დარბაზს, კამერული მუსიკის დარბაზს, რესტორნებს, ბარებს, პანორამულ ტერასას, საიდანაც ჰამბურგის ულამაზესი ხედები ჩანს, ბინებს, სასტუმროსა და ავტოსადგომს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7