როგორ გამოიყურება ძველი, სამგზავრო ავტობუსების შიგნით აგებული სახლები?
ავტობუსების სახლებად გადაკეთება ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო და დღევანდელობამდე დიდი ინტერესით სარგებლობს.
ავტობუსების სახლებად გადაკეთება ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო და დღევანდელობამდე დიდი ინტერესით სარგებლობს. ჰენკ ბუიტა მომავალი არქიტექტორია. მინესოტას უნივერსიტეტის პროექტისთვის, მან შეიძინა სკოლის ძველი ავტობუსი და ის მოქნილ, საცხოვრებელ ადგილად გადააქცია. 20 კვადრატული მეტრის მოძრავი სახლი აღჭურვილია სპორტული დარბაზის იატაკითა და LED განათებებით. ჰენკის მთავარი მიზანი იყო ეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება მარტივი დეტალებით პატარა სტრუქტურა ააშენო. პროექტი მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში. როგორც ჰენკი ამბობს, მან გამოიყენა 70 სანტიმეტრის ფართო ფანჯრები. ეს არის მოდულური „მეგზური“, რომელიც ავტობუსს ოთხ ძირითად ზონად ჰყოფს: აბაზანა, სამზარეულო, დასაძინებელი და დასაჯდომი სივრცე. ეს ყველაფერი შეიძლება სხვადასხვანაირად გადაკეთდეს კიდეც, რაც, თავისთავად, მომხარებლის სურვილსა და საჭიროებაზეა დამოკიდებული.

დურგალმა, ადამ კოლიერ ვუდსმა, ორსართულიან ავტობუსში არა სახლი, არამედ სასტუმრო შექმნა. ამისთვის მას 6 თვე და 15 000 ევრო დასჭირდა. თავად ავტობუსი კი ადამმა ებეიზე 4 500 ევროდ შეიძინა. ამჟამად ავტობუს-სასტუმროში შეგხვდებათ ორი ორმაგი საძინებელი, ავეჯით, ხალიჩებით, სამზარეულოთი და არაჩვეულებრივი ხედებით. ავტობუსში ღუმლის დასადგამი ადგილიც აღმოჩნდა. სასტუმრო ექვს ადამიანს ემსახურება. როგორც ადამი ამბობს, მთლიანი პროექტი ერთი მასიური რეცირკულაციის მაგალითია. ავტობუსი, რომელიც უკვე დაძველდა და აღარ ვარგოდა, ფუნქციურად კვლავ გამოსადეგარი გახდა
არქიტექტურულმა კომპანია, „ვინკელმენმა“, გადასაკეთებლად 1959 წლის „შევროლეს“ მინიავტობუსი აირჩია. მისი სახლად გადაქცევა იმ მომხმარებლისთვის შესრულდა, რომელიც თავისი ოჯახისთვის მულტიფუნქციურ სატრანსპორტო საშუალებებს ეძებდა. ასევე მას სურდა სახლში დიდი, სასტუმრო საძინებელი ყოფილიყო. ავტობუსისა და სახლის კომბინაცია კი იმდენად ლამაზი გამოვიდა, რომ ამ შედეგს არავინ ელოდა. ეს არის მოძრავი კოტეჯი, რომელიც ფუნქციურთან ერთად, მოდურიცაა. აქამდე, მანქანა იმდენად დაზიანებული იყო, რომ არქიტექტურულმა კომპანიამ ის, ფაქტობრივად, ახლიდან ააშენა, თუმცა თავისი ავთენტური, ვინტაჟური სტილი შეუნარჩუნა. ლამაზ ექსტერიერთან ერთად, ინტერიერიც საკმაოდ საინტერესოდ არის დატვირთული. ეს არის პანკური, ჰიპური და მოროკოული სტილის ნაზავი, რაც, თავისთავად, სახლს ახალ და ორიგინალურ ხედს სძენს. 60-იანების მუხტი გაჯერებულია მულტიფერების მძივებით, მოროკოული სტილის პრინტებითა და ფოჩებიანი სანათურებით. რაც შეეხება ძირითად მასალას, გამოიყენეს მუხა, რომელიც იატაკის სიძლიერეს უზრუნველყოფს.
ჩვენ გირჩევთ
ყინულის დროებითი სასტუმროები, როგორც განსაკუთრებული არქიტექტურული ნამუშევრები
ყინულის სასტუმრო დროებითი სასტუმროა. ის, თოვლისა და ყინულის ბლოკების სკულპტურებისგანაა შექმნილი, ხოლო მისი არსებობა ყინვაზეა დამოკიდებული.
თანამედროვე ბიბლიოთეკები, როგორც მოდერნისტული არქიტექტურის საინტერესო ნიმუშები
ბიბლიოთეკების ხსენებისას თვალწინ ძველი, მტვრიანი შენობები წარმოგვიდგება. ისინი ჩვენი მემკვიდრეობაა, რადგან ადამიანთა შექმნილ წარსულსა და აწმყოს მოიცავს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7