რა არის ფერების თერაპია და როგორი გავლენა აქვს მას ადამიანზე?
ფერების თერაპია იგივე ქრომოთერაპია არის ჰოლისტიკური მკურნალობის ტიპი, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებდნენ ადამიანები.
ფერების თერაპია იგივე ქრომოთერაპია, ან სინათლის თერაპია არის ჰოლისტიკური მკურნალობის ტიპი, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებდნენ ადამიანები. ეგვიპტე, ჩინეთი, ინდოეთი ის ცივილიზაციებია, რომლებმა ათასწლეულების წინ დაიწყეს ფერებისა და მათი გავლენის შესწავლა და ამ ცოდნის სათავისოდ გამოყენება. ფერების თერაპია დღეს სულ უფრო აქტუალური ხდება და ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს მისი გამოყენებით მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის მიღწევას. ფერების თერაპიის დროს იყენებენ სინათლისა და ფერის ხილულ სპექტრს ადამიანის განწყობილებისა და ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
ფერების თერაპია იგივე ქრომოთერაპია, ან სინათლის თერაპია არის ჰოლისტიკური მკურნალობის ტიპი, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებდნენ ადამიანები. ეგვიპტე, ჩინეთი, ინდოეთი ის ცივილიზაციებია, რომლებმა ათასწლეულების წინ დაიწყეს ფერებისა და მათი გავლენის შესწავლა და ამ ცოდნის სათავისოდ გამოყენება. ფერების თერაპია დღეს სულ უფრო აქტუალური ხდება და ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს მისი გამოყენებით მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის მიღწევას. ფერების თერაპიის დროს იყენებენ სინათლისა და ფერის ხილულ სპექტრს ადამიანის განწყობილებისა და ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
ითვლება, რომ ფერებს აქვთ თავისი ენერგია, რომლითაც ისინი მოქმედებენ ადამიანზე. თქვენ შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში გაუცნობიერებლად იყენებდეთ რომელიმე ფერს, გუნება განწყობის ასამაღლებლად, დასამშვიდებლად და ა.შ. შეიძლება შეგიმჩნევიათ კიდეც, თუ როგორ მოქმედებს განსხვავებული ფერები თქვენს ხასიათზეც. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი კარგად ვიცოდეთ რა დატვირთვა აქვს თითოეულ ფერს და როგორ გამოვიყენოთ ისინი ჩვენ სასიკეთოდ. მათ, ვინც დაკავებულია ფერების თერაპიით სჯერათ, რომ ფერები გავლენას ახდენენ ადამიანის შინაგან ორგანოებზეც. ასე მაგალითად, წითელი მოქმედებს თირკმელებზე, იასამნისფერი ტვინსა და ნერვიულ სისტემაზე, ლურჯი- თვალებზე, ცისფერი-ფარისებრ ჯირკვალზე და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ სამკურნალო აბაზანების დროს ხშირად იყენებენ სხვადასხვა ფერის განათებას, ან ფერად კრისტალებს.
ფერების გამოყენება აქტიურადაა დანერგილი ფენგ შუის სწავლებაშიც. აქ თითოეულ ფერს თავისი დატვირთვა აქვს. დიზაინერებსა და სახლის მეპატრონეებსაც, ინტერიერში ფერების განაწილებისას ჭკვიანური დაფიქრება სჭირდებათ. თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენ სახლში ფერები სწორად იყოს განაწილებული, არ იწვევდნენ თქვენს გადაღლასა და გაღიზიანებას, მაშინ მნიშვნელოვანია ფერების გავლენისა და დანიშნულების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება. გახსოვდეთ, რომ სახლი ისე უნდა მოაწყოთ, რომ მაქსიმალურად შესძლოთ განტვირთვა და დასვენება. ცისფერი და ლურჯი ფერები წყალთან ასოცირდება. ისინი ზრდიან სიმშვიდის, გულწრფელობის, ნდობის დონეს და ამავდროულად თავისუფლების ენერგიით ავსებენ ადამიანს. ლურჯი ფერი გვათავისუფლებს უარყოფითი ემოციებისგან და გვაძლევს საშუალება გავერკვეთ ჩვენ სიღრმისეულ გრძნობებში და მოვიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე. სახლში, ამ ფერის გამოყენება საუკეთესო იქნება სამუშაო ან სამეცადინო ოთახში.
ყვითელი ფერი, რომელიც დადებით ენერგიასთან ასოცირდება, ზრდის მხიარულებას, სინათლეს, შინაგან ძალას, კრეატიულობას ადამიანში. ეს ფერი კარგი საშუალებაა რომ დადებითად დამუხტოთ როგორც თქვენი სხეული, ისე გონება. ამ ფერის გამოყენება წარმატებით შეგიძლიათ სამზარეულოსა და მისაღებ ოთახში. რაც შეეხება მწვანეს ის ბალანსთან, სიცოცხლესთან, ზრდასთან და ჰარმონიასთან ასოცირდება. მწვანე ფერი ყველაზე მეტად გვახსენებს ბუნებასთან კავშირს. კარგი იქნება თუ ამ ფერს ბუნებრივი საშუალებებით გამოიყენებთ თქვენს ინტერიერში. დადგით მცენარეები ყველა ოთახში, მათი გავლენა თქვენზე აუცილებლად დადებითი იქნება. თუ ამ ფერის გამოყენება კედლებზე გსურთ გირჩევთ ის საძინებელსა და მისაღებ ოთახში გამოიყენოთ. რაც შეეხებათ ნარინჯისფერსა და წითელს ეს აქტიური ფერები დიდ ენერგიასთან არის კავშირში. ნარინჯისფერი მოქმედებს კრეატიულობასა და პროდუქტიულობაზე, გავსებთ ოპტიმიზმით და ენთუზიაზმით. წითელი კი პირდაპირ მოქმედებს ფიზიკურ ენერგიაზე. ეს არის ცეცხლის, ვნების სიძლიერის ფერი. რა თქმა უნდა თქვენ სახლში ამ ფერების გამოყენებისგან შეზღუდული არ ხართ, თუმცა აუცილებლად უნდა დაიცვათ ბალანსი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი საცხოვრებელი გარემო ზედმეტად დამღლელი იქნება. თუ ამ ფერებით კედლების შეღებვას გადაწყვეტთ ეცადეთ უფრო რბილი ტონები აარჩიოთ, ხოლო კაშკაშა წითელი და ნარინჯისფერი დეკორის სახით გამოიყენოთ.
ჩვენ გირჩევთ
ახალ წელთან დაკავშირებული საინტერესო ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან
შობა-ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული დღესასწაულია და მას გარკვეული თავისებურებებით აღნიშნავენ.
ნარჩენებთან დაკავშირებული ეკოლოგიური საფრთხეები და მისი სწორად გადამუშავების აუცილებლობა
ადამიანების ჭარბი რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება ნაგვის რაოდენობაც, რაც დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასთან და ამ დაბინძურებით გამოწვეულ ეკოლოგიურ საფრთხეებთან.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7