ექსტერიერი

რა დატვირთვა აქვთ ვარდებს ბაღის ექსტერიერის დიზაინში და როგორ უნდა შევარჩიოთ ისინი?

ვარდი იყო და დარჩება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ნაზ ყვავილად. მას ხშირად ლანდშაფტური პროექტების გასაფორმებლად იყენებენ.

1710

ვარდი იყო და დარჩება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ნაზ ყვავილად. მას ხშირად ლანდშაფტური პროექტების გასაფორმებლად იყენებენ. ვარდის ერთ-ერთ უპირატესობად მისი მრავალსახეობა ითვლება. ზუსტად ასე შეგიძლიათ მორთოთ, პრაქტიკულად, ნებისმიერი დეტალი. ამის გარდა, ვარდი ლანდშაფტის დიზაინში იდეალურად ერწყმის ნებისმიერ სტილს. თქვენს აგარაკსა თუ ბაღში მისი გამოყენება საკმაოდ ეფექტურად შეგიძლიათ. თუ ბაღში არკა გაქვთ, შეგიძლიათ ვარდები მას შემოახვიოთ. ეს განსაკუთრებულ და რომანტიკულ ატმოსფეროს შექმნის. გამოიყენეთ როგორც ერთგვარი ფერის ყვავილები, ასევე - სხვადასხვა ფერის. მაგალითად, ქვემოთ მოცემულ სურათზე, დაბალფასიან არკას ხედავთ, რომელიც კრემისფერი ვარდებით არის მორთული. მათ გვერდს ჰიბისკური ჩინური წითელი ვარდი უმშვენებს, მთლიანი ფონი კი ვარდისფერი ვარდით არის გაფორმებული.

წყარო: www.www.remontbp.com
წყარო: www.www.remontbp.com

თეთრი ფერის თაღს ამავე ფერის ვარდები საკმაოდ დახვეწილ იერს ანიჭებს. თუ თაღს რამდენიმე სექცია აქვს, მისი გამოყენება ფანჩატურივით შეგეძლებათ. დაამშვენეთ ის ნებისმიერი ჯიშის ვარდით და თქვენი დასვენების პროცესი ბევრად სასიამოვნო გახდება!

წყარო: www.www.remontbp.com
წყარო: www.www.remontbp.com

საინტერესო ვარიანტია, თუ ვარდებს კედლებსა და ღობეებს შორის დარგავთ. ვარდის ბუჩქებისგან შექმნილი ღობეები ულამაზეს ხედს ქმნის. ბაღის მსგავსი მოწყობა დიდ ხარჯსა თუ დროს არ მოითხოვს. თეთრი ღობის ფონზე ღია ვარდისფერი ვარდები ულამაზესად გამოიყურება.

წყარო: www.www.remontbp.com
წყარო: www.www.remontbp.com

შედარებით ძვირი სიამოვნებაა, ვარდების კედელზე გაზრდა, თუმცა ამით ორ ამოცანას გადაჭრით: ვარდები მარტო არ „მოიწყენენ“ და შენობის ფასადი მართლაც რომ მომხიბვლელი გახდება. ვარდისფერი და წითელი ფერის ვარდების ერთმანეთში გარდასვლა თქვენს დასვენებაზე თერაპიულადაც კი იმოქმედებს. მსგავსი დიზაინის შექმნა რთული არ არის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ დიდი ფინანსები არ გჭირდებათ.

წყარო: www.www.remontbp.com
წყარო: www.www.remontbp.com

2017 წლისთვის მწვანე ლანდშაფტის ვარდებით მორთვა ტრენდულია. ასე რომ, სახლის გარშემო ტერიტორია ან საპარკინგე სივრცე შეგიძლიათ ამ ულამაზესი წითელი ყვავილებით დაამშვენოთ. თუ ბაღში აპირებთ ვარდების გაზრდას, ლანდშაფტის დიზაინში მათი დამატების შემდეგი გზები განიხილეთ. მიაქციეთ ყურადღება, თუ როგორ იღებს თეთრი ვარდი ხის მსგავს ფორმას. ის ბილიკის გასწვრივ დარგეთ, შედეგად კი მსგავს ვარიანტს მიიღებთ, როგორსაც ქვემოთ მოცემულ სურათზე ხედავთ!

წყარო: www.www.remontbp.com
წყარო: www.www.remontbp.com

თუ მკაცრი ინგლისური სტილი მოგწონთ, მაშინ ექსტერიერის დიზაინში ვარდის ბუჩქები გამოიყენეთ. ოღონდ დაიმახსოვრეთ, მათში ბევრი ყვავილი არ უნდა იყოს! მათი მოვლისას, პირველ რიგში, ყურადღება ნიადაგზე უნდა გაამახვილოთ. ამიტომ ეს ვარდები პატარები, მაგრამ საკმაოდ მოვლილები იზრდება. 

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

მსოფლიოს ულამაზესი ბაღები, როგორც ლანდშაფტური არქიტექტურის დახვეწილი და გამორჩეული ნიმუშები

წარსულში ბაღებს სამედიცინო ან რელიგიური დანიშნულება ჰქონდათ. დროთა განმავლობაში ბაღების ფუნქცია კი აბსოლუტურად შეიცვალა.

4285
ნახე მეტი
ექსტერიერი

სხვადასხვა აქტუალური სტილი ექსტერიერის დიზაინში ბაღის მოსაწყობად

თუ ბაღის მოწყობა გაქვთ გადაწყვეტილი მაშინ, საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვით: ბაღის რა ნაწილისა და სივრცის გამოყოფა შეგიძლიათ სპეციალური დეკორირებისთვის? რა საქმიანობისთვის გჭირდებათ თავად ბაღი?

1355
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575