რეკრეაციული ზონების მნიშვნელობა ურბანულ გარემოში და მათი უპირატესობები
რეკრეაცია ეს ადამიანის რაციონალური აქტივობაა, რომელიც ემსახურება მისთვის სიამოვნების მინიჭებას და ძალების აღდგენას ნებისმიერ დროსა და გარემოში.
რეკრეაცია ეს ადამიანის რაციონალური აქტივობაა, რომელიც ემსახურება მისთვის სიამოვნების მინიჭებას და ძალების აღდგენას ნებისმიერ დროსა და გარემოში. რეკრეაციული ადგილი საჯარო სივრცეა - საზოგადოებისთვის განკუთვნილი ინტეგრირებული ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანების შეხვედრას, რელაქსაციას და იდეების მიმოცვლას. თავის მხრივ, საჯარო ადგილებად იდენტიფიცირდება ისეთი სივრცეები, სადაც შესვლა უფასოდ შეგიძლიათ. საჯარო სივრცეებში ადამიანს უნდა შეეძლოს გონებისა და სხეულის მოსვენება, სტიმულირება. რეკრეაციული სივრცეები რამდენიმე ტიპად იყოფა: ფორმალური, არაფორმალური, აქტიური, პასიური, ორგანიზებული, არაორგანიზებული, შიდა და გარეთა. ურბანულ რეკრეაციულ სივრცეებში პირველი სამი გვხვდება. ფორმალურ ტიპებში ცალკე გამოიყოფა საბავშვო სათამაშო სივრცეები: სპეციალურად ბავშვებისთვის აღჭურვილი სათამაშო და სათავგადასავლო მოედნები. მოზრდილებისთვის ფორმალური რეკრეაციული სივრცეები კი მოიცავს სათამაშო და სპორტულ მოედნებს, ტენისის კორტებს. არაფორმალური რეკრეციული სივრცე კი ქალაქის ის ნაწილია, სადაც ადამიანები თავისუფლად დადიან, სხდებიან და ჩვეულებრივ ისვენებენ. ეს ადგილებია: პარკები, სიგრძივი ღია სივრცე, ბუნებრივი, არაფორმალური ღია სივრცე, ორნამენტული ბაღები და ბალახზე დასაჯდომი სივრცეები. აქტიური რეკრეაციული ადგილები მოიცავს სათამაშო მოედნებს, ხოლო მსგავსი აღჭურვილობის მენეჯმენტი ქალაქებსა და რეკრეაციულ უბნებში გვხვდება.

რა ბენეფიტები შეიძლება ჰქონდეს ურბანულ გარემოში რეკრეაციული სივრცეების გაფართოებას? ეს ხელსაყრელია საზოგადოების ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად; პიროვნული განვითარება, კრეატიულობა, ინდივიდუალურობა, სოციალური, ფიზიკური და ინტელექტუალური ზრდა, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებსა და ახალგაზრდებში; ადამიანების მოტორული უნარების განვითარება; საზოგადოების შეგრძნება და თავის თავშივე საზოგადოებრივი ინტერაქციის შენება; ქალაქის იერსახის გამოსწორება; გარემოს მოფრთხილება და დაცვა.
ურბანულ სივრცეში რეკრეაციული სივრცეების შექმნა პირდაპირპროპორციულია ყველაზე მთავართან: ადამიანის კეთილდღეობასთან. დღეს, ადამიანები დროში შეზღუდულნი გახდნენ, რაც თავისთავად ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი მტერი შეიძლება იყოს. ჩვენ არასწორი პრიორიტეტები გვაქვს, რაც გულისხმობს ნაკლებ პირად დროს, ფიზიკურ პასიურობას და ცუდ დიეტებს. სახლში დაფუძნებული მრავალი აქტივობა, როგორებიცაა, ტელევიზორის ყურება ან ვირტუალური თამაშები უფრო მეტად პოპულარული ხდება. ეს ყველაფერი ახალგაზრდების საზოგადოებისგან იზოლაციას იწვევს. ასევე ქალები, რომლებსაც ჰყავთ შვილები ან არიან დაქორწინებული, ნაკლებად ებმებიან ფიზიკურ აქტივობებში. იგივე ეხებათ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს.
აქედან გამომდინარე, საჯარო რეკრეაციული სივრცეები მეტად უნდა მომრავლდეს. ეს უკანასკნელნი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის უნდა იყოს განკუთვნილი. საჭიროა მათი აღჭურვა და ისეთ სივრცედ გადაკეთება, რომელიც საზოგადოებას უსაფრთხოების გარანტიას მისცემს.
ჩვენ გირჩევთ
დეკორატიული აუზი, როგორც თქვენი ბაღის ეფექტური გაფორმება
დღეს სულ უფრო მეტ ადამიანს სურს, რომ ბაღი განსხვავებული, ორიგინალური და ბუნებასთან უფრო ახლოს მყოფი ტერიტორია იყოს.
როგორ მოვაწყოთ ბაღი 2018 წლის ტრენდების მიხედვით?
როცა საქმე 2018 წლის ბაღის ტრენდებს ეხება, ძირითადი ყურადღება მცენარეებზე, ფერებსა და დიზაინზე უნდა გაამახვილოთ.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7