საცხოვრებელი გარემო

რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ საცხოვრებელი გარემო?

სახლის შერჩევისას არ უნდა დავიშუროთ დრო და ენერგია, რათა გავითვალისწინოთ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი.

2522

სახლი ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კომფორტლად უნდა ვგრძნობდეთ. ადგილი, სადაც სრულფასოვნად შეგვიძლია საკუთარ გემოზე დასვენება და დროის გატარება. სწორედ ამიტომ, მისი შერჩევისას არ უნდა დავიშუროთ დრო და ენერგია, რათა გავითვალისწინოთ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ჩვენ ცხოვრებას კომფორტს შეუქმნის და საშუალებას მოგვცემს სახლისგან ის მივიღოთ რაც გვსურს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი გადატვირთული ცხოვრების რიტმის გამო სულ უფრო ნაკლები დროის გატარება გვიწევს სახლში, ეს ადგილი ჩვენი ცხოვრებისთვის უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელი გახდა. რადგან დღეს ისე, როგორც არასდროს სჭირდება ადამიანს კომფორტული, მშვიდი სივრცე, სადაც ძალების აღდგენასა და განტვირთვას შეძლებს.

Metra.ge
Metra.ge

როდესაც საცხოვრებელს ვირჩევთ, უპირველეს ყოვლისა ყურადღება უნდა გავამახვილოთ ადგილმდებარეობაზე. დაიმახსოვრეთ, თქვენს ბინაში უამრავი რამის შეცვლას შეძლებთ, მაგრამ თქვენ ვერასდროს შეცვლით თქვენს სამეზობლოს და გარემოს, სადაც თქვენი ბინა იქნება. ამიტომ, თავიდანვე უნდა აარჩიოთ ისეთი ადგილი, რომელიც სამომავლოდ დისკომფორტს არ შეგიქმნით. რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტია სამსახურთან ახლოს მდებარე სახლი, რომელიც ქალაქის ცენტრისგანაც არ იქნება შორს და ამავდროულად, ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია განთავსებული. თუმცა, ასეთი ადგილები ჩვენთან სულ უფრო იშვიათია. ბევრი უარს არ ამბობს ხმაურიან, გამონაბოლქვით სავსე ადგილას ცხოვრებისგან, მხოლოდ იმიტომ რომ უბნის პრესტიჟულობა იზიდავს. თუმცა, ეკოლოგიური პრობლემების გათვალისწინებით, დღეს პრესტიჟი და მოთხოვნა სწორედ ისეთ ადგილებს ენიჭებათ, სადაც სუფთა ჰაერით, სიმწვანითა და სივრცით ტკბობაა შესაძლებელი. მერწმუნეთ, რაც არ უნდა კომფორტულად მოაწყოთ თქვენი ბინა, მისგან თავის დაღწევა ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგინდებათ, თუ საცხოვრებელი გარემო ზემოთ ხსენებულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.

Metra.ge
Metra.ge

მას შემდეგ, რაც თქვენთვის სასურველ ადგილს შეარჩევთ აუცილებელია თავად პროექტის გადამოწმება. მის მდგრადობაზე, საშენ მასალაზე ინფორმაციის მოპოვება. გაარკვიეთ ჩატარებულია თუ არა სეისმური კვლევა. მაქსიმალურად არის თუ არა ათვისებული ბუნებრივი განათების რესურსი. თუ თქვენ საშუალება გაქვთ აუცილებლად დაიხმარეთ პროფესიონალი, რომელიც მარტივად გაგარკვევთ ამ ყველაფერში. თუ მშენებარე კორპუსში გადაწყვიტეთ ბინის აშენება აუცილელად მოითხოვეთ განაშენიანების გეგმა, რათა დარწმუნდეთ, რომ რამდენიმე წლის მერე თქვენი ფანჯრების წინ ახალ კორპუსს არ წამოჭიმავენ. დღეს, უამრავი ადამიანი განაშენიანების გეგმის ნახვის გარეშე ყიდულობს ბინას. შედეგად კი გაწბილებული რჩება, რადგან მათი ძვირფასი ხედი ახალი კორპუსის წყალობით ქრება, რომელიც იქვე არსებულ სკვერსაც ანადგურებს.

Metra.ge
Metra.ge

გახსოვდეთ, რომ თქვენი სახლი უნდა გიქმნიდეთ მაქსიმალურ კომფორტს. უნდა შეგეძლოთ ბინიდან ლამაზი ხედებით და სივრცით ტკბობა. უნდა შეგეძლოთ ლამაზ, მოვლილ სკვერში დროის გატარება და ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნით ძალების აღდგენა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ქალაქები სულ უფრო ნაკლებად გვაძლევს ამის საშუალებას, საბედნიეროდ ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ისეთი სივრცეები, რომელიც ყველა პირობას გვთავაზობს იმისათვის, რომ მთელი ცხოვრება ჯანსაღ გარემოში გავატაროთ.

ჩვენ გირჩევთ

საცხოვრებელი გარემო

უსაფრთხოების მნიშვნელობა საცხოვრებელი გარემოს შერჩევისას

დღეს, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქში ცხოვრობს და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

1607
ნახე მეტი
საცხოვრებელი გარემო

როგორ ტრანსფორმირდება საჯარო თუ პრივატული სივრცეები ქუჩის ხელოვნების დახმარებით?

როცა ბევრ ქვეყანაში გრაფიტზე გარკვეული რეგულაციები მოქმედებს, მექსიკაში, მთავრობამ მხატვრების კოლექტივი მოიწვია. მათი მიზანი იყო შეექმნათ და გაელამაზებინათ ერთი კონკრეტული მექსიკური ქუჩა.

1260
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575