საცხოვრებელი გარემო

როგორ გამოიყურება მსოფლიოში საუკეთესო საახალწლო ილუმინაციები?

2018 წელი ახლოვდება და სხვადასხვა ქვეყანა მას თავისებურად აღნიშნავს. შობა-ახალი წლისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი ტრადიცია ქუჩებისა თუ სახლების საახალწლო განათებაა.

1079

2018 წელი ახლოვდება და სხვადასხვა ქვეყანა მას თავისებურად აღნიშნავს. შობა-ახალი წლისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი ტრადიცია ქუჩებისა თუ სახლების საახალწლო განათებაა. წარმოგიდგენთ, მსოფლიოში საუკეთესო ილუმინაციებს. ბრუკლინში მდებარე “Dyker Heights”-ის საშობაო-საახალწლო დეკორაციები მნახველისთვის ერთ-ერთ საინტერესო სეზონურ ტურისტულ ატრაქციას წარმოადგენს. კულტურული ფენომენი, რომელიც აქ გვხვდება, ბრუკლინური ტრადიციების შემადგენელი და სასიცოცხლო ნაწილია. ეს არის იტალიური სამეზობლო, სადაც შობაზე უამრავ საახალწლო დეკორაციას და განათებას შეხვდებით. ეს უკანასკნელი ყველგანაა: სახლებში, სახურავებზე, ბაღებში. ილუმინაციებით დამშვენებული ადგილი ყველა იმ ადამიანს მოეწონება, რომელიც შობის ფესტივალებზე, ხალხურ ხელოვნებასა და განათებებზე გიჟდება

წყარო: www.lizardmedia.co
წყარო: www.lizardmedia.co

შობა-ახალი წელი ტივოლი გარდენსშიც ულამაზესად გამოიყურება. სწორედ ამ სილამაზის გამო, კოპენჰაგენს, ზამთრის პერიოდში, უამრავი ტურისტი სტუმრობს. ულამაზესი სინათლის შოუ ირეკლავს მდინარეს და წარმოუდგენლად მშვენიერ სანახაობას ქმნის. ზღაპრული განათება და საშობაო-საახალწლო მუსიკა ერთად უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის. სამი ერთმანეთისგან განცალკევებული სინათლის შოუ ხუთი წუთის განმავლობაში გრძელდება, ხოლო ერთი საღამოს განმავლობაში ის შეიძლება უამრავჯერ ნახოთ. აქ ასევე 60 საშობაო ჯიხურსაც შეხვდებით, სადაც საჭმელს, ცხელ სასმელებსა თუ ხელით შექმნილ ნივთებს ყიდიან.

წყარო: www.lbest-served.co.uk
წყარო: www.lbest-served.co.uk

ზღაპრისა თუ მითოლოგიის პერსონაჟები, ტყეები, ცხოველები, სუნები და ფერები, ჩრდილოეთის ციალი, მოზაიკები, ყველაზე ხშირად გამოყენებული საახალწლო ელემენტები - ეს ყველაფერი იტალიაში, სალერნოში შეგხვდებათ. თითოეული დეტალი დამთვალიერებელს სასიამოვნოდ გაოცებულს ტოვებს. განათებული ცხოველები ბუნების დაცვისკენ მოგვიწოდებენ. სასაცილო სათამაშო პინგვინები კი იქაურობას ანტარქტიკულ ყინულად გარდაქმნიან. ულამაზესი შუქების წარმოდგენა ყოველ წელს აქტუალურია. შობა-ახალი წლის განმავლობაში, არტისტების დიდი რაოდენობა სხვადასხვა განათებულ ინსტალაციებს ქმნის. ისინი უფრო მეტად საინტერესო რომ გახადონ, 4 თემას ირჩევენ ხოლმე. ესენია: მითები, ოცნება, დრო და შობა-ახალი წელი.

წყარო: www.lucidartista.comune.salerno.i
წყარო: www.lucidartista.comune.salerno.i

ფილიპინებში მდებარე „Policarpio Street“ კი ტურისტებს თავისი ატრაქციონებით იზიდავს: ეს არის ათასობით საახალწლო ნათურით განათებული და სანტა კლაუსებით გადავსებული სახლები. ამ ყველაფრის ავტორი კარმენ სუვაა, რომელიც ბედნიერ და გახარებულ ადამიანებზე გიჟდება. ამიტომ გადაწყვიტა სანტების კოლექცია შეეგროვებინა: ქანდაკებები, სათამაშოები, ადამიანის ზომის ფიგურები. ეს ქუჩა საახალწლოდ ნამდვილად ჯადოსნურ სამყაროს ემსგავსება.

წყარო: www.gmanetwork.com
წყარო: www.gmanetwork.com

უკვე 21 წელია, რაც იაპონიაში ყველაზე ცნობილი სინათლის შოუ იმართება. წლევანდელი ფესტივალი კი იმ დაზარალებულ ადამიანებს მიეძღვნება, რომლებიც 1995 წლის მიწისძვრას შეეწირნენ. აქ 200 000-ზე მეტ ხელით მოხატულ განათებას გამოიყენებენ.

წყარო: www.japancheapo.com
წყარო: www.japancheapo.com

ჩვენ გირჩევთ

საცხოვრებელი გარემო

დაბინძურება და ეკოლოგიური საფრთხე რომელიც უკვე დადგა

ადამიანი არ არსებობს საცხოვრებელი გარემოს გარეშე. სწორედ ეს გარემო განაპირობებს ჩვენს ხასიათს, მსოფლმხედველობას, ტრადიციასა და გემოვნებას.

1251
ნახე მეტი
საცხოვრებელი გარემო

სმოგი - ხალხმრავალი ქალაქებისთვის დამახასიათებელი სახიფათო მოვლენა

სამწუხაროდ, სმოგი დიდი, განვითარებადი ქალაქების ყოველდღიურობად იქცა, დადგინდა მისი გამომწვევი მიზეზებიცა და შედეგებიც.

2460
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575