ინტერიერი

როგორ გამოიყურება ყველაზე უცნაური და თანამედროვე საწოლები?

აირჩიოთ ორდინალური, კომფორტული საწოლი - კარგი იდეაა, მაგრამ ერთ პრობლემით - მას ვერავინ ვერასდროს შეამჩნევს. ამიტომ, კრეატიულ და უჩვეულო დიზაინის საწოლებს წარმოგიდგენთ.

1278

ამის კეთებაში ჩვენ ვხარჯავთ: დღეში 8 საათს, კვირაში - 56 საათს, თვეში - 240 საათსა და წელიწადში - 2 920 საათს. დიახ, ეს აქტივობა, რა თქმა უნდა, ძილია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ცხოვრების ერთი მესამედი არაფრის კეთებაში მიდის. თუკი თქვენ 90 წელი იცოცხლებთ, 30 წელს ამ მისტიკურ მდგომარეობაში გაატარებთ. ამიტომ, როცა საწოლის ყიდვას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ აქ თქვენი დროის უდიდესი ნაწილი უნდა იყოთ. აირჩიოთ ორდინალური, კომფორტული საწოლი - კარგი იდეაა, მაგრამ ერთ პრობლემით - მას ვერავინ ვერასდროს შეამჩნევს. ამიტომ, კრეატიულ და უჩვეულო დიზაინის საწოლებს წარმოგიდგენთ. ამ საწოლის დიზაინი ირლანდიელმა ჯოზეფ ვოლჩმა შექმნა. ეს ავეჯი ქმნის პერსონალურ სივრცესა და ამასთან ერთად, საკმაოდ ფუნქციურიცაა. მთავარი მასალა ხეა, რომელიც თავისი გამძლეობითაა გამორჩეული. საწოლი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შედეგი შეიძლება მივიღოთ ხისა და მატერიის კოლაბორაციით. ეს არის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს ბუნებრივ თავშესაფარს სთავაზობს. ჯოზეფმა ხე თხელ ფენებად დაჭრა. მასალის თავისუფალი მოღუნვის წყალობით კი საწოლმა ბუნებრივი ელასტიკური ფორმა მიიღო.

წყარო: www.pinterest.com
წყარო: www.pinterest.com
წყარო: www.pinterest.com
წყარო: www.pinterest.com

ჰოლანდიელმა არქიტექტორმა, ჯანიაპ რაისენარსმა, საწოლის საინტერესო კონცეპტი შეიმუშავა. ეს არის მაგნიტური, მოტივტივე ავეჯი, რომელსაც დამალული კიბეები აქვს. 7-წლიანი კვლევის შემდეგ, მაგნიტით გამყარებული 7-ფიგურიანი საძილე პლატფორმა შეიქმნა. საწოლის ჩარჩო ჩვეულებრივ შავად არის შეღებილი, რაც თავად მის ფეხებს მალავს. ავეჯი 900 კილოგრამს უძლებს და მხოლოდ ოთხი ძალიან თხელი მავთულით არის დამაგრებული. მისი ღირებულება კი მილიონ დოლარს შეადგენს.

წყარო: www.pinterest.com
წყარო: www.pinterest.com
წყარო: www.pinterest.com
წყარო: www.pinterest.com

დაიძინოთ თევზებთან ერთად - ზუსტად ამას გთავაზობთ ეს საწოლი. 4-ლიტრიანი აკვარიუმი ავეჯის თავზეა დამაგრებული. ორივე მხარეს კი ერთმანეთის მსგავსი მაგიდაა დადგმული. სანათურები თავად აკვარიუმშია მოთავსებული. ეს უკანასკნელი, ამის გარდა, მოიცავს ფილტრსა და ჰაერის გამწმენდს. მისი ღირებულება 11 500 დოლარია.

წყარო: www.pinterest.com
წყარო: www.pinterest.com

ელვა შესაკრავიანი საწოლი კი ფლორიდაში შექმნეს. ეს ოცნებაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საწოლის ალაგება ეზარებათ ხოლმე. ავეჯის დიზაინი საკმაოდ მარტივია: მოდური გადასაფარებელი შეგიძლიათ შეკრათ ან გახსნათ ელვა შესაკრავის დახამარებით. ის საკმაოდ ფუნქციური და კომფორტულია. თანამედროვე ინტერიერისთვის კი ნამდვილად შესაბამისი.

წყარო: www.pinterest.com
წყარო: www.pinterest.com
წყარო: www.pinterest.com
წყარო: www.pinterest.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ შევარჩიოთ ფარდები მისაღები ოთახისთვის ისე, რომ მივიღოთ კომფორტული სივრცე?

თანამედროვე სტილის ოთახები სიმარტივით გამოირჩევა, რაც მათ მინიმალიზმთან აახლოვებს. აქედან გამომდინარე, ოთახის სწორი დეკორირება ამ საკითხში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ფარდებს კი ლომის წილი მიუძღვით.

2369
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ გამოვიყენოთ პიტნის ფერი ჩვენი სახლის ინტერიერის დიზაინში?

პიტნის ფერი ბოლო პერიოდში გახდა პოპულარული. ის გამოიყენება, როგორც ტანსაცმლის დიზაინაში, ასევე მასალების, ავეჯის და სხვადასხვა აქსესუარების წარმოებაშიც.

1306
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575