ელეგანტური და დახვეწილი შავი ფერი და მისი გამოყენება ინტერიერის დიზაინში
შავი ფერის მატერია ან ზედაპირი საკმაოდ პოპულარული არჩევანია როგორც მოდაში, ისე არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში.
ხშირად ინტერიერის დიზაინში, მოდის ინდუსტრიასა და არქიტექტურაში დამკვიდრებული ტენდენცია ან იდეა სრულ აბსურდად შეიძლება მოგვეჩვენოს. რა თქმა უნდა, როცა ოთახში შავი ფერის დიდი რაოდენობით გამოყენებაზეა საუბარი, ეჭვის შეტანა იდეის მართებულობაში ბუნებრივი რამაა. შავი ხომ ფერის არ არსებობაა, არ აქვს ტალღა, სიხშირე და არც სასიამოვნო ასოციაცია. თუმცა, ყველა ჩამოთვლილი მიზეზის მიუხედავად, შავი ფერის მატერია ან ზედაპირი საკმაოდ პოპულარული არჩევანია როგორც მოდაში, ისე არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში. რთული სათქმელია რატომ, მაგრამ ამ პოპულარობას ის განაპირობებს, რომ ეს ფერი ინდივიდუალიზმთან, ელეგანტურობასა და დახვეწილობასთან ასოცირდება. ალბათ, უკვე წარმოგიდგენიათ რამხელა სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ შავს, როცა დეკორირებაზეა საუბარი, რადგან გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ „შავი ყოველთვის ელეგანტურია“, რა თქმა უნდა, ტყუილია. ის მხოლოდ მაშინაა ელეგანტური, როცა სწორადაა გამოყენებული. „ვოგის“ რედაქტორი, ანა ვინტური, ამბობს, რომ არასოდეს შეიმოსებოდა თხემით ტერფამდე შავი ფერით - ეს რჩევა არა მხოლოდ მოდაში, დეკორირებაშიც ძალიან გამოგადგებათ. თუ გადაწყვეტთ, რომ შავი ფერი გამოიყენოთ, არასოდეს მოგივიდეთ ზედმეტი, გახსოვდეთ, რომ ინტერიერის დიზაინში ის უფრო კონტრასტის წარმოსაჩენად გამოიყენება და არა განწყობის შესაქმნელად.

შავი ფერის გამოყენების ერთ-ერთ უპირველეს დანიშნულებას, სივრცის დაკონკრეტება წარმოადგენს. თუ გსურთ, რომ რაიმე კონკრეტულს საცხოვრებელში ხაზი გაუსვათ, გამოიყენეთ შავი ფერის ავეჯი ან დეკორაცია.
საინტერესოა, რომ ზოგიერთი ინტერიერის დიზაინერი პატარა სივრცის გაზრდის ტრადიციულ მეთოდს: ნათელი ფერების გამოყენებას, სკეპტიკურად უყურებს და სივრცის ვირტუალურ გაზრდას, სწორედ შავი ფერის უხვად გამოყენებით ცდილობს. საქმე იმაშია, რომ ფერი თითქოს მთლიანად შთანთქავს ხაზებსა და კონტურებს, რაც ფართობის დანაწილებას ხელს უშლის. ამ თვისების გამოყენება სხვადასხვა დანიშნულების მქონე ინტერიერში საკმაოდ საინტერესოდ შეიძლება.
გარდა ამისა, შავი ფერი გაძლევთ შესაძლებლობას ფერთა გამის ხასიათი მრავალფეროვნად ცვალოთ ინტერიერში: თეთრთან კომბინაციაში უკვდავ კლასიკას მიიღებთ, გასული საუკუნის ოციანი წლების ხასიათს და მკაცრ, დახვეწილ იერს. ვარდისფერთან კომბინაციაში შედარებით ახალგაზრდულ, უდარდელ ხასიათს შესძენთ გარემოს. მოკლედ რომ ვთქვათ, შავ ზედაპირზე ან მის მახლობლად ფერების განლაგება ბევრად უფრო მარტივი და სახალისოა, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
თუ შავი ფერით რაიმე წარუშლელი შთაბეჭდილების, ან დრამატული ეფექტის შექმნა გსურთ, შავი ან მსგავსი ტონალობის მქონე იატაკი ყველაზე მართებული გადაწყვეტილებაა. შეგიძლიათ შავი დეტალებით გაფორმებული ავეჯი, განათება ან სხვა დეკორაცია გამოიყენოთ ნათელ სივრცეში, რაც მსგავსი წარმატებით შექმნის აღნიშნულ ეფექტებს.
შავი ფერის გამოყენების მაგალითი, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა იმ მხრივ, რომ ინტერიერის დიზაინში მთავარი საკუთარი თავისი გამოხატვაა და ამ სფეროში ნებისმიერი სურვილი შეიძლება გახდეს კომპოზიციის ორგანული ნაწილი.
ჩვენ გირჩევთ
ხალიჩის როლი ინტერიერის დიზაინში და როგორ შევარჩიოთ ის სწორად?
ბოლო წლების განმავლობაში, ინტერიერის დიზაინში ხალიჩების გამოყენება გაიზარდა. მისი როლი ოთახების მიხედვით განსხვავდება.
სარკის როლი, შერჩევა და სწორი გამოყენება ინტერიერის დიზაინში
ყველა კულტურაში სარკეს ყოველთვის განსაკუთრებული, საკრალური დატვირთვა აქვს. ყოველდღიური დანიშნულების გარდა, სარკე დეკორატორებისა და ინტერიერის დიზაინერების საყვარელი მასალას წარმოადგენს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7