როგორ განვაახლოთ ლარნაკები მარტივად, საკუთარი ხელით?
გთავაზობთ მარტივ და ორიგინალურ გზას იმისთვის, რომ თქვენი ლარნაკები განაახლოთ და დრო სასიამოვნოთ გაატაროთ შემოქმედებით პროცესში
სახლის დეკორი დიზაინის მრავალ ელემენტეს მოიცავს - იატაკიდან დაწყებული, ავეჯით დამთავრებული. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერების, სტრუქტურების კომბინაცია, რათა თქვენი საცხოვრებელი გარემო უფრო კომფორტული, პრაქტიკული და სტუმართმოყვარე გახადოთ. სახლის დიზაინის შექმნა საკუთარი სურვილების გათვალისწინებით იწყება. სხვადასხვა დეკორატიული ელემენტი თქვენი ხასიათის წარმოჩინებას ეხმარება. მაგალითად, ღია ფერის ავეჯი მშვიდ ატმოსფეროს ქმნის, მძიმე ხისგან დამზადებული იატაკი კი სივრცეს სითბოს ანიჭებს. სახლის ინდივიდუალურობისა და ხასიათის ერთ-ერთი განმსაზღვრელი კი აქსესუარებია. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ჩაიდნები, ან ხელოვნების ნიმუშები. თუ თქვენ სახლში ბებიის დროინდელი კომოდები, ან უზარმაზარი საოჯახო სურათი მოგეპოვებათ, მსგავსი ნიუანსები თქვენი პიროვნებისა და ისტორიის შესახებ ბევრ რამეს ამბობს.

სახლის აქსესუარებს შორის ლარნაკებს ყველაზე დიდი ისტორია აქვთ. უძველესი ლარნაკი ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში გვხვდება, სადაც მას საჭმლის, სამედიცინო ნივთების და წყლის შესანახად იყენებდნენ. ლარნაკები გვხვდება ანტიკურ ჩინეთშიც, სადაც ისინი ფაიფურისგან მზადდებოდა. დღეს კი ისინი კოლექციონერებისთვის საკმაოდ ძვირადღირებულ სიამოვნებას წარმოადგენს. თანამედროვე ლარნაკი სხვადასხვა სახის არსებობს: კერამიკული, კრისტალური თუ მინის. ამჟამად ფუნქციობაზე წინ მათი დეკორატიული დატვირთვა არის წამოწეული.
თუ თქვენ ისეთ ადამიანს მიეკუთვნებით, რომელიც მუდმივად ცვლილებებისკენ ისწრაფვის და არ უყვარს ერთფეროვნება ინტერიერის დიზაინში, გთავაზობთ მარტივ და ორიგინალურ გზას იმისთვის, რომ თქვენი ლარნაკები განაახლოთ და დრო სასიამოვნოთ გაატაროთ შემოქმედებით პროცესში. როდესაც ლარნაკზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში შუშის გამჭვირვალე ჭურჭელი წარმოგვიდგება თვალწინ, რომელიც ლარნაკის კლასიკური და ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. თუმცა ძალიან ბევრი ალტერნატივა არსებობს იმისთვის, რომ განვაახლოთ ძველი ლარნაკები და მათ ახალი სიცოცხლე შთავბეროთ.
არომატული ლარნაკი - თაიგულების გაფორმება მთელი ხელოვნებაა, რადგან სხვადასხვა ყვავილებით ლამაზი კომპოზიციის შექმნა ყველას არ შეუძლია. ლამაზ თაიგულს კი აუცილებლად სჭირდება განსაკუთრებული ლარნაკი, რომელიც ყვავილების სილამაზეს კიდევ უფრო წარმოაჩენს, გთავაზობთ ერთ ძალიან საინტერესო და მარტივ ხერხს დარიჩინის ჩხირების გამოყენებით. თქვენ დაგჭირდებათ: შუშის ქილა ან ლარნაკი, წებო, დარიჩინის ჩხირები, დეკორატიული ბაწარი. წაუსვით წებო თითოეულ ჩხირს და მიამაგრეთ ლარნაკზე, აცადეთ რომ გაშრეს და უკეთესი ფიქსაციისთვის შემოავლეთ დეკორატიული ბაწარი. მხოლოდ ცხელი წებო და სქელი, დეკორატიული ბაწარი სჭირდება შემდეგ სურათზე მოცემული ლარნაკის გაკეთებასაც.
თუ უფრო თამამი გარდასახვისათვის ხართ მზად, მაშინ საღებავები მოიმარჯვეთ. თუ გსურთ თქვენი ლარნაკი სურათზე მოცემულს დაამსგავსოთ, მაშინ მოამზადეთ აკრილის საღებავები, ფურცელი, პირსახოცი. საღებავები სასურველია იყოს ერთი ფერის სხვადასხვა ელფერი. ლარნაკის ძირში ჩაასხით სხვადასხვა ფერის საღებავები შემდეგ კი ამოაბრუნეთ. შეეცადეთ რომ ნელ-ნელა გადმოაბრუნოთ, რათა საღებავი კარგად გადანაწილდეს ყველა მხარეს. აგორავეთ ლარნაკი და შემდეგ კი გადმოაბრუნეთ ქაღალდზე, რომ ზედმეტი საღებავისგან დაიცალოს. როდესაც ზედმეტი საღებავისგან დაიცლება, მოათავსეთ ჰორიზონტალურად პირსახოცზე და ორი დღე გააჩერეთ, რომ კარგად გამოშრეს. საღებავების გამოყენებით შეგიძლიათ ლარნაკები გარედანაც შეღებოთ. თუ კონკრეტული ნაწილის შეღებვა გსურთ. მაშინ დანარჩენ ლარნაკს წებოვანი ლენტი შემოავლეთ და ისე წაუსვით საღებავი.
ჩვენ გირჩევთ
დეკორირების მნიშვნელობა ინტერიერში
სახლის დიზაინის შექმნა საკუთარი სურვილების გათვალისწინებით იწყება.
კრეატიული ხალიჩა-პაზლები ბავშვების გასართობად და ცნობიერების ასამაღლებლად
ბავშვის ცნობიერების ასამაღლებლად და გასავითარებლად იდეალური ვარიანტია ხალიჩა-პაზლების შეძენა. ეს არის პოლიმერული მასალა, რომელიც ცალკეული მოდულებისგან შედგება, მათი დაკავშირება კი ღარების დახმარებით შეიძლება.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7