როგორ მოვაწყოთ ბაღი 2018 წლის ტრენდების მიხედვით?
როცა საქმე 2018 წლის ბაღის ტრენდებს ეხება, ძირითადი ყურადღება მცენარეებზე, ფერებსა და დიზაინზე უნდა გაამახვილოთ.
ახალი წელი ხშირად ბევრი გეგმითა და განზრახვით არის დატვირთული, რაც ჩვენი ცხოვრების, ჯანმრთელობის, კარიერისა თუ ოჯახის პოზიტიურ ცვლილებებს გულისხმობს. ამ ყველაფერში ხელს კომფორტული გარემო გვიწყობს. ამიტომ, თუ ბაღი გაქვთ, ურიგო არ იქნებოდა მის უსაფრთხოებასა და გალამაზებაზე გეზრუნათ. როცა საქმე 2018 წლის ბაღის ტრენდებს ეხება, ძირითადი ყურადღება მცენარეებზე, ფერებსა და დიზაინზე უნდა გაამახვილოთ. 2018 წელს იაპონური ხელოვნება „ვაბი-საბი“ იქნება პოპულარული. ეს არის ფილოსოფია, რომელიც მე-15 საუკუნეში შემუშავდა და გულისხმობს არასრულყოფილებებში სრულყოფილების პოვნას. მთავარი ასპექტია ბუნების ბალანსი და მისი ნაკლოვანებებით ტკბობის სწავლა. ეს შეიძლება იყოს მეტისმეტად გაზრდილი მრავალწლოვანი მცენარეები, ხავსით დაფარული ქვები თუ დაჟანგული რკინის ჭიშკარი.

ბუნებაში სამზარეულოს მოწყობა 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის ტრენდი იქნება. უმჯობესია, სამზარეულოს ისეთი კომპლექსი შეარჩიოთ, რომელიც მარტივად დაიკეცება და პორტატული იქნება. აღჭურვეთ ეს ადგილი განათებებითა და ავეჯით.
კენკრისფერით გაჯერებული იასამნისფერი, წითელი ხე, ცისფერი და ფოთლებისფერი მწვანე - აი, რომელ ფერებზე იქნება აქცენტი დასმული. შესაბამისად, რეკომენდებულია, ამავე ფერების მცენარეებიც: ლავანდი, როზმარინი და ტაილანდური რეჰანი. თუ ძველი ხის სკამები ან ავეჯი გაქვთ, არ გადაყაროთ. ისინი შეგიძლიათ ცისფრად ან მწვანედ შეღებოთ და ბაღში განათავსოთ. ამით მათ ახალ სიცოცხლეს შთაბერავთ. რაც შეეხება ტენდენციებს, მინიმალისტური სკანდინავიური სტილი კვლავ მოდური რჩება. ამ სტილით გაფორმებული აქსესუარები ბაღს ელეგანტურ და თანამედროვე იერს მიანიჭებს.
სახლის მცენარეები მოდას უბრუნდება. ამჟამად მათ არა მხოლოდ ესთეტიკური ღირებულება ექნებათ. ზიანის მომტანი ტოქსინების გაქრობა, სტრესის შემცირება, ტენიანობის კონტროლი, ხმით დაბინძურების პრევენცია - ამაში ზუსტად ეს მცენარეები გვეხმარება. შეუსაბამეთ ერთმანეთს სხვადასხვა ზომის, ფერისა და ტექსტურის ყვავილები. ამით მაქსიმალურ ეფექტს მიიღებთ.
ტრენდულია მოზაიკური ბილიკის გაკეთება. ჩუქურთმებიანი კენჭების ტექნიკა კი, მაგალითად, იტალიურ ბაღებში საკმაოდ გავრცელებულია. 2018 წელს დიზაინერების ყურადღების ცენტრში ულამაზესი ორქიდეებია. მათი მოვლა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მორწყვა მხოლოდ კვირაში ერთხელ სჭირდებათ. იზრდება საშუალო ზომის და არსებობს ათასობით სახეობა თუ ჰიბრიდი. ეს განსაკუთრებული მცენარეები თქვენს ბაღს ნამდვილად დაამშვენებს.
მცენარეების გარდა, იმატებს სათბურების პოპულარობის დონეც. თქვენ შეგიძლიათ დათესოთ უამრავი ბოსტნეული. მაგალითად, სალათის ფოთლები, პომიდვრები და მწვანილები ყუთებში გაზარდოთ, ხოლო პარკოსანი მცენარეები და გოგრა ვერტიკალურად დარგოთ. ეს სივრცის ეფექტური დაზოგვის საუკეთესო გზაა.
ჩვენ გირჩევთ
ზღაპრული საახალწლო განათებები ლონდონსა და პარიზში
2019 წელი ახლოვდება და სხვადასხვა ქვეყანა მას თავისებურად აღნიშნავს
საშემოდგომო სტილი ბაღის ექსტერიერის დიზაინში
თუ ბაღი გაქვთ, შემოდგომის მოსვლასთან ერთად, მისი დიზაინის შეცვლაზე იფიქრეთ. ამ დროს ბაღი თავის ჩვეულ ფერადოვან სახეს კარგავს და ვიზუალურად არაესთეტიკურადაც კი გვეჩვენება ხოლმე.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7