როგორ მოვაწყოთ ბაღი იაპონური ინსპირაციით - სიმშვიდისა და ესთეტიკის კულტურა გარემოში
კაცობრიობა მის იდეებს, ცხოვრების წესსა და უბრალოდ ბედნიერებას მატერიალურად გამოხატავს და მას გარკვეულ მახასიათებლებს ჩუქნის. სწორედ ასეთი ტრადიციული ესთეტიკის მაგალითია იაპონური ბაღები.
ძალიან რთულია გაიგო რატომ ცდილობენ ადამიანები ესთეტიკა სისტემაში მოიყვანონ, მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად ესთეტიური სისტემა მთელი კულტურის სიმბოლო ხდება. კულტურისა და მისი შექმნილი, განსაკუთრებული „სილამაზის“ ურთიერთობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კაცობრიობა მის იდეებს, ცხოვრების წესსა და უბრალოდ ბედნიერებას მატერიალურად გამოხატავს და მას გარკვეულ მახასიათებლებს ჩუქნის. სწორედ ასეთი ტრადიციული ესთეტიკის მაგალითია იაპონური ბაღები. იაპონური ბაღი, ისევე, როგორც ყველა სხვა ბაღი, მთლიანად ბუნების მინიატურული, გაიდეალებული ვარიაციაა. თითქოს სრულყოფილი ლანდშაფტის მაკეტია.

წყარო: Mirei Shigemori Garden Museum
იაპონური აბსტრაქტული, მაგრამ მაინც სტილიზებული ბაღები, ჩინეთიდან იღებს სათავეს. თუმცა, საუკუნეების განმავლობაში, იაპონელებმა მოახერხეს ბაღების დახვეწა და საკუთარი კულტურის მთავარ მახასიათებლად ქცევა. ლანდშაფტის კლასიფიკაცია მარტივად, დანიშნულების მიხედვით ხდება და ერთმანეთისგან ესთეტიკითა და გეგმარებით განსხვავდება. მაგალითად არსებობდა ბაღები მედიტაციისთვის, ჩაის ცერემონიისთვის, სასეირნო ბაღები, სადაც ყველა კუთხიდან მკაცრად დაგეგმილი კომპოზიციის აღქმაა შესაძლებელი და ასე შემდეგ. მთავარი განსხვავება იაპონურ ბაღებსა და ევროპულ ალტერნატივაში ალბათ ისაა, რომ აღმოსავლური კულტურა ბაღს ადამიანის ფუნქციების შესასრულებელ, საკრარულ ადგილად აღიქვამს და არა მდიდრული ვილის მოსართავად.
წყარო: Millais Shigemori
მთელი რიგი სიმბოლოებისა იაპონურ ლანდშაფტურ არქიტექტურაში მიგვანიშნებს, რომ ბაღი ფილოსოფიური მოძღვრებისა და რიტუალების გამოძახილი უფროა, ვიდრე ჩვეულებრივი დეკორაცია. ამ კომპოზიციებში წყალი და წლის სარკე მთავარი ელემენტია. თუ გნებავთ, რომ იაპონური ესთეტიკა შეიტანოთ საკუთარ ეზოში, გუბურა ან პატარა, ხელოვნური ჩანჩქერი აუცილებელია. ეს ელემენტი ბაღის მთავარი სანახაობა უნდა გახდეს და ბუნებრივი ქვითა და ხრეშით მოკირწყლული ბილიკები, შეგიძლიათ მასთან მიმართებაში დააგეგმაროთ. ზოგადად, იაპონურ ბაღებში წყლის ჩანაცვლება თეთრი ქვიშითაა შესაძლებელი, ამიტომ, თუ წყლის ამრეკლ ზედაპირზე ტექნიკური მიზეზების გამო უარის თქმა გიწევთ, შეგიძლიათ ამ ხერხს მიმართოთ. რაც შეეხება ქვებს, დიდი ზომის ქვები იაპონურ კულტურაში მთებსა და ბორცვებს განასახიერებს, ამიტომაც მნიშვნელოვანია ისინი ბუნებრივად დაალაგოთ. ქვითაა მოკირწყლული ბილიკებიც და გუბურის კიდეებიც.
წყარო: Shigemori Residence
ალბათ, არცაა საჭირო დეტალურად გადმოიღოთ იაპონური ელემენტები საკუთარ ეზოში. მთავარია მშვიდი განწყობა და წონასწორობა საკუთარ თავში იპოვოთ და გარემოში გადმოიტანოთ. ეცადეთ შექმნათ ისეთი გარემო, სადაც თითქოს არაფერია ზედმეტი, ლანდშაფტი ბუნებრივად ასიმეტრიულია და ყველა დეტალი ფუნქციის ილუზიას ქმნის.ძალიან რთულია გაიგო რატომ ცდილობენ ადამიანები ესთეტიკა სისტემაში მოიყვანონ, მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად ესთეტიური სისტემა მთელი კულტურის სიმბოლო ხდება. კულტურისა და მისი შექმნილი, განსაკუთრებული „სილამაზის“ ურთიერთობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კაცობრიობა მის იდეებს, ცხოვრების წესსა და უბრალოდ ბედნიერებას მატერიალურად გამოხატავს და მას გარკვეულ მახასიათებლებს ჩუქნის. სწორედ ასეთი ტრადიციული ესთეტიკის მაგალითია იაპონური ბაღები. იაპონური ბაღი, ისევე, როგორც ყველა სხვა ბაღი, მთლიანად ბუნების მინიატურული, გაიდეალებული ვარიაციაა. თითქოს სრულყოფილი ლანდშაფტის მაკეტია.

წყარო: Mirei Shigemori Garden Museum
იაპონური აბსტრაქტული, მაგრამ მაინც სტილიზებული ბაღები, ჩინეთიდან იღებს სათავეს. თუმცა, საუკუნეების განმავლობაში, იაპონელებმა მოახერხეს ბაღების დახვეწა და საკუთარი კულტურის მთავარ მახასიათებლად ქცევა. ლანდშაფტის კლასიფიკაცია მარტივად, დანიშნულების მიხედვით ხდება და ერთმანეთისგან ესთეტიკითა და გეგმარებით განსხვავდება. მაგალითად არსებობდა ბაღები მედიტაციისთვის, ჩაის ცერემონიისთვის, სასეირნო ბაღები, სადაც ყველა კუთხიდან მკაცრად დაგეგმილი კომპოზიციის აღქმაა შესაძლებელი და ასე შემდეგ. მთავარი განსხვავება იაპონურ ბაღებსა და ევროპულ ალტერნატივაში ალბათ ისაა, რომ აღმოსავლური კულტურა ბაღს ადამიანის ფუნქციების შესასრულებელ, საკრარულ ადგილად აღიქვამს და არა მდიდრული ვილის მოსართავად.
წყარო: Millais Shigemori
მთელი რიგი სიმბოლოებისა იაპონურ ლანდშაფტურ არქიტექტურაში მიგვანიშნებს, რომ ბაღი ფილოსოფიური მოძღვრებისა და რიტუალების გამოძახილი უფროა, ვიდრე ჩვეულებრივი დეკორაცია. ამ კომპოზიციებში წყალი და წლის სარკე მთავარი ელემენტია. თუ გნებავთ, რომ იაპონური ესთეტიკა შეიტანოთ საკუთარ ეზოში, გუბურა ან პატარა, ხელოვნური ჩანჩქერი აუცილებელია. ეს ელემენტი ბაღის მთავარი სანახაობა უნდა გახდეს და ბუნებრივი ქვითა და ხრეშით მოკირწყლული ბილიკები, შეგიძლიათ მასთან მიმართებაში დააგეგმაროთ. ზოგადად, იაპონურ ბაღებში წყლის ჩანაცვლება თეთრი ქვიშითაა შესაძლებელი, ამიტომ, თუ წყლის ამრეკლ ზედაპირზე ტექნიკური მიზეზების გამო უარის თქმა გიწევთ, შეგიძლიათ ამ ხერხს მიმართოთ. რაც შეეხება ქვებს, დიდი ზომის ქვები იაპონურ კულტურაში მთებსა და ბორცვებს განასახიერებს, ამიტომაც მნიშვნელოვანია ისინი ბუნებრივად დაალაგოთ. ქვითაა მოკირწყლული ბილიკებიც და გუბურის კიდეებიც.
წყარო: Shigemori Residence
ალბათ, არცაა საჭირო დეტალურად გადმოიღოთ იაპონური ელემენტები საკუთარ ეზოში. მთავარია მშვიდი განწყობა და წონასწორობა საკუთარ თავში იპოვოთ და გარემოში გადმოიტანოთ. ეცადეთ შექმნათ ისეთი გარემო, სადაც თითქოს არაფერია ზედმეტი, ლანდშაფტი ბუნებრივად ასიმეტრიულია და ყველა დეტალი ფუნქციის ილუზიას ქმნის.ჩვენ გირჩევთ
ახალი წელი იაპონიაში ანუ როგორ ხვდება დღესასწაულს ამომავალი მზის ქვეყანა!
იაპონელები, ახალი წლის ღამეს განსაკუთრებული და საინტერესო ტრადიციებით აღნიშნავენ.
როგორ შევარჩიოთ სწორად საცურაო აუზი ჩვენი ეზოსთვის? რჩევები დიზაინერებისგან
სახლის ეზოში დამონტაჟებული საცურაო აუზები ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა ხოლმე.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7