ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ პატარა სამზარეულო

სამზარეულოს შეუსაბამოდ მოწყობა ხშირად ფართს ბრალდება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მყუდრო გარემოს შექმნა მცირე ფართში ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე გაშლილ სივრცეში.

5044

ჩვენი სახლი პირველ რიგში ფიზიკური თავშესაფარია. საცხოვრებელი ფუნქციების დაკმაყოფილება - ეს საცხოვრებლის პირველი და შეუცვლელი ფუნქციაა. მხოლოდ ამ, თითქოს მარტივი პირობის დაკმაყოფილების შემდეგ შეიძლება გახდეს სახლი ჩვენი იდენტობის მაჩვენებელი, განწყობის განმსაზღვრელი და ზოგადად, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. სათავსო, რომელიც ყველაზე მეტად იძენს ამ თვისებებს არის სამზარეულო. მნიშვნელობა არ აქვს რამხელაა თქვენი სამზარეულო და რა ტექნიკითაა აღჭურვილი: სახლისთვის აუცილებელია მასში კეთილგანწყობა და სიმყუდროვე სუფევდეს. თუმცა, ეს ხშირად ასე არ არის…

წყარო: Staldhem Design

უხეირო დიზაინურ გადაწყვეტილებებს ხშირად ფართს ვაბრალებთ, განსაკუთრებით სამზარეულოს შემთხვევაში. რთული გასაცნობიერებელია, მაგრამ ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება და მყუდრო გარემოს შექმნა, მცირე ფართში ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე გაშლილ სივრცეში. უბრალოდ, ამოცანას სხვანაირად უნდა შევხედოთ. იმისთვის, რომ ფართის სიმცირემ ხელი არ შეგვიშალოს და სამზარეულო ფუნქციური და მყუდრო გამოვიდეს, რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ.

წყარო: Staldhem design

პირველ რიგში, ფოკუსირება სათავსის ფუნქციაზე უნდა მოახდინოთ: პატარა სამზარეულოს არ შეუძლია შეითავსოს სამუშაო, საწერი ან თუნდაც სამრეცხაო ფუნქცია. პატარა სამზარეულოს მხოლოდ ერთი, მთავარი დატვირთვა სჭირდება და ეს საჭმლის მომზადებაა. ეცადეთ ყველა არაშესაფერისი ფუნქცია და ატრიბუტი სამზარეულოს მოარიდოთ: თუ ბევრს და დიდი ოჯახისთვის არ ამზადებთ, დიდი ზომის ავეჯი და ტექნიკაც არ არის საჭირო. უბრალოდ დარწმუნდით, რომ ყველა სამუშაო ზონა რაც გჭირდებათ ადგილზეა და რასაც ზედმეტად ჩათვლით, შეელიეთ. კომპაქტური ტექნიკა და მოძრავი ავეჯი პატარა სამზარეულოში ფუნქციაზე ფოკუსირებაში დაგეხმარებათ. თუ თქვენთვის ინტერიერის მოწყობა განსაზღვრული სტილით მნიშვნელოვანია, ამ კონკრეტული პრობლემისთვის მინიმალიზმი იდეალურია, რადგან მინიმალისტური ავეჯი სივრცეს არ გადატვირთავს და ორგანიზებაში დაგეხმარებათ.

წყარო: INT2 Architecture

მცირე სამზარეულოს მუდმივი არეულობა გარკვეულწილად სათავსების ნაკლებობითაცაა გამოწვეული. დამატებითი შესანახი ფართის გასაჩენად თქვენ დაგჭირდებათ მყარი კედლის მთლიანად ათვისება და მასზე თაროებისა და კაბინეტების განლაგება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მცირე სამზარეულოში ხშირად იქმნება კლაუსტროფობიური განწყობა, როცა ყველა კედელზე კარადა და თარო კიდია, თუმცა მათზე უარს ვერ ვიტყვით, რადგან სათავსის არსებობა აუცილებელია. თუ ფართი ძალიან პატარაა და ხშირად გიჩნდებათ არაკომფორტული შეგრძნება, კედელზე დაკიდებული თაროების უმრავლესობა შეგიძლიათ კარისგან გაათავისუფლოთ, მხოლოდ ჩარჩო და თაროები დატოვოთ. ეს ესთეტიურადაც გააუმჯობესებს მდგომარეობას და გაზრდის სივრცის შეგრძნებას. თუ გარკვეული მიზეზების გამო ღია სათავსებს ვერ ეგუებით, მათ დასაფარად მინა გამოიყენეთ. არსებობს სამზარეულო ატრიბუტიკის განაწილების სხვა ხერხიც: კაუჭები. თუმცა, მათი ორგანული, ესთეტიური ჩასმა ყველა სამზარეულოში ვერ ხერხდება. თუ მოგწონთ გარეთ გამოტანილი ატრიბუტიკა და კომფორტი (ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მოდური და ექსპრესიულია), მოგიწევთ ინტერიერი მთლინად ესთეტიურად და კომპოზიციურად სწორად დაგეგმოთ. ფართის გამოთავისუფლებაში დაგეხმარებათ მოძრავი მაგიდა და სკამები: არავითარ შემთხვევაში არ დააკავოთ და ჩაკეტოთ სივრცე მასიური, კუთხის ავეჯით.

წყარო: Ikea design

ზოგადად სივრცის სწორ აღქმაში განათებულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეა სამზარეულოშიც: არაფერია ბნელ სამზარეულოზე უარესი. თუ თქვენი სამზარეულო ბუნებრივად ნაკლებად ნათდება, არ შეგეშინდეთ ხელოვნური განათებების გამოყენება. მეტიც, ხელოვნური განათება სამზარეულო ფუნქციებისთვის აუცილებელია. შეგიძლიათ დაამონტაჟოთ სანათები თაროების ქვეშ, მათ შორის, განათების ტონით გამოყოთ სასადილო და მოსამზადებელი ადგილი. განათება უფრო მდიდრულსა და ფართეს წარმოაჩენს თქვენს სათავსოს. რაც შეეხება ფერთა პალიტრას, უმჯობესია თავი შეიკავოთ მუქი ფერებისგან. პატარა სამზარეულო ღია და ნათელი უნდა იყოს, რომ სივრცეში გაიზარდოს და ოჯახის წევრებზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს.

წყარო: Erik Ollson

პატარა ფართი შესაძლოა მართლაც წარმოადგენდეს პრობლემას, მაგრამ არა ისე მწვავეს, როგორადაც ის ჩვენ წარმოგვიდგენია. მთავარია ის სივრცე, რომელიც გვეკუთვნის სწორად მოვარგოთ ჩვენს პიროვნებას.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

ორსართულიანი საწოლები - ოპტიმალური და პრაქტიკული გადაწყვეტილება საძინებლის დიზაინში

თუ ორი ან მეტი ბავშვი გყავთ, ხოლო საბავშვო ოთახი მხოლოდ ერთია და ისიც პატარა ფართის, მაშინ თქვენთვის ორსართულიანი საწოლი ოპტიმალური, პრაქტიკულიდა ეკონომიური გადაწყვეტილება იქნებოდა.

4666
ნახე მეტი
ინტერიერი

ომბრე ინტერიერის დიზაინში- შთამბეჭდავი და დახვეწილი გარემო თქვენს სახლში

სიტყვა ომბრე ფრანგული წარმოშობისაა და ჩრდილს ნიშნავს. ის ძირითადად გამოიყენება ქსოვილებზე, სადაც ფერები ღია ტონალობიდან მუქ ტონალობამდე იცვლება

1330
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575