ინტერიერი

პატარა სამზარეულოს მოწყობისას გასათვალისწინებელი რჩევები

ჩვენი სახლი პირველ რიგში ფიზიკური თავშესაფარია. საცხოვრებელი ფუნქციების დაკმაყოფილება - ეს საცხოვრებლის პირველი და შეუცვლელი ფუნქციაა.

1579

ჩვენი სახლი პირველ რიგში ფიზიკური თავშესაფარია. საცხოვრებელი ფუნქციების დაკმაყოფილება - ეს საცხოვრებლის პირველი და შეუცვლელი ფუნქციაა. მხოლოდ ამ, თითქოს მარტივი პირობის დაკმაყოფილების შემდეგ შეიძლება გახდეს სახლი ჩვენი იდენტობის მაჩვენებელი, განწყობის განმსაზღვრელი და ზოგადად, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. სათავსო, რომელიც ყველაზე მეტად იძენს ამ თვისებებს არის სამზარეულო. მნიშვნელობა არ აქვს რამხელაა თქვენი სამზარეულო და რა ტექნიკითაა აღჭურვილი: სახლისთვის აუცილებელია მასში კეთილგანწყობა და სიმყუდროვე სუფევდეს.

ჩვენი სახლი პირველ რიგში ფიზიკური თავშესაფარია. საცხოვრებელი ფუნქციების დაკმაყოფილება - ეს საცხოვრებლის პირველი და შეუცვლელი ფუნქციაა. მხოლოდ ამ, თითქოს მარტივი პირობის დაკმაყოფილების შემდეგ შეიძლება გახდეს სახლი ჩვენი იდენტობის მაჩვენებელი, განწყობის განმსაზღვრელი და ზოგადად, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. სათავსო, რომელიც ყველაზე მეტად იძენს ამ თვისებებს არის სამზარეულო. მნიშვნელობა არ აქვს რამხელაა თქვენი სამზარეულო და რა ტექნიკითაა აღჭურვილი: სახლისთვის აუცილებელია მასში კეთილგანწყობა და სიმყუდროვე სუფევდეს.

ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება და მყუდრო გარემოს შექმნა, მცირე ფართში ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე გაშლილ სივრცეში. იმისთვის, რომ ფართის სიმცირემ ხელი არ შეგვიშალოს და სამზარეულო ფუნქციური და მყუდრო გამოვიდეს, რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ.

პირველ რიგში, ფოკუსირება სათავსოს ფუნქციაზე უნდა მოახდინოთ: პატარა სამზარეულოს არ შეუძლია შეითავსოს სამუშაო, საწერი ან თუნდაც სამრეცხაო ფუნქცია. პატარა სამზარეულოს მხოლოდ ერთი, მთავარი დატვირთვა სჭირდება და ეს საჭმლის მომზადებაა. ეცადეთ ყველა არაშესაფერისი ფუნქცია და ატრიბუტი სამზარეულოს მოარიდოთ: თუ ბევრს და დიდი ოჯახისთვის არ ამზადებთ, დიდი ზომის ავეჯი და ტექნიკაც არ არის საჭირო. უბრალოდ დარწმუნდით, რომ ყველა სამუშაო ზონა რაც გჭირდებათ ადგილზეა და რასაც ზედმეტად ჩათვლით, შეელიეთ. კომპაქტური ტექნიკა და მოძრავი ავეჯი პატარა სამზარეულოში ფუნქციაზე ფოკუსირებაში დაგეხმარებათ. თუ თქვენთვის ინტერიერის მოწყობა განსაზღვრული სტილით მნიშვნელოვანია, ამ კონკრეტული პრობლემისთვის მინიმალიზმი იდეალურია, რადგან მინიმალისტური ავეჯი სივრცეს არ გადატვირთავს და ორგანიზებაში დაგეხმარებათ.

თუ 15-20 წლის წინ შექმნილი დიზაინი მოგწონთ, რეტრო სტილი სპეციალურად თქვენთვის ყოფილა განკუთვნილი. ინტერიერის ეს სტილი სახლის ნებისმიერ ოთახს ესაბამება, სამზარეულოც გამონაკლისი არაა, მითუმეტეს, რომ რეტროს სტილის იდეები მრავალმხრივია. ვინტაჟური და რეტრო სტილი ერთმანეთს ჰგავს, ამიტომ, რამე მკვეთრი განსხვავება მათ შორის არაა. ორივე მათგანი მყუდრო, კომფორტულ და თბილ ატმოსფეროს ქმნის. ფაქტია, ისინი ნებისმიერი ტიპის ინტერიერს უხდება და განკუთვნილია მათთვის, ვისაც სახლში ცვლილებები სურს.

რეტრო სტილის დეტალების დამატება არ ნიშნავს იმას, რომ სივრცე ძველმოდური ან დაძველებული იქნება. პირიქით, ეს სტილი არც ფუფუნებას ითხოვს და არც უკანასკნელი ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებას. აი, რა დეტალებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება: რადგანაც შპალერი ოთახში დიდ სივრცეს იკავებს, რეტრო ატმოსფეროს შესაქმნელად, გეომეტრიული პატერნი უნდა შეარჩიოთ. ასევე შეგიძლიათ მხოლოდ ერთი კედელი დაფაროთ მსგავსი შპალერით და თქვენი სამზარეულო უფრო ექსტრავაგანტული გახდება. ჭურჭლის შესალაგებელი კარადა ამ ოთახის განუყოფელი ნაწილია. ასევე შეგიძლიათ მთელი კარადა ღია ფრად შეღებოთ, ხოლო უჯრები თეთრად დატოვოთ. ამით საინტერესო კონტრასტს შექმნით. რეტრო სტილის გათვალისწინებით, ისინი შეგიძლიათ შემდეგი ფერებით შეღებოთ: მუქი მწვანე, მოცისფრო-მომწვანო, ყვითელი. ამ სტილისთვის კი ყველაზე დამახასიათებელი ფერი ცისფერია. მისი სხვადასხვა ელფერი განსაკუთრებით უხდება სკამებსა და მაგიდებს. თუ პატარა სამზარეულო გაქვთ, თეთრი და ყვითელი ფერის კომბინაციით, მას ვინტაჟურ იერსაც შესძენთ და ვიზუალურად გააფართოვებთ კიდეც. ვინტაჟური სამზარეულოსთვის ფილები კარგი გადაწყვეტილებაა. თეთრი ქვის ფორმის ფილები რეტრო სტილთან ასოცირდება, პლუს, ეს უკანასკნელი სივრცეს ვიზუალურად გაზრდის და სინათლეს დაამატებს. ასევე პატარა სარკეების ფუნქცია ექნება.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ ვიწრო შემოსასვლელი ოთახი პრაქტიკულად?

მრავალი წლის განმავლობაში შემოსასვლელს ეკისრებოდა ძალიან დიდი ფუნქციური როლი.

1917
ნახე მეტი
ინტერიერი

გამორჩეული რეტრო სტილი თანამედროვე ინტერიერის დიზაინში

60-იანი წლების სტილი ნამდვილად იყო გამორჩეული სიტყვა მოდისა და დეკორაციის სამყაროში.

1920
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575