ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ საძინებელი მარტივად და ამ წლის ტენდენციებით

საკუთარი სახლის გაფორმება, ჩვენივე პიროვნების სავიზიტო ბარათია. კონკრეტულად საძინებლის დიზაინისგან კი, ჩვენ ველით კომფორტს, სიწყნარეს და მშვიდ ატმოსფეროს.

1827

საკუთარი სახლის გაფორმება, ჩვენივე პიროვნების სავიზიტო ბარათია. კონკრეტულად საძინებლის დიზაინისგან კი, ჩვენ ველით კომფორტს, სიწყნარეს და მშვიდ ატმოსფეროს. და თუ თქვენი საძინებლის განახლება გადაწყვიტეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ წლევანდელი ტენდენციები, რომლის შესახებაც ჩვენს სტატიაში ბევრ რამეს გაიგებთ.

საკუთარი სახლის გაფორმება, ჩვენივე პიროვნების სავიზიტო ბარათია. კონკრეტულად საძინებლის დიზაინისგან კი, ჩვენ ველით კომფორტს, სიწყნარეს და მშვიდ ატმოსფეროს. და თუ თქვენი საძინებლის განახლება გადაწყვიტეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ წლევანდელი ტენდენციები, რომლის შესახებაც ჩვენს სტატიაში ბევრ რამეს გაიგებთ.

წყარო: apronstringsaflutter.com
წყარო: apronstringsaflutter.com

2018 წლის საძინებელი - ეს ნათელი და ფართო ოთახია, მიუხედავად იმისა, რამდენ კვადრატულ მეტრს ითვლის ეს უკანასკნელი. თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, შეგვიძლია ინტერიერში სიმარტივისა და თავისუფლების ილუზია შევქმნათ. ფერის პალიტრის შერჩევისას ოთახის ზომა და მისი ადგილმდებარეობა გაითვალისწინეთ. მაგალითად, თუ საძინებელი განთავსებულია აღმოსავლეთით, შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, მზის შუქი საკმარისი იქნება და შესაძლებელია ცივი ფერები გამოიყენოთ. თუკი ოთახი ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს, მაშინ ფეროვანი ტემპერატურის „გრადუსი აწიეთ“. დიზაინერები გვირჩევენ, რომ სამ ფერზე მეტი არ გამოვიყენოთ. ნათელი ტონის არსებობა აუცილებელია. ამ შემთხვევაში, თეთრი ფერი საძინებლის გასაფორმებლად ყველაზე პოპულარულ ფერად გვევლინება. ის შეიძლება ნებისმიერ ფერს შევუხამოთ ან მისი საშუალებით სივრცე ვიზუალურად გავზარდოთ. თეთრი ფერი სისუფთავესთან და სიმარტივესთან ასოცირდება. ამფერ ფონს, თუ ნაცრისფერ და ხისფერ ტონს კონტრასტულ ელემენტებად დავუმატებთ, საინტერესო, თანამედროვე სტილს მივიღებთ.

წყარო: pinterest.com
წყარო: pinterest.com

ინტერიერში აგურის გამოყენება არც 2018 წლისთვის კარგავს პოპულარობას. საძინებელი ოთახი ჰარმონიულად იღებს ამ ტექსტურირებულ ჩანართს. თუ თვლით, რომ აგურის კედელზე ნატურალური ფერების გამა ზედმეტად თამამი გადაწყვეტილებაა, მაშინ გამომუშავებულ, წყალზე დამზადებულ ღია ფერის აგურებს გირჩევთ. ეს უკანასკნელი არაჩვეულებრივი ფონია ავეჯისა და დეკორისთვის. კედლის გასაფორმებლად, სპეციალისტები გვირჩევენ, გამოვიყენოთ მატერიისა და ფერების ყველანაირი კომბინაცია. ეს დიზაინს უფრო ორიგინალურსა და ექსტრავაგანტულს გახდის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საწოლის ზედა მხარეს. მისი გაფორმება შეგვიძლია: ფოტოპრინტებით, კედლის ფილებით (დამზადებული: ხისგან, აკრილისგან, კერამიკისა თუ მინისგან), თაბაშირით და ქსოვილით. ასევე ტრენდულია იმიტირებული ქვის გამოყენება, რომლის პატარა ნაწილიც კი ჩვენს სახლს მდიდრულ ვიზუალს შემატებს. თუ გადაწყვეტთ კედლის სპეციალური საღებავით მოხატვას, რომელზეც შეგიძლიათ ცარცით ან ფლომასტრით წერა, ეს სტილური, დიზაინერული და ამავდროულად ფუნქციური გადაწყვეტილება იქნება.

წყარო: hdesignmyhome.ru
წყარო: hdesignmyhome.ru
წყარო: pinterest.com
წყარო: pinterest.com

2018 წლისთვის, ჭერის გასაფორმებლად გამოიყენეთ შემდეგი მატერიები: კრამიტი, გიპფსოკარდონი, ხის პანელები. ამით თქვენ ერთფეროვნებას გაექცევით. რაც შეეხება იატაკს, დიზაინერები გვირჩევენ ცალფიცრებისა და ნატურალური მატერიების გამოყენებას. ეს ეკოლოგიურად უსაფრთხოცაა და ესთეტიკურად ოთახს ახალისებს. იატაკი ნათელი, ფაქტობრივად, თეთრი უნდა იყოს. ეს ვიზუალურად გაზრდის სივრცეს და ჰარმონიულად შეერწყმება თეთრ საძინებელს.

წყარო: designmyhome.ru
წყარო: designmyhome.ru
წყარო: designmyhome.ru
წყარო: designmyhome.ru

არავინ დავობს იმაზე, რომ საწოლი საძინებელი ოთახის მთავარი ელემენტია. სპეციალისტების პროგნოზით, 2018 წელს განსაკუთრებულად პოპულარული აბსოლუტურად რბილი საწოლები იქნება. ისინი არა მარტო ფუნქციურ ელემენტად წარმოგვიდგება, არამედ - ინტერიერის მიმზიდველ დეტალადაც. ეგზოტიკის მოყვარული დიზაინერები კი გვირჩევენ, რომ საწოლზე უარი საერთოდ ვთქვათ და ორიგინალური გადაწყვეტილება მივიღოთ და მატრასი პირდაპირ იატაკაზე გავშალოთ.

წყარო: pinterest.com
წყარო: pinterest.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

კედლის ტრენდული აქსესუარი - შპალერის გამოყენება თანამედროვე ინტერიერის დიზაინში

შპალერი, ინტერიერის დიზაინში ბევრად მეტია, ვიდრე პანელურ კორპუსებში პირდაპირ ბეტონზე აკრული, კედლის ზედაპირის დასამალად გაკრული ქაღალდი.

2374
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ უნდა შეარჩიოთ იდეალური მცენარე თქვენი ბინის ინტერიერისთვის

მცენარის შერჩევა ბინის ინტერიერის გათვალისწინებით არც ისე მარტივია. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით შეძლებთ ზუსტად ის მცენარე შეარჩიოთ, რომელიც თქვენს ბინას სჭირდება!..

1881
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575