ინტერიერი

როგორ უნდა შეარჩიოთ იდეალური მცენარე თქვენი ბინის ინტერიერისთვის

მცენარის შერჩევა ბინის ინტერიერის გათვალისწინებით არც ისე მარტივია. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით შეძლებთ ზუსტად ის მცენარე შეარჩიოთ, რომელიც თქვენს ბინას სჭირდება!..

1758

ინტერიერში ფიტოდიზაინის დადებით მხარეებზე უკვე ვილაპარაკეთ: სიმწვანე ახალისებს სათავსს, ბუნებასთან გვაახლოვებს და ხელს გვიწყობს შევიქმნათ ჯანსაღი გარემო. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მცენარეების მოვლა სახლის პირობებში საკმაოდ რთულია. ხშირ შემთხვევაში, დაუფიქრებლად ვირჩევთ მცენარეს, მოგვაქვს შინ და შედეგი არ არის. ჩვენი სასტუმრო ოთახი ჟურნალიდან ამოჭრილს არ გავს და არც მცენარე გამოიყურება მაინცდამაინც სახარბიელოდ. სამწუხაროა, მაგრამ ფიტოდიზაინერები ამბობენ, რომ ამგვარი "მწარე" შეცდომების გარეშე ვერასოდეს ვისწავლით, როგორ მოვუაროთ მცენარეს და რა მიკროკლიმატია ჩვენს ბინაში. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ მცენარეების არჩევის დროს. სათავსის განათებულობის, ტენიანობისა და მოცულობის მიხედვით სხვადასხვა ფიტოდიზაინური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ისიც, თუ რა როლს აკისრებთ მცენარეს ინტერიერის დიზაინში: ზოგი მას მოცულობის შესაკრავად იყენებს, ზოგს მოსასვენებელი, მწვანე ზონა სჭირდება, ზოგი კი ესთეტიურად გამართლებულ, ცოცხალ დეკორაციას ეძებს.

წყარო: Bellocq Teahouse

გასათვალისწინებელია მაცხოვრებლის ცხოვრების სტილი და ხასიათიც. თუ გულმავიწყი ან დაკავებული ადამიანი ბრძანდებით, ჯობს ადვილად მოსავლელი მცენარეებისგან ააწყოთ სასურველი კომპოზიცია.

შეიძლება ითქვას, რომ ყველა ნიუანსი რაც შემოგაქვთ ინტერიერში, შემოგაქვთ თქვენს პირად, საცხოვრებელ სივრცეში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფიტოდიზაინი, ყველა სიკეთის სანაცვლოდ, თქვენგან პასუხისმგებლობას მოითხოვს.

წყარო: Wrede

ადვილად მოსავლელი მცენარეები

თუ ძალიან მოგწონთ ფიტოდიზაინი, თუმცა კარგი მებაღე არ ბრძანდებით, ეს პრობლემას არ წარმოადგენს: უბრალოდ სწორი მცენარის არჩევაა საჭირო. თუ დაკავებული, ან გულმავიწყი ადამიანი ბრძანდებით, თქვენი ინტერიერისთვის გერანიუმი (ნემსიწვერა) იდეალურია: მას განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ინტერიერის დიზაინში კი შემოაქვს მწვანე უწესრიგობა და თავისუფლება, რაც ბუნებასთან სიახლოვის კარგი სიმბოლოა. უნდა აღინიშნოს, რომ გერანიუმს ცოტათი დიდი და მზიანი ადგილი დასჭირდება, მაგრამ ერთი-ორჯერ თუ მისი მორწყვა დაგავიწყდებათ, ამას იოლად გაპატიებთ.

გერანიუმთან შედარებით უფრო დახვეწილია კრასულა. ინტერიერში მისი შემოტანა მთლიანად სიმყუდროვესთან და კლასიკურობასთან ასოცირდება. მზიან გარემოში კრასულა პატარა ხედ იქცევა და ტრადიციულობისა და ძველმოდურობის მიუხედავად, სასურველ ეფექტს ნამდვილად მოახდენს. თუ უფრო მხიარული კომპოზიციის შეკვრა გნებავთ, პეპერომია გამოიყენეთ. ყველაზე თანამედროვე ადვილად მოსავლელი მცენარეები კი მაინც კაქტუსები, სანსევიერია და ზოგადად აჰავისებრთა ოჯახია.

წყარო: Siren Laudval

განათებულობა

ყველა საცხოვრებელი განსხვავდება ბუნებრივი განათებულობის კოეფიციენტით. ერთ ბინაშიც კი შეიძლება, რომ არსებობდეს ბუნებრივად გადანათებული და ბნელი ადგილები. ფიტოდიზაინური ზონის მოწყობისას, ინსოლაციის გაუთვალისწინებლობა საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა.

თუ თქვენი სათავსო არც ისე კარგად ნათდება ბუნებრივად და განათებას ხელოვნურად აბალანსებთ, ჯობს ინტერიერი ფილოდენდრონით, გვიმრით, გლოქსინიით გაალამაზოთ. თუ თქვენი ინტერიერი კარგად ნათდება, შეგიძლიათ ალოეს, სანსევიერიასა და კოლეუსის ლამაზი კომპოზიცია შეკრათ. ბუნებრივ პირობებში აუცილებლად გასათვალისწინებელია ოთახის ტენიანობაც.

წყარო: Jon an Nina Hans

დეკორატიულობა

მცენარის დეკორატიული და სიმბოლური მნიშვნელობა არქიტექტურაში განუზომლად დიდია. თანამედროვე ინტერიერში მას შემოაქვს სიმდიდრე ფერში, ზონირებასა და ტექსტურაში. თუმცა, ინტერიერის დიზაინერებმა მცენარის შეფუთვაც ხელოვნებად აქციეს: სიმწვანესთან ერთად თქვენს ინტერიერში ყვავილების ქოთნები, ტერარიუმები, კალათები შემოდის. ეს კი ძალიან მრავალფეროვანს ხდის გარემოს. თუ კლასიკური დიზაინი გიზიდავთ, პასტელური ფერებითა და კომფორტული ავეჯით, დაკიდებული მცენარეები, მათი კალათები, დიდი, მდიდრული ქოთნები სწორედ თქვენთვისაა. მინიმალისტური ინტერიერისთვის კი მინის ტერარიუმია ზედგამოჭრილი.

ესთეტიურად გამართლებულია ყვავილების რაიმე ნიშნით დაყოფაც და სათავსოში მათი რამდენიმე ჯგუფის, ზონის გამოყოფა.

წყარო: Cuartoderecha.com

თუ ფიტოდიზაინი და სიმწვანე ინტერიერში გიტაცებთ, აუცილებლად უნდა დაიწყოთ მათი არჩევა და მოვლა, არ მოგერიდოთ თამამი ექსპერიმენტების, რადგან არაფერი არ წამოწევს თქვენში წინ არტისტს ისე, როგორც ცოცხალ დეკორაციაზე ზრუნვა.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

რა უნდა გავითვალისწინოთ საბავშვო ოთახის რემონტის დროს? რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან

საბავშვო ოთახის რემონტი თავის მხრივ, მთელ ყურადღებას და ნიუანსების გათვალისწინებას ითხოვს.

2124
ნახე მეტი
ინტერიერი

ლანდშაფტის დიზაინის უახლესი ტრენდები, ანუ როგორ მოვაწყოთ თანამედროვე ბაღი

მოდერნისტული რევოლუციიდან მოყოლებული ცხადი გახდა, რომ ურბანიზმი წარმოუდგენელია ლანდშაფტის გათვალისწინებისა და მოფრთხილების გარეშე.

1469
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575