როგორ შევარჩიოთ იატაკი? ძირითადი ტიპები და მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები
იატაკი უფრო მეტია ვიდრე დიზაინური ელემენტი თქვენს სათავსოში. მის სწორად შერჩევაში პროფესიონალი დიზაინერების ეს რჩევები გამოგადგებათ...
იატაკი ყველაზე დიდი ფართის მქონე, უწყვეტი ზედაპირია ჩვენს ოთახებში და მას შეუძლია მთლიანად შეცვალოს ინტერიერი. თუმცა, რა თქმა უნდა, იატაკი უფრო მეტია ვიდრე დიზაინური ელემენტი თქვენს სათავსოში. პირველ რიგში, მისი არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ტიპის იატაკის ფილა, უნდა იყოს მდგრადი ტემპერატურული ცვლილებების მიმართ, გამძლე ყველანაირი ფიზიკური დატვითვისადმი, ეკოლოგიურად სუფთა და ადვილი მოსავლელი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით სასურველი იატაკის სამშენებლო თვისებებში, შეგვიძლია ვიფიქროთ დიზაინსა და დეკორატიულ გადაწყვეტილებებზე.
წყარო: Fraser Design
საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ყველა სათავსოს მის ფუნქციასთან შესატყვისი, დამახასიათებელი იატაკის ზედაპირი სჭირდება: მაგალითად, სამზარეულოს იატაკი, ხის იქნება იგი თუ ქვის, უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ქიმიური დაზიანებებისადმი რეზისტენტული. იგივე შეიძლება ითქვას სააბაზანოზეც. მიუხედავად ამისა, არავის შეუძლია დანამდვილებით გირჩიოთ რომელი იატაკია საუკეთესო: ეს თქვენი სათავსოს ფუნქციიდან, ზონირებიდან და თქვენი ინდივიდუალიზმიდან გამომდინარეობს. თუმცა, თანამედროვე ინტერიერის დიზაინში არის რამდენიმე ტრენდი, რომელთა გათვალისწინება ნამდვილად ღირს და პირველ რიგში ეს რჩევები იატაკის მასალასა და სტრუქტურას ეხება.
წყარო: Fraser Design
ხის იატაკი
ხის იატაკი ნამდვილი აბსოლუტია ინტერიერის დიზაინში, ისეთივე ჰარმონიული და დახვეწილი, როგორიც “შანელი N5”. ხის იატაკი ყოველთვის შესძენს თქვენს სათავსს მდიდრულ, თუმცა სადა იერს. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ამ ტიპის იატაკის ტრადიციულობისა, ხის იატაკი ძალიან კარგად ერგება თანამედროვე ტექნოლოგიებს. ბუნებრივი ხის სტრუქტურის გამო ის ეკოლოგიურად სუფთაა, ადვილი მოსავლელია და ამტანი. იმ მრავალი ტიპისგან, რომელიც ხის იატაკს აქვს, დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია გადამუშავებული ხის იატაკი. ეს ტექნოლოგია გულისხმობს უკვე გამოყენებული ხის ახლიდან დამუშავებას. შედეგად ვიღებთ ესთეტიურად ულამაზეს, გამძლე იატაკს, რომლის სტრუქტურა არც ისე ნაზია. თანამედროვე პირობებში, როცა სამზარეულოსა და მისაღები ოთახის ფუნქციას ხშირად ერთი სივრცე ითავსებს, ასეთი იატაკი იდეალურია. ჯერ კიდევ აქტუალურია ბამბუკის იატაკიც. ბამბუკის დამუშავება იატაკის ზედაპირად ახალი ტრადიციაა და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მასალა ბოლომდე ვერ მოერგო მოთხოვნებს (მცირდებოდა მოცულობაში და არ იყო მდგრადი), ქარხნებმა მიაღწიეს იმას, რომ ბამბუკი გააუმჯობესეს. ბამბუკის უპირატესობა მისი ფასია: რადგან მასალა ადვილად განახლებადია, ის უფრო იაფია, ვიდრე სხვა ტიპის იატაკი. რთული დასაჯერებელია, მაგრამ, საკმაოდ მოდურია პარკეტის გამოყენებაც. დიზაინერი ჯენიფერ კოპერი ამბობს, რომ უბრალოდ შეუძლებელია, ყველას ფართო, ნატურალური ხე ეგოს იატაკად და ცდილობს პარკეტი არა მხოლოდ იატაკად, არამედ ავეჯის სტრუქტურად და დეკორადაც კი გამოიყენოს.
წყარო: Crisp Architects
კერამიკული ფილა
მიუხედავად იმისა, რომ მეტლახი ყველასთვის ნაცნობი და უკვე მობეზრებული იატაკის ტიპია, ის არ კარგავს აქტუალობას. ეს გასაგებიცაა, კერამიკული ფილის იატაკი იაფია, პრაქტიკულია და შეუძლია ესთეტიურად ნებისმიერი სტრუქტურა განასახიეროს. ამიტომაც, პრობლემის ტრადიციულ გადაწყვეტას, მეტლახის ფილების დაგებას დიდ ფართობებზე, შეცდომად ვერ მივიჩნევთ. მითუმეტეს, რომ ამერიკელმა დიზაინერებმა დიდი ხანია დანერგეს ამ იატაკის ტიპით საერთო და სასტუმრო ოთახების მოწყობის პრაქტიკა. უნდა აღინიშნოს, რომ თუ გადაწყვეტთ ასეთი ფილებით დიდი ზედაპირის დამუშავებას, პირველი რაც უნდა გაითვალისწინოთ, არის იატაკის დათბუნება. ეს უკანასკნელი კი თანამედროვე პირობებში, პროფესიონალის დახმარებით, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება დიზაინს, ახლა ტრენდულია დიდი ზომის იატაკის ფილების დაგება. დიახ, ტრადიციული მეტლახი ზომაში ძალიან გაიზარდა. მისი ტექსტურა და ესთეტიკა მრავალფეროვანია, ამიტომ, არაა აუცილებელი სტერეოტიპულ, ნაცრისფერზე, ან მის ტონებზე აქცენტის გაკეთება. ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას: თუ კომპოზიციურად თამამი გადაწყვეტილებები გიტაცებთ და გინდათ, თქვენი იატაკი სივრცული სისტემის ჩამოყალიბებაში დაგეხმაროთ, მეტლახის ფილები იდეალური არჩევანია.
წყარო: Mats Theselius
ხალიჩა
ხალიჩა თითქოს გაქრა მსოფლიო ინტერიერის დიზაინიდან: 20 წლის წინ მას მხოლოდ „პოსტ სოვიეტური“ სახლის კედელზე თუ აღმოაჩენდით. ეს ტენდენცია იცვლება. ასე რომ, შეგიძლიათ თამამად დააგოთ თქვენი ძველი, გეომეტრიული წითელი ხალიჩა. მეტიც, ხალიჩის იატაკი ახლა ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს. ინტერიერის დიზაინერები მიხვდნენ, რომ ადამიანებს უბრალოდ მოსწონთ რბილი ზედაპირი და მისი დამუშავება სულ სხვა დონეზე აიყვანეს. ახლა ხალიჩის იატაკის ბოჭკოები მუშავდება, როგორც ბუნებრივი მასალა და ეკოლოგიურად სუფთაა. თქვენ შეგიძლიათ ზღვის მცენარის სტრუქტურით დამუშავებული ხალიჩის იატაკებიც კი იპოვოთ.
წყარო: Interiorfloordesigns.com
მარტივად რომ შევაჯამოთ, ინტერიერის დიზაინი დაუბრუნდა 70-იან წლებს, ამიტომაც შეგიძლიათ თამამად დააგოთ ყველა იატაკი, რომელიც კომპოზიციურად ადვილად აღიქმება, აქვს გეომეტრიული დეტალები, ნაზი, გადაუტვირთავი ფლორალური მოტივები. რაც მთავარია, იატაკი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, გამძლე და თქვენი ცხოვრების სტილის შესაბამისი.
წყარო: Tierrayfuego.com

ჩვენ გირჩევთ
მაროკოული სტილი ინტერიერის დიზაინში, ანუ შთამაგონებელი და მდიდრული გარემო თქვენს საცხოვრებელში
მაროკოული ინტერიერის დიზაინი გთავაზობთ ახლო აღმოსავლეთის, დინამიკური კონტრასტების, ტრადიციული ნიმუშებისა და უნიკალური აქსესუარების ტანდემს.
გარდერობი ინტერიერის დიზაინში და 2017 წლის ტრენდები
იყო პერიოდი, როდესაც გარდერობი მხოლოდ ტანსაცმლის შემნახველი კონსტრუქცია იყო. დრო იცვლება და მასთან ერთად - ჩვენი ცხოვრების სტილიც.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7