ინტერიერი

მოაწყვეთ ჰარმონიული და პრაქტიკული სააბაზანო ოთახი 2017 წლის თანამედროვე ტენდენციების მიხედვით

ბუნებასთან სიახლოვე, ბალანსის ძიება და რეალობის განცდა - ეს უკანასკნელი ის მოდური ტენდენციებია, რომელიც სააბაზანო ოთახის ინტერიერს უკავშირდება

1360

2017 წელი გვთავაზობს არჩევანი მინიმალიზმსა და უბრალოებას შორის გავაკეთოთ. ახალი იდეები ჩნდება სადეკორაციო მატერიებში. კერამიკა, შუშა, ხე, ნატურალური ქვა (ან მისი იმიტაცია) პოპულარობის პიკს აღწევს. ბუნებასთან სიახლოვე, ბალანსის ძიება და რეალობის განცდა - ეს უკანასკნელი ის მოდური ტენდენციებია, რომელიც სააბაზანო ოთახის ინტერიერს უკავშირდება. ეს ადგილი კი ზუსტად ის სივრცეა, რომელიც ჩვენს დასვენებასა და დამშვიდებაში გვეხმარება. 2017 წლისთვის დიდი ყურადღება დეტალებს ეთმობა. რამდენიმე კვადრატულ მეტრში დიზაინი, ეკოლოგია და ტექნოლოგია ჰარმონიულ ტანდემს უნდა ქმნიდეს. სააბაზანო ოთახი ერთდროულად ლამაზიც და პრაქტიკულიც უნდა იყოს. წელს ის ფერებია პოპულარული, რომელიც ბუნებას უფრო მეტად გვახსენებს, მაგალითად: შეუცვლელი მწვანე, ნაცრისფერი, კრემისფერი.

წყარო: homedesignlover.com
წყარო: homedesignlover.com
წყარო: miremonta.ru
წყარო: miremonta.ru

ღია ფერების გარდა, პოპულარული მუქი ფერებიც იქნება. ისინი ატმოსფეროში მისტიკურობის ელფერს შემოიტანენ. ამ შემთხვევაში, ყველაზე პოპულარული ფერი ნაცრისფერია. მისი დახმარებით, ოთახში ინტიმურ გარემოს შექმნით. ნაცრისფერის, შავისა და თეთრი ფერების ტანდემი წელს პოპულარობის ზენიტშია. 2017 წლის ტენდენცია MDF-ის პრიალა ფასადებისა და ხის დეკორების კომბინაცია იქნება. ლამაზი ტექსტურა და თბილი ფერები სააბაზანო ოთახში მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. აქტუალურია შემდეგი მატერიები: ქვა, ბეტონი და მეტალი. გემოვნებით შეუხამეთ ისინი კარადის ჩარჩოს. თუ სააბაზანო ოთახისთვის, არაბანალურ იდეებს ეძებთ, თანამედროვე ტენდენციები ამის გასაქანსაც გაძლევთ. 3D სტრუქტურის კერამიკული ფილები დეკორის მთავარი ელემენტი გახდება. ის შესანიშნავი და ულამაზესი ფონია უბრალო ავეჯისა და მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი სანტექნიკისთვის. 3D მოტივებზე შექმნილი ავეჯი და ფერის თამაში განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის ოთახში. მსგავსი დიზაინი უნიკალურ ხასიათს ატარებს.

წყარო: freshome.com
წყარო: freshome.com
წყარო: miremonta.ru
წყარო: miremonta.ru

2017 წლისთვის კვლავ მოდური იქნება შავი და თეთრი გრაფიტის შეხამება. ეს კომბინაცია განსაკუთრებულ ხასიათს შესძენს ოთახს. თანამედროვე სააბაზანო ოთახი აქსესუარების გარეშე წარმოუდგენელია. მთავარია მრავალფეროვან არჩევანში არ დავიკარგოთ. მაგალითად, არასწორად შერჩეულ აქსესუარებს ოთახის საერთო სურათის დამახინჯება შეუძლიათ. გამჭვირვალე თაროებსა და სასაპნეებს ყველგან შეხვდებით. მათი დამაგრება ჩვეულებრივი მაგნიტითაცაა შესაძლებელი. აბაზანის ფორმა უამრავია: მრგვალი, ოვალური, კვერცხის ფორმის, კვადრატული. მთავარია იცოდეთ, ზუსტად რა ზომის გსურთ. რაც შეეხება სარკეს, მას მარტივი ფორმები და თხელი ჩარჩო უნდა ჰქონდეს. თუ პატარა სააბაზანო ოთახი გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ აქ ყველაფრის განლაგება არ შეიძლება. მაგალითად, სარეცხის მანქანის დადგმის დროს, ეს მთავარი წესი გაითვალისწინეთ: დადგით ის ნიჟარის ქვევით. ასეთი ნიჟარები მაქსიმალურად გამძლე უნდა იყოს. რაც შეეხება განათებას, ერთი მთავარი განათების წყარო მოდური აღარ არის. აირჩიეთ, ბევრი განათება, რომელსაც სააბაზანოში სხვადასხვა ადგილას გადაანაწილებთ.

წყარო: freshome.com
წყარო: freshome.com
წყარო: miremonta.ru
წყარო: miremonta.ru

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ მისაღები ოთახი 2018 წლისთვის?

აი, რას გვირჩევენ დიზაინერები 2018 წლის მისაღები ოთახისთვის. რა ტრენდები უნდა გავითვალისწინოთ მის მოსართავად?

3005
ნახე მეტი
ინტერიერი

საძინებლის მოწყობის 9 ორიგინალური იდეა

საძინებელი ის ადგილია, სადაც მაქსიმალური სიმშვიდის შეგრძნებას ვეძებთ. იხილეთ მისი მოწყობის 9 ორიგინალური იდეა...

3635
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575