ცხოვრების სტილი

როგორ შევქმნათ ორიგინალური ჩარჩო სარკისთვის საკუთარი ხელებით? - რჩევები დიზაინერებისგან

სარკე თქვენი სახლის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ერთფეროვანი ჩარჩო „ამშვენებს“ და სწორედ ამიტომ ის ხშირად იკარგება სხვა, უფრო შთამბეჭდავი ნივთების გარემოცვაში.

1881

ყველა ჩვენგანს სურს თავის სახლს რაიმე განსაკუთრებული და ახალი შტრიხი შემატოს, რაც ჩვენს ინდივიდუალურობასა და გემოვნებას გაუსვამს ხაზს. რა თქმა უნდა დღესდღეობით ბევრი საინტერესო ნივთის შეძენა შეიძლება, თუმცა ისინი ყოველთვის არ არის ის, რასაც ჩვენ ვეძებთ. სწორედ ამიტომ, სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს საკუთარი ხელით შექმნას რაიმე განსაკუთრებული და გაალამაზოს საცხოვრებელი გარემო. თუ თქვენ გიყვართ ხელსაქმე და ამავდროულად, გსურთ ლამაზი ნივთებით გაახალისოთ ინტერიერი, მაშინ გაეცანით ამ სფეროში დახელოვნებული ადამიანების რჩევებს. დღეს ჩვენ სარკის ჩარჩოს გაწყობის სხვადასხვა იდეას შემოგთავაზებთ.

ყველა ჩვენგანს სურს თავის სახლს რაიმე განსაკუთრებული და ახალი შტრიხი შემატოს, რაც ჩვენს ინდივიდუალურობასა და გემოვნებას გაუსვამს ხაზს. რა თქმა უნდა დღესდღეობით ბევრი საინტერესო ნივთის შეძენა შეიძლება, თუმცა ისინი ყოველთვის არ არის ის, რასაც ჩვენ ვეძებთ. სწორედ ამიტომ, სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს საკუთარი ხელით შექმნას რაიმე განსაკუთრებული და გაალამაზოს საცხოვრებელი გარემო. თუ თქვენ გიყვართ ხელსაქმე და ამავდროულად, გსურთ ლამაზი ნივთებით გაახალისოთ ინტერიერი, მაშინ გაეცანით ამ სფეროში დახელოვნებული ადამიანების რჩევებს. დღეს ჩვენ სარკის ჩარჩოს გაწყობის სხვადასხვა იდეას შემოგთავაზებთ.

წყარო: www.www.remontbp.com
წყარო: www.www.remontbp.com

სარკე თქვენი სახლის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ერთფეროვანი ჩარჩო „ამშვენებს“ და სწორედ ამიტომ ის ხშირად იკარგება სხვა, უფრო შთამბეჭდავი ნივთების გარემოცვაში. თუმცა ჩარჩოს გახალისება ძალიან მარტივად შეგიძლიათ, უბრალო ნივთების გამოყენებით. ღილები, მოზაიკა, ბისერები, ნიჟარები, ქვები, პატარა ტოტები, ფოტოები, მუსიკალური დისკები, შუშის ნამსხვრევები, ბაწრები, სუფრის აქსესუარები და ა.შ. - სარკის ჩარჩოს მოსართავად ნებისმიერი მათგანის გამოყენება შეგიძლიათ.

წყარო: www.www.remontbp.com
წყარო: www.www.remontbp.com
წყარო: www.www.remontbp.com
წყარო: www.www.remontbp.com

თუ თქვენ სახლში თეთრი ფერი და მისი სხვადასხვა ტონალობები ჭარბობს უმჯობესი იქნება თუ ჩარჩოს ფერად, გამოკვეთილ ფერებში გადაწყვეტთ. ამის გაკეთება ფერადი, წებოვანი ლენტებით, ან მძივებითაც შეგიძლიათ. ასე ინტერიერს გამოაცოცხლებთ და მშვენიერ დეკორატიულ ელემენტს შემატებთ მას. განსაკუთრებულად ექსტრავაგანტულია სარკე, რომელიც სამზარეულოს ნივთებითაა გაწყობილი. სარკის ჩარჩო შეგიძლიათ ჩანგლებით და კოვზებით მორთოთ და თქვენი სამზარეულო, ან სასადილო ოთახი დაამშვენოთ.

წყარო: www.www.remontbp.com
წყარო: www.www.remontbp.com

განსაკუთრებით ლამაზი და პომპეზურია ნიჟარებით გაწყობილი სარკე. ასეთი სარკე არამხოლოდ სააბაზანო ოთახს, არამედ სახლის ნებისმიერ კუთხეს დაამშვენებს. თუ თქვენ საზაფხულო მოგზაურობიდან სახსოვრად ნიჟარები წამოიღეთ, შეგიძლიათ მათი ამ კუთხით გამოყენებაც. თუმცა გახსოვდეთ, რომ ისინი საკმაოდ მძიმეა და მათ დასაწებებლად კარგი წებო, ან ორმაგი წებოვანი ლენტის გამოყენება დაგჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ მსგავსი ჩარჩოების შექმნა დროსა და ყურადღებას მოითხოვს. აუცილებელია საქმეს პროფესიონალურად მიუდგეთ, რადგან ამ ნივთმა თქვენი სახლი უნდა დაამშვენოს. თუმცა დამიჯერეთ, თქვენი შრომა ნამდვილად არ დაიკარგება და თქვენს მიერ შექმნილი მშვენიერი სარკე აუცილებლად გააოცებს ნებისმიერ მნახველს.

წყარო: www.www.remontbp.com
წყარო: www.www.remontbp.com

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

ძველი საახალწლო ტრადიციები საქართველოში და მათი წარმოშობის ისტორია

შობა-ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული პერიოდია, რომელსაც დიდი სიხარულით ველოდებით. ამ დღესასწაულებისთვის სამზადისსა და ფუსფუსს დეკემბრის დასაწყისში ვიწყებთ.

9144
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

როგორ შევქმნათ მშვენიერი და მარტივი საახალწლო დეკორაციები ჩვენი ხელებით?

თუ გსურთ რომ თქვენი სახლი, ამ ახალ წელს, განსაკუთრებული იყოს და ორიგინალობით გამოირჩეოდეს მაშინ, გირჩევთ საახალწლო დეკორი თქვენი ხელით დაამზადოთ.

2205
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575