ველოსიპედი, როგორც ტრანსპორტის საუკეთესო საშუალება და მისი დადებითი გავლენა ადამიანზე
იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელნი აუცილებელია ფიზიკური აქტოვობა, რომელიც დაგვეხმარება ყოველთვის ვიყოთ ფორმაში, არ დავკარგოთ ბევრი დრო და ვისიამოვნოთ.
იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელნი აუცილებელია ფიზიკური აქტოვობა, რომელიც გვიცავს ისეთი სერიოზული დაავადებებისაგან, როგორიცაა დიაბეტი, გულის დაავადებები, ართრიტი და ა.შ. თუმცა დღევანდელი გადატვირთული გრაფიკის გამო, ცოტა თუ ახერხებს სავარჯიშო დარბაზში სიარულს. ჩვენ სულ უფრო ნაკლებ დროს ვუთმობთ ვარჯიშს, რაც უამრავ პრობლემას იწვევს. ამ ყველაფრის მიზეზი რა თქმა უნდა გასაგებია: გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, სახლის საქმები... სწორედ ამიტომაა საჭირო ისეთი ალტერნატივის პოვნა, რომელიც დაგვეხმარება ყოველთვის ვიყოთ ფორმაში, არ დავკარგოთ ბევრი დრო და ვისიამოვნოთ. თუ თქვენ მზად ხართ ეს ყველაფერი ერთდროულად მიიღოთ, მაშინ აუცილებლდ უნდა დაიწყოთ ველოსიპედით მგზავრობა.
იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელნი აუცილებელია ფიზიკური აქტოვობა, რომელიც გვიცავს ისეთი სერიოზული დაავადებებისაგან, როგორიცაა დიაბეტი, გულის დაავადებები, ართრიტი და ა.შ. თუმცა დღევანდელი გადატვირთული გრაფიკის გამო, ცოტა თუ ახერხებს სავარჯიშო დარბაზში სიარულს. ჩვენ სულ უფრო ნაკლებ დროს ვუთმობთ ვარჯიშს, რაც უამრავ პრობლემას იწვევს. ამ ყველაფრის მიზეზი რა თქმა უნდა გასაგებია: გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, სახლის საქმები... სწორედ ამიტომაა საჭირო ისეთი ალტერნატივის პოვნა, რომელიც დაგვეხმარება ყოველთვის ვიყოთ ფორმაში, არ დავკარგოთ ბევრი დრო და ვისიამოვნოთ. თუ თქვენ მზად ხართ ეს ყველაფერი ერთდროულად მიიღოთ, მაშინ აუცილებლდ უნდა დაიწყოთ ველოსიპედით მგზავრობა.
ალბათ, ჩემსავით თქვენც იღლებით, დილით თუ საღამოს, უსასრულო საცობში ყოფნით, კარგავთ დროს, ენერგიას, სამსახურშიც და სახლშიც დაღლილები მიდიხართ. დღევანდელი ქალაქები გადატვირთულია მანქანებით, რომელებიც იკავებენ უამრავ ადგილს და საშინლად აბინძურებენ ჰაერს. კარგად დაფიქრდით რამდენ დროს კარგავთ მანქანაში ჯდომით, როდესაც შეგიძლიათ დაზოგოთ დრო და გადაადგილების პარალელურად ივარჯიშოთ. სწორედ ველოსიპედი გვაძლევს ამ ყველაფრის საშუალებას. ეს არის ტრანსპორტი ნებისმიერი ასაკის ადამინისთვის, რომელიც არ აბინძურებს გარემოს, რადგან მას არ სჭრდება საწვავი. მთავარი მამოძრავებელი ძალა ხომ თქვენ ხართ, ეს კი პირდაირ აისახება ჯანმრთელობაზე. ამ ყველაფერთან ერთად ველოსიპედის გამოყენებას აქვს უამრავი დადებითი თვისებას, რომლის შესახებ აუცილებლად მოგახსენებთ.
ველოსიპედით სიარული არის მარტივი და საუკეთესო ვარჯიში თქვენი კუნთებისთვის. ის ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, გულის და ფილტვების მუშაობას. როგორც მეცნიერებმა დაადგინს მათ, ვინც ველოსიპედით მგზავრობს ნაკლებად აწუხებთ კარდიოვასკულარული დაავადებები, ნაკლებად უბინძურდებათ ფილტვები მანქანის გამონაბოლქვისგან, არიან უფრო ჯანმრთელნი და გამოიყურებიან უფრო ახლგაზრდულად. სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ველოსიპედით სიარული იცავს კანს მავნე სხივებისა და ნივთიერებებისგან, რადგან გაუმჯობესებული სისხლლის მიმოქცევა, კანის უჯრედებს მეტ ჟანგბადს აწვდის და გამოდევნის მისგან ტოქსინებს.
როგორც უკვე ავღნიშნე, ველოსიპედი ის ტრანსპორტია, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს. ასე, რომ არ იფიქროთ, რომ საკმარისად დიდი ხართ ან ძალა არ შეგწევთ. ველოსიპედით სიარულის დროს თქვენ სხვაგვარად აღივამთ იმ გარემოს, რომელშიც აქამდე ცხოვრობდით. მზავრობის დროს შეგიძლიათ უფრო მეტად შეიცნოთ თქვენი ქალაქი, აღმოაჩინოთ ახალი ადგილები, დააკვირდეთ მეტ რამეს. ველოსიპედით მგზავრობა დაგეხმარებათ მოდუნთეთ, დაძლიოთ სტრესი, დაძაბულობა იყოთ უბრალოდ ბედნიერი.
ეცადეთ მანქანა ნელ-ნელა ჩაანავლოთ ველოსიპედით. შეგიძლიათ, თავიდან მხოლოდ შაბათ-კვირას იმგზავროთ ველოსიპედით, შემდეგ სამუშაო დღის ბოლოს. თქვენ ისე მარტივად და უცებ მიეჩვევით მას, რომ ჩვეულებრივ ტრანსპორტში ჯდომა საშინლად მოსაბეზრებელი გახდება. ეცადეთ მანქანა, მხოლოდ აუცილებელი შემთხვევების დროს გამოიყენოთ, როცა ველსიპედით მგზავრობ არაპრაქტიკული იქნება. სხვა დღეებში კი აღიჭურვეთ შესაბამისი აღჭურვილობით და ისიამოვნოთ იმ ტრანსპორტით, რომელიც გაჯანსარებთ, როგორც ფიზიკურად ისე მენტალურად, რომელიც არ აბინძურებს თქვენს ქალაქს, იკავებს ნაკლებ ადგილს, გართმევთ ნაკლებ დროს და სასიამოვნოსა და საინტერესოს ხდის თქვენ ჩვეულებრივ დღეს.
ჩვენ გირჩევთ
აქტიური დასვენების უპირატესობები და მისი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე
თუ თქვენ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, როგორ გაატაროთ თქვენი თავისუფალი დრო ზაფხულში, მაშინ აუცილებლად გაეცანით აქტიურად დასვენების უპირატესობებს.
როგორ მოვაწყოთ ტერარიუმი საკუთარი ხელით?
თანამედროვე ინტერიერის დიზაინი, რომელიც სულ უფრო კონცეტრირდება ბუნებასთან ჰარმონიულ თანაარსებობაზე, შესანიშნავად იხამებს მწვანე ტერარიუმებს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7