ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ ვიწრო შემოსასვლელი ოთახი პრაქტიკულად?

მრავალი წლის განმავლობაში შემოსასვლელს ეკისრებოდა ძალიან დიდი ფუნქციური როლი.

1767

დღევანდელი ბინების უმეტესობა შეზღუდული სივრცით, ზედმეტად ვიწრო და პატარა შემოსასვლელით ხასიათდება. მრავალი წლის განმავლობაში შემოსასვლელს ეკისრებოდა ძალიან დიდი ფუნქციური როლი. ამის მიუხედავად დროთაგანმავლობაში უხერხული, ვიწრო შემოსასვლელების დომინირებამ გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ვიწრო და პატარა შემოსასვლელების ფუნქციურად დატვირთვაზე ვისაუბროთ, რომელიც თქვენი ინტერიერის დიზაინს მოუხდება.

 

დღევანდელი ბინების უმეტესობა შეზღუდული სივრცით, ზედმეტად ვიწრო და პატარა შემოსასვლელით ხასიათდება. მრავალი წლის განმავლობაში შემოსასვლელს ეკისრებოდა ძალიან დიდი ფუნქციური როლი. ამის მიუხედავად დროთაგანმავლობაში უხერხული, ვიწრო შემოსასვლელების დომინირებამ გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ვიწრო და პატარა შემოსასვლელების ფუნქციურად დატვირთვაზე ვისაუბროთ, რომელიც თქვენი ინტერიერის დიზაინს მოუხდება.

 

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

ფერის სწორად შერჩევა არის უნივერსალური გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მოგცემთ სივრცე ვიზუალურად შეცვალოთ. სასურველი ეფექტის მისაღწევად აუცილებელია მუქი და ღია ფერების სწორი კომბინაცია, ამისთვის კი რამდენიმე წესის დაცვა დაგჭირდებათ. თუ თქვენ ჭერს და კედლებს მუქ ფერებში შეღებავთ, მაშინ ავეჯი და კარი უნდა იყოს ცივ, ან ღია ფერებში - კრემისფერი, ნაცრისფერი, ნაღების და ა.შ. საიდუმლოს არ წარმოადგენს ისიც, რომ სივრცის ვიზუალრი გაფართოების ყველაზე პოპულარული მეთოდი სარკეების გამოყენებაა. არსებობს სარკეებთან მუშაობს ძირითდი ასპექტები. მაგ: გრძელ შემოსასვლელში, შეგიძლიათ სარკე დაკიდოთ ავეჯთანაც და ასევე დერეფნის ბოლოში.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

ალბათ, გგონიათ რომ სარკის ნებისმიერი ვარიაცია მოუხდება ვიწრო შემოსასვლელის გაფორმებას, თუმცა ეს ასე არ არის. არც ისე გრძელ, ვიწრო შემოსასვლელებში უპირატესობა ენიჭება რამდენიმე კომპაქტურ სარკეს, ვიდრე ერთსა და დიდს. კარგია თუ ასეთ შემოსასვლეში ასევე ეტევა პატარა კომოდი სარკით. ვიწრო შემოსასვლელის დიზაინში ასევე დასაშვებია სარკის კედლის გაკეთება, რომელიც სივრცეს ვიზუალურად აორმაგებს. ასეთმა კედელმა უარი არ უნდა გათქმევინოთ ჩვეულებრივ სარკეზე. პირიქით, სარკეში სარკისებრი ეფექტის დამატება არამარტო მოცულობაში გაზრდის შემოსასვლელს, არამედ შემატებს მას სურეალიზმის განცდას. პატარა ნაწილებსაც კი შეუძლიათ თავისი როლი ითამაშონ ვიწრო ოთახის გაზრდაში. ერთ-ერთი ასეთი დეტალია ფერადი ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც ღია კედლებზე ეფექტურად აკეთებენ აქცენტს და ვიზუალურად ტვირთავენ ინტერიერს.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

ასევე, შესაძლებელია ორი ან სამი, ნათელი ფერებში გადაწყვეტილი, ხალიჩის გამყენება. სათანადო ინტერიერში ძალიან ორიგინალურია ყვავილების, ან ფოთლების ფორმის დიზაინის პატარა ხალიჩები, რომლებიც დაფარავს ვიწრო შემოსასვლელის ხარვეზებს. ეს საუკეთესო გადაწვეტილებაა გრძელი, მაგრამ არაფართო შემოსასვლელებისთის.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com
რაც შეეხება ავეჯს, სრული ზომის ავეჯის გმოყენება არაა მიზანშეწონილი მსგავსი შემოსასვლელებისთვის. ისინი ისედაც ბევრ სივრცეს იკავებენ. შემოსასვლელში აუცილებელია შემდეგი სახის ავეჯი დადგათ: თარო ფეხსაცმელებისთვის, კარადა, საკიდი, სარკე. ასეთ შემოსასვლელში ავეჯისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ფუნქციონალობა. თითოეული ობიექტი მაქსიმალურად პრაქტიკულად და კომფორტულად უნდა განთავსდეს, რაც გამორიცხავს ოთახის გადატვირთვას. დაიმახსორეთ განთავსების მთავარი წესი - ავეჯი მოათავსეთ კედლის ერთ მხარეს და არავითარ შემთხვევაში ორივე მხარეს, ადგნ ეს ისედაც პატარა სივრცე უფრო დაავიწროვებს. 

 

 
 

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ მცირე ფართის საცხოვრებელი ადგილი კომპაქტურად-რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან

დღეს შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ კომფორტულად, კომპაქტურად და გემოვნებით მორთოთ პატარა ზომის საცხოვრებელი სახლები.

1509
ნახე მეტი
ინტერიერი

ბუნებრივი და ხელოვნური განათების როლი არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში

განათება, სივრცის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ნამდვილი ოსტატები დღესაც ცდილობენ სხივი მატერიად აქციონ და საკრალური როლი დაუბრუნონ მას. ბუნებრივია, რომ ეს ყველაზე კარგად საკულტო არქიტექტურაში ჩანს.

1703
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575