ცხოვრების სტილი

სამაგიდო თამაშების, როგორც გონების გავარჯიშების კიდევ ერთი სასიამოვნო და საინტერესო საშუალება

გარდა იმისა, რომ სამაგიდო თამაშები კიდევ უფრო გვაახლოებს საყვარელ ადამიანებთან, მათ ასევე აქვთ დადებითი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე.

1827

სამაგიდო თამაშები პატარა ყუთში მოქცეული სასიამოვნო და საინტერესო აქტივობაა, რომლის წყალობითაც ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალება გვეძლევა. გარდა იმისა, რომ სამაგიდო თამაშები კიდევ უფრო გვაახლოებს საყვარელ ადამიანებთან, მათ ასევე აქვთ დადებითი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე.

სამაგიდო თამაშები პატარა ყუთში მოქცეული სასიამოვნო და საინტერესო აქტივობაა, რომლის წყალობითაც ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალება გვეძლევა. გარდა იმისა, რომ სამაგიდო თამაშები კიდევ უფრო გვაახლოებს საყვარელ ადამიანებთან, მათ ასევე აქვთ დადებითი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე.

წყარო: masoomplaymates.com
წყარო: masoomplaymates.com

დღეს-დღეობით უამრავი სამაგიდო თამაში არსებობს (ჭადრაკი, დიქსითი, მონოპოლია, მანკალა, 7 საოცრება და ა.შ.), რომელიც პირდაპირ მოქმედებს ჩვენი გონების განვითარებაზე. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სამაგიდო თამაშები ახდენს კოგნიტური უნარ-ჩვევების განვითარებას. მსგავსი აქტივობით დაკავება დადებითად აისახება ტვინის იმ ნაწილებზე, რომლებიც პასუხისმგებელია მეხსიერების ჩამოყალიბებაში. სამაგიდო თამაშების დახმარებით ჩვენ გვივითარდება პრობლემების გადაწყვეტის, სწრაფად ფიქრის, მოქმედების უნარები. მსგავსი თამაშები დადებითად მოქმედებს ბავშვებზეც. ეხმარება მათ ლოგიკური, კრიტიკული აზროვნების განვითარებაში. სხვადასხვა სამაგიდო თამაშის წყალობით ბავშვები სწავლობენ ყურადღების მოკრებას, დიდი ხნით კონცენტრირებას კონკრეტულ საკითზე, დამოუკიდებლად აზროვნებას და გადაწყვეტილების მიღებას, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვის განვითარების პროცესში.

წყარო: shutterstock.com
წყარო: shutterstock.com

როგორც უკვე აღვნიშნე, სამაგიდო თამაშებით დროის გატარება განსაკურებულად სასიამოვნოა, რადგან თავისუფალ დროს მეგობრებთან, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან საინტერესოდ ატარებთ. ეს, ამ აქტივობის კიდევ ერთი დადებითი მხარეა, რადგან სწორედ მსგავს სასიამოვნო გარემოში თქვენს ორგანიზმში ენდორფინი გამოიყოფა, რაც პირდაპირ მოქმედებს თქვენი ბედნიერების ხარისხზე. ამავდროულად რეგულირდება სისხლის წნევა, მცირდება ალცჰეიმერით დაავადების რისკიც. რა თქმა უნდა, მსგავსი დადებითი პროცესები ამცირებს სტრესსა და დაძაბულობა და აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას

წყარო: shutterstock.com
წყარო: shutterstock.com

თუ ჯერ კიდევ არ გიპოვიათ სახლში დროის მოკვლის რაიმე სასიამოვნო მეთოდი აუცილებლად სცადეთ სხვადასხვა სამაგიდო თამაში. დღეს არჩევანი ამ მხრივ ძალიან დიდია და შეუძლებელია ვერ იპოვოთ ის, რაც დაგაინტერესებთ და დროს კარგად გაგატარებინებთ. არ იფიქროთ რომ ზედმეტად დიდი ხართ ამ ყველაფრისთვის, ამ აქტივობის მთელი ხიბლი იმაშია, რომ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, ერთად შეუძლიათ თამაში და დროის სასიამოვნოდ გატარება. ასე, რომ არ დაიზაროთ, ოჯახის წევრებთან ერთად შეარჩიეთ თამაში და რეგულარულად განაახლეთ თქვენი სამაგიდო თამაშების კოლექცია. ეს სასიამოვნო პროცესი აუცილებლად მოგეწონებათ.

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

ნარჩენებთან დაკავშირებული ეკოლოგიური საფრთხეები და მისი სწორად გადამუშავების აუცილებლობა

ადამიანების ჭარბი რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება ნაგვის რაოდენობაც, რაც დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასთან და ამ დაბინძურებით გამოწვეულ ეკოლოგიურ საფრთხეებთან.

4723
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

ცხოვრების მჯდომარე წესი და მისი უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების გზები

ტექნიკის განვითარებასთან ერთად ჩვენ კომფორტულ გარემოს ვიქმნით, სადაც სულ უფრო ნაკლებად გვიწევს მოძრაობა...

1710
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575