როგორ მოქმედებს დასვენება ადამიანის ორგანიზმზე?
ზაფხულის ცხელ დღეებში, ალბათ ყველასთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია ცხელ ქალაქს და ყოველდღიურ რუტინას გაექცეს და დაისვენოს.
ზაფხულის ცხელ დღეებში, ალბათ ყველასთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია ცხელ ქალაქს და ყოველდღიურ რუტინას გაექცეს და დაისვენოს. ყველა ჩვენგანი განსხვავებულია და შესაბამისად ჩვენი ხასიათის, ენერგიის და სურვილისებრ, დასვენებაც ინდივიდუალურია. ბავშვობაში, ზაფხულის არდადეგები ყველაზე სასიამოვნო და სანატრელი პერიოდი იყო. გახსოვთ, როგორი მონდომებით და სიხარულით ველოდით თავისუფლების ყველაზე ტკბილ ხანას? სამწუხაროდ უკვე მოზრდილებს აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მთელი ზაფხული გემრიელად დავისვენოთ, ხანდახან კი ამის აუცილებლობის შესახებ თავადაც გვავიწყდება. ჩვენ ისე გულმოდგინედ ვერთვებით სამსახურის საქმეებში, რომ ვეღარც კი ვხდებით, თუ როგორ გვჭირდება მისგან დასვენება და განტვირთვა. ალბათ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით რომ ძალიან ბევრი ადამიანი არასდროს იყენებს თავისი შვებულების დღეებს სრულიად. ბევრ მათგანს აქვს იმის შიში, რომ დასვენების შემთხვევაში ისინი ჩამორჩებიან საქმეებს და სხვა თანამშრომლებს, მიღწევებით. რომ მათი კარიერული წინსვლა შეჩერდება, თუ თავს მოდუნების საშუალებას მისცემენ.

თუმცა, კვლევებით დადასტურებულია, რომ შვებულებაში გასვლა თქვენს პროდუქტიულობას ზრდის, რაც შემდგომ გეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. თანამშრომლები, რომლებიც უფრო ხშირად ისვენებენ და ახდენენ განტვირთვას მეტი პროდუქტიულობით და კრეატიულობით გამოირჩევიან. ამიტომ, ნებისმიერი წარმატებული კომპანიის ხელმძღვანელს ურჩევნია, რომ მისი თანამშრომელი დასვენებული და განტვირთული იყოს, ვიდრე საქმისგან გადაღლილი. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ საკმარისი ენერგია გაქვთ და არ გჭირდებათ დასვენება, თუმცა ცდებით. თქვენი ტვინის უჯრედებს აუცილებლად ჭირდებათ ახალი გარემო, ყოველდღიურობისგან გაქცევა და განტვირთვა. ძალების აღდგენა კი დაგეხმარებათ როგორც კარიერულ, ისე პირად ცხოვრებაში.
საინტერესოა აქტიური დასვენების უპირატესობებიც. აქტიურად დასვენება დადებითად მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. ლაშქრობები, სათავგადასავლო სპორტი, ველოსიპედით მოგზაურობა, კლდეზე ცოცვა, ჯომარდობა და სხვა აქტივობები აუცილებლად გაგაჯანსაღებთ ფიზიკურად. სუფთა ჰაერზე, ჟანგბადით სავსე გარემოში ყოფნა აჯანსაღებს თქვენს სხეულს და ის ნაკლები დატვირთვით ფუნქციონირებს. რეგულირდება სისხლის წნევა და ძლიერდება იმუნური სისტემა. როდესაც ახალ-ახალი ადგილების სანახავად ზურგჩანთით მოკიდებული გადაადგილდებით, სეირნობთ ტყეში ან იპყრობთ მთებს, თქვენ განიცდით ფიზიკურ დატვირთვას და წვავთ უამრავ კალორიას. თქვენი კუნთები აქტიურდება და ეჩვევა მოძრაობას. თუ თქვენ მთელი კვირა სამსახურში ჯდომა გიწევთ და ფიზიკურად ნაკლებად აქტიური ბრძანდებით მაშინ, დამერწმუნეთ აქტიური დასვენება სწორედ ისაა, რაც აუცილებლად გჭირდებათ.
მთაში დასვენება იდეალურია მათთვის, ვისაც სტრესის შემცირება და ჯანმრთელების გაუმჯობესება უნდა. სუფთა ჰაერი, განსხვავებული ტემპერატურა, ულამაზესი ბუნება და სიმშვიდე - აი რას გპირდებათ მთა. მთაში დროის გატარება, როგორც აქტიური, ისე პასიური დასვენების მოყვარულთათვისაა შესაძლებელი. არ აქვს მნიშვნელობა ამ ზაფხულს თავგადასავლებს ეძებთ, თუ უბრალოდ მშვიდად გსურთ დროის გატარება. მთიანი გარემო ის ადგილია, სადაც ამ ყველაფრის განხორციელება შეგიძლიათ. უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ მშვიდ და ჯანსაღ გარემოში დასვენება ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
გახსოვდეთ, რომ როდესაც ისვენებთ და გამუდმებით საქმეზე აღარ ფიქრობთ, თქვენ გიუმჯობესდებათ მეხსიერება, კონცენტრირების უნარი, უკეთ გძინავთ და თქვენი ტვინი ახალი გამოწვევებისთვის მზად არის. ასე, რომ ნუ გადადებთ შვებულებაში გასვლას და სანატრელ, დამსახურებულ დასვენებას. გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია და არაფერია ამაზე უფრო მნიშვნელოვანი.
ჩვენ გირჩევთ
ბლოგინგი, როგორც თანამედროვე, პოპულარული ჰობი და მისი საინტერესო გავლენა ადამიანზე
თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და დღეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი გახდა ბლოგინგისა, თუ ვებ-საიტებისგან მიღებული სარგებლის იგნორირება.
რა უნდა გაითვალისწინონ სახლის მოწყობისას შინაური ცხოველების პატრონებმა?
თუ გყავთ შინაური ცხოველი და ქალაქში ცხოვრობთ, თქვენთვის უცხო არ იქნება ის სირთულეები, რაც ამ სიტუაციას თან ახლავს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7